„აწარმოე საქართველოში“ _ საგრანტო კონკურსი მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის
მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს მასში, ასევე – მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა.
დაფინანსების მიღებამდე მონაწილემ აუცილებელია რამდენიმე ეტაპი გაიაროს:
- ონლაინ აპლიკაციის შევსება: www.enterprise.gov.ge
- ბიზნესიდეების კონკურსი: მოხდება საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორების გამოვლენა და მათი დატრენინგება ბიზნესგეგმების წერაში;
- ბიზნესგეგმის წერის ტრენინგი: საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორებს ჩაუტარდებათ ბიზნესგეგმის წერის ტრენინგი;
- ბიზნესგეგმების კონკურსი: მომზადებული ბიზნესგეგმების კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას;
- თანადაფინანსება: _ არაუმეტეს 30 000 ლარი.
*შენიშვნა: პროგრამის ბენეფიციარი/მოსარგებლე მეორე ეტაპზე წარადგენს მხოლოდ ბიზნესგეგმას.
პროექტი თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება!
დეტალები იხილეთ ბმულზე: