სამყურა, წითელი სამყურა, თეთრი სამყურა, ფაცელია, მდოგვი
სამყურა
(ლათ. Trifolium) პარკოსანთა ოჯახის ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. სახეობის მიხედვით ყვავილი ძირითადად წითელი, თეთრი, ყვითელი ან ვარდისფერია, სამყურა კარგი თაფლოვანი მცენარეა და შესაძლებელია შეგროვდეს ნექტარი 100 კგ-მდე – 1 ჰ-ზე.
ფესვები მთავარღერძიანია, რომლის მეშვეობითაც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, გარდა ამისა მათზე დიდი რაოდენობით ვითარდება აზოტის შემთვისებელი ბაქტერიები (Rhizobium leguminosorum ან Bacillus radicicola), რომლებიც ჰაერში არსებულ აზოტს აწვდიან მცენარეს ადვილად შესათვისებელი ფორმით და ამდიდრებენ ნიადაგს აზოტოვანი შენაერთებით. სწორედ ამ თვისების გამო სამყურა შეუცვლელია ორგანულ სოფლის მეურნეობაში და აზოტის ორგანული ფორმის მთავარ წყაროდ გვევლინება.
სამყურის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობაში, მისი მწვანე მასა მაღალი ყუათიანობით გამოირჩევა, შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინს (12-15%) და საუკეთესო საკვებია ყველა სახის ცხოველისთვის,
წითელი სამყურა
თესვის ნორმა 25 კგ ჰა, შერეულად თესვისას 12 კგ ჰა;
თესვის დრო- გაზაფხული- შემოდგომა;
თესვის სიღრმე 1-2 სმ.
თეთრი სამყურა
თესვის ნორმა-12-15 კგ, შერეულად თესვისას 10 კგ;
თესვის დრო- გაზაფხული-შემოდგომა;
თესვის სიღრემ 1-2 სმ.
ფაცელია
ერთწლიანი თაფლოვანი მცენარე, ივითარებს დიდი რაოდენობით მწვანე მასას, ყინვაგამძლე. აუმჯობესებს ნიადაგის თვისებებს, ამდიდრებს კალიუმითა და აზოტით, ხელს უწყობს აერაციის გაუმჯობესებას. სიდერატად გამოყენებისას მკვეთრად უმჯობესდება ნიადაგის ხარისხი, იცვლება ნიადაგის არის რეაქცია, ამცირებს მჟავიანობას. ყვავილობის გრძელი პერიოდის გამო საუკეთესო მცენარეა ფუტკრებისათვის, იზიდავს დამამტვერიანებლებს და აფრთხობს პარაზიტებს. ამცირებს ნემატოდების განვითარებას ნიადაგში.
თესვის ნორმა- 10-12 კგ/ჰა ;
გვიან თესვისას 16 კგ/ჰა;
თესვის დრო-ივნისიდან სექტემერის ჩათვლით;
თესვის სიღრმე – 2 სმ , რეკომენდირებულია კარგად დამუშავებული, წვრილკოშტოვანი ნიადაგი, (სავალდებულოა ჩათესვის სიღრმის დაცვა, გაღივებისთვის საჭიროებს სიბნელეს).
მდოგვი
ჯვაროსანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარე (გვარები: Sinapis და Brassica), მისი როლი ორგანული სოფლის მეურნეობაში ძალიან დიდია, კერძოდ ის საუკეთესო მფარავი კულტურაა, იცავს ნიადაგს ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიისგან, შესაძლებელია მწვანე მულჩად გამოყენებაც. ფესვებსა და ღეროში აზოტის მაღალი შემცველობის გამო საუკეთესო სიდერატია, ყვავილობის პერიოდში მისი ჩაკეპვა ნიადაგს ამდიდრებს საკვები ნივთიერებებით. გამოიყენება ნემატოდებისა და სხვა მავნე ორგანიზმებთან ბრძოლაში, ასუფთავებს ნიადაგს ფიტოფტორისაგან. ასევე შესაძლებელია მისი როგორც თაფლოვან მცენარის კულტივაციაც.
თესვის ნორმა – 20-25 კგ/ჰა;
თესვის დრო- გაზაფხულიდან-შემოდგომის ჩათვლით თესვის სიღრმე-2-3 სმ.
„აგრო სახლი“