სახელმწიფო ქართული ხარისხიანი, უვნებელი პროდუქციის წარმოების მხარდაჭერას აგრძელებს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში რძის გადამმუშავებელი საწარმო „ცივის ყველი“ სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია, აგროსესხი 500,000 ლარს შეადგენს.
საწარმოს, დღიურად 1 ტონა რძეს გადაამუშავებს და სხვადასხვა სახეობის ყველს ამზადებს.
წარმოებული პროდუქცია იყიდება ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული.
დღეს საწარმოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სტურმრობდა, სადაც საწარმოში „ცივის ყველი“ სამუშაო პროცესს გაეცნო.
მინისტრი საწარმოში ყველის მცირე მწარმოებლებს შეხვდა, სადაც დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ბატონი დავითმა მეწარმეებთან ქართული აგროწარმოების ზრდის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და მიღებულ შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ხარისხიანი პროდუქცია აქტიურად იმკვიდრებს ადგილს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც მთავარი მიზნის – ეკონომიკის გაძლიერების და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის საფუძველია.
დავით სონღულაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაერთი პროექტით სახელმწიფო ქართული ხარისხიანი, უვნებელი პროდუქციის წარმოების მხარდამჭერია.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ სოფლის განვითარების სააგენტო 10 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და აგრობიზნესში ჩართული პირების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს.