აგროსიახლეები

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 2023 წლის III კვარტალში

2023 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 2.3 მლნ ვიზიტს მიაღწია, რაც 2019 წლის III კვარტლის მაჩვენებლის მხოლოდ 83%-ს შეადგენს.
 ქვეყნების მიხედვით 2023 წლის III კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან (571,421 ვიზიტი) და თურქეთიდან (498,892 ვიზიტი) შემოვიდა.

 მომდევნო პერიოდებში, გეოპოლიტიკური ფაქტორების გამო მოსალოდნელია ვიზიტების შემცირება ისრაელიდან. თუმცა, ჩინეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შედეგად, მოსალოდნელია ჩინეთიდან ვიზიტების რაოდენობის ზრდა.

ამისგარდა, არსებობს ინდოეთიდან ვიზიტების ზრდის პერსპექტივაც, მიუხედავად ვიზიტორებისთვის საზღვრის კვეთის სირთულეებისა. 2023 წლის III კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობის შემოსავალმა 1.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 28%-ით აღემატება პანდემიამდელ რიცხვს, თუმცა ეს მაჩვენებელი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით მხოლოდ 5%-ითაა გაზრდილი.

კვლევის მასალები სრულად იცილეთ თანდართულ პდფ ფაილში: https://pmcresearch.org/publications_file/f34f655341e2d2826.pdf