დარგებიმეცხოველეობა

საგრანტო კონკურსი მესაქონლეობის სექტორში _ ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – SQIL Georgia 

ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – SQIL Georgia მიერ გამოცხადებული კონკურსი მიზნად ისახავს:

ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდას;

პროდუქციის წარმოების შემდგომ დამუშავებასა და შენახვას;

პროდუქტიულობის გაუმჯობესებას;

ფინანსურ მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას;

განმცხადებელმა თანადაფინანსების სახით უნდა განახორციელოს პროექტის მთლიანი ღირებულების 50%

SQIL პროექტისადმი მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 75,000 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში (₾) და არ უნდა იყოს 10,000 აშშ დოლარზე ნაკლები.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2021 წლის 11 ოქტომბერი

სრული ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2YzQNX4

მოთხოვნაზე დაფუძნებული ინოვაციური პროექტი – ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL) მიზნად ისახავს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის გაუმჯობესებას რძის პროდუქტებისა და საქონლის ხორცის ღირებულებათა ჯაჭვში.

პროექტს ახორციელებს Land O’Lakes Venture37-ი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ.