სამთო მიწათმოქმედება – სოფლის მეურნეობის განვითარების მყარი რესურსი

სამთო სოფლის მეურნეობის განვითარება ყველა მთიანი ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებაა, ვინაიდან იგი მსოფლიო მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რე-ზერვია. გარდა აღნიშნულისა კაცობრიობის დღევანდელი განვითარების დონე იძლევა მთიანი ზონების ათვისების საშუალებას, კერძოდ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, მსოფლიო ინტეგრაციული პროცე-სების სწრაფი განვითარება და საბაზრო ეკონომიკის მოტივაციები და მოთხოვნები, რომლებიც ეყრდ-ნობა ადგილობრივი ბუნებრივ-ეკონომიკური პირობებისა და მთელი ეკონომიკურ-ტექნოლოგიური გა-რემოს გამოყენების რაციონალიზაციის პრინციპებს, ტერიტორიული ორგანიზაციის სრულყოფის მოთხოვნებს და ამის შესაბამისად საწარმოო-რესურსული პოტენციალის რეგულირებას.

საქართველო მთიანი ქვეყანაა, აქ დაბლობებს უკავია მთელი ტერიტორიის 13%, მთისპირა ფერდო-ბებს — 33%, ხოლო მთებს — 51%. ჩვენში დასამუშავებელი ფართობების 50% მდებარეობს ზღვის დონი-დან 500 მეტრზე, ხოლო 1000 მ-ზე ზევით — 32%. ამიტომ, საქართველოში სამთო მიწათმოქმედების პრიორიტეტული პრობლემის შესწავლის აქტუალობა და მიზანშეწონილობა განპირობებულია აგრეთვე მსოფლიო გლობალიზაციის მოთხოვნებით, რომლის თანახმადაც მასშტაბურად დგება საკითხი წარმოე-ბის ოპტიმიზაციის რაციონალიზაციის, ინტეგრაციისა და მისი უზრუნველყოფის ეკონომიკური მექანიზ-მის, სამეურნეო რისკით გამართლებული და შეწონასწორებული გამოყენების, საგარეო-ეკონომიკური კავშირების განვითარებისა და მასში თითოეული რეგიონის პროპორციული ჩართვის, მოხმარების არეა-ლის გაფართოებისა და ეფექტური გაჯერების შესახებ. ყოველივე ამან უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური და უსაფრთხო ეკონომიკური ზრდა.

ამ პრიორიტეტული პრობლემის დამუშავების საჭიროება საქართველოში განსაკუთრებული აქტუა-ლობითა და სიმწვავით დადგა დღევანდელ ეტაპზე. მით უმეტეს, რომ საქართველო მცირე მიწიანობით ხასიათდება, ჩვენთან სახნავი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 25,8% იკავებს, სათიბ-საძოვრები კი 65%-ზე მეტს.

აღსანიშნავია სამთო რეგიონების გამოყოფა ვერტიკალური ზონალობის მიხედვით (700-დან 4000 მეტ-რამდე), მათი გადაადგილების ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე.

საქართველო ხასიათდება ბუნებრივი და სამეურნეო პირობების დიდი თავისებურებებით. მკვეთრად გამოხატული ვერტიკალური ზონალობა, შედარებით მცირე ტერიტორიაზე განსაზღვრავს გეომორფო-ლოგიური ელემენტების განსაკუთრებულ სხადასხვაგვარობას. ასე მაგალითად, საქართველოში ტერი-ტორია ზღვის დონიდან შემდეგნაირად ნაწილდება: 500 მ-მდე მდედბარეობს მთელი ტერიტორიის — 26.7%; 500-დან 1000 მ-მდე — 21,7%; 1000 დან 1500 მ-მდე — 19,1%;  1500 დან 3000 მ-დე — 31,5%;  3000-ზე ზევით — 1,5%.

ამის შედეგად ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით მოდის მხოლოდ 0,66 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული და  0,17 ჰა სახნავი, რაც შესაბამისად 3-4 ჯერ და 5-6 ჯერ ნაკლებია ვიდრე რუსეთში, უკრაინაში და ბელორუსიაში.

ასეთი პირობები მნიშვნელოვან და გადაუდებელ ამოცანებს სახავს სოფლის მეურნეობის წინაშე. მიწის შეზღუდულობას უნდა დაუპირისპირდეს ინტენსიფიკაციის ფაქტორების სრული და მაღალი უკუგებით გამოყენება, ამის შესაბამისად ყოველი ჰექტარი სავარგულის ღალიანობის ზრდა, ყველა რესურსისა და საშუალების ეფექტიანობის ამაღლება.

საქართველო სამთო სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანაა, რამეთუ მის საკმაოდ მცირე ტერიტორიაზე გვხვდება ბუნებრივ-ეკონომიკური პირობების დიდი მრავალფეროვნება. კერძოდ: ნიადაგებისა და კლიმატის თითქმის ყველა ტიპი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მთელი მსოფლიოში მხოლოდ საქართველოს ერთ-ერთ მთიან ზონაში გვხვდება მთის შავმიწა ნიადაგები, რაც უნიკალური შემთხვევაა. უნიკალური მოვლენაა ისიც, რომ საქართველოში მუდმივთოვლიანი მთები შავი ზღვის თბილი სანაპიროებიდან არ არის შორს. ზღვიდან, ამ მთებამდე მოსახვედრად საბაგირო გზით მხოლოდ ნახევარი საათია საჭირო, შვეულმფრენით კი უფრო ნაკლები. მცირე ტერიტორიაზე, ზღვაზე ცურვისა და სამთო-სათხილამურო სპორტის შენაცვლება იშვიათობაა მსოფლიოში.

ამჟამად სამთო მასივებიდან კულტურულ მცენარეებს უკავიათ მისი უმნიშვნელო ნაწილი. სამთო მა-სივების შემდგომი გაფართოვება სახნავი მიწების მნიშვნელოვანი გაზრდის და მასზე მტკიცე საკვები ბაზის შექმნის საშუალებას იძლევა.

საერთოდ, სოფლის მეურნეობის მთელი სიტუაციური ანალიზიდან დასტურდება ამ დარგის არასწორი გზით დაუსაბუთებელი განვითარება, დიდი დისპროპორციები და არსებული საწარმოო რესურსების უყაირათო გამოყენება (ექსპერტთა შეფასებით სოფლის მეურნეობაში ამჟამად, საწარმოო-რესურსული პოტენციალი დაახლოებით 50%-ით გამოიყენება, სამთო რაიონებში კი — უფრო ნაკლებით), აუცილებელს ხდის დამუშავდეს მეცნიერული რეკომენდაციები, მისი თითოეული რეგიონის ეკონომიკურ-ტექ-ნოლოგიური სისტემის მკაცრად მიზნობრივი გამოყენების თვალსაზრისით.

საბაზრო ეკონომიკაზე ქვეყნის გადასვლამ შეაფერხა არამარტო მეცნიერული მიღწევების წარმოება-ში დანერგვა, არამედ, სოფლად ახალი ტიპის სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, მ.შ. მანამდე სრული-ად უცხო ფერმერული მეურნეობების დასაბუთებული ფორმირება და ფუნქციონირება, ადგილობრივი რესურსული (საწარმოო) პოტენციალის უდანაკარგო და ეფექტიან გამოყენება, გაძნელდა მათთვის სწორი საწარმოო მიმართულების მიცემა, რაც უზრუნველყოფდა მდგრად განვითარებას.

ყოველივე ამან წარმოქმნა დიდი წინააღმდეგობები და შეფერხებები სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში და ქვეყნის, განსაკუთრებით სოფლის ღარიბი ფენის სურსათით თვითუზრუნველყოფისათვის, გააუარესა მათი სოციალური მდგომარეობა, გამოიწვია უარყოფითი მიგრაციული პროცესები.

ეს გამოკვეთილი ტენდენცია მოითხოვს ახლებურ, შესაბამის ეკონომიკურ — სოციალურ და თანამედროვე ტექნიკურ კრიტერიუმებზე დამყარებული გადაწყვეტილებების შემუშავებას, სასოფლო-სამეურ-ნეო წარმოების სტრუქტურული სრულყოფის, დარგობრივ-რეგიონული ეკონომიკის ოპტიმიზაციისა და რაციონალიზაციის, ახალი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების დანერგვის, საწარმოო-რესურ-სული პოტენციალის მ.შ. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მკაცრად მიზნობრივი გამოყენების, მარკე-ტინგული მოთხოვნების შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაციის (დარგობრივი სტრუქტურის) დაზუსტებისა და დახვეწის, გამართულ მენეჯმენტზე დაყრდნობით ადგილობრივი-რაიონული და მთელი ქვეყნის საბაზრო სეგმენტების საკუთარი წარმოების სასურსათო პროდუქტებით მაქ-სიმალურად გაჯერების ამოცანის გადაწყვეტას და ყოველივე ამის შესაბამისად ინსტიტუციონალური სისტემისა და ეკონომიკური მექანიზმის, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული სრულიად ახალი, პროგრესული მოდელის დამუშავებას, რაც სისტემატიურად უნდა იხვეწებოდეს და ზუსტდებოდეს.

ამ პრობლემის მეცნიერულად დასაბუთებულმა გადაწყვეტამ ხელი უნდა შეუწყოს სოფლის მეურნეო-ბის, მათ შორის სამთო მიწათმოქმედებისა და სამთო მეცხოველეობის ეკონომიკური ზრდის, რესურ-სების პოტენციალის ეფექტიან გამოყენებისა და ლოგიკურად, სასურსათო პროდუქტებით თვითუზ-რუნველყოფის პრიორიტეტული, სახელმწიფოებრივი ამოცანის წარმატებით გადაჭრას, შესაბამისად კი საგარეო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას და საქართველოს მსოფლიო ინტეგრირებულ პროცე-სებში სტაბილურად ჩართვას.

მსოფლიოში, სამთო რეგიონების უნიკალური ქსელი არსებობს, რომლებიც ხასიათდება ბუნებრივ-ეკონომიკური პირობების და განვითარების სპეციფიკური ფაქტორების დიდი მრავალფეროვნებით. შეიმჩნევა კანონზომიერება, რომ ამ რეგიონებში კონცენტრირებულია ცალკეული სახეობის პროდუქციის წარმოება, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ადგილობრივი მოსახლეობის მოხმარებისათვის.

ჰიფსომეტრიული ნიშნისა და რელიეფის ხასიათის მიხედვით საქართველოში სამთო რაიონებს მიეკუთვნება მთელი ადმინისტრაციული რაიონების 30%. მათ შორის გამოკვეთილად მთიანი რაიონებია: ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, ახალგორის, ჯავის, წალკის, დმანისის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომის, ცაგერის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, მესტიის, ქედის, შუახევის და ხულოს რაიონები.

ჩატარებული საგანგებო გამოკვლევების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილია სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციის 13 ზონა და 8 ქვეზონა. აქედან 5 სამთო ზონაა.

სამთო ზონებში, ტერიტორიის დიდ ნაწილზე, ზღვის დონიდან სიმაღლის გამო ძირითადად გამო-რიცხულია ანდა, ძალზე შეზღუდულია მრავალწლიანი ნარგავების მოვლა-მოყვანა, განსაკუთრებით სუბტროპიკული კულტურებისა.

აღნიშნული ზონებისათვის დამახასიათებელია ბუნებრივი სავარგულების (სათიბ-საძოვრების) მაღალი ხვედრითი წილი (ზოგიერთ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 90% აღემატება) და წარმოების ინტენსიფიკაციის საკმაოდ დაბალი დონე.

სამთო და დაბლობი რეგიონებისათვის, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მკვეთრი განსხვავების ნათელსაყოფად მიზანშეწონილია მოვიტანოთ ტიპური მთიანი და დაბლობი ზონების დამახასიათებელი მაჩვენებლები, კერძოდ აღმოსავლეთ კავკასიონის სამთო მეცხოველეობის (IV ზონა), კახეთის სამრეწველო მევენახეობის (I ზონა), დასავლეთ საქართველოს სამთო მეცხოველეობის (IX ზონა) და კოლხეთის დაბლობის სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის (XI ზონა) ზონებისა.

მეოთხე ზონაში ბუნებრივი საკვები სავარგულები მთელი სავარგულების 94,9% იკავებს, სახნავი — 4,2%, მრავალწლიანი კულტურები — 0,7%. ანალოგიური მაჩვენებლები I ზონაში შეადგენს: 42,3%, 28,0%, 11,0%.

ცხადია, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ასეთი სტრუქტურა გავლენას ახდენს დარგობრივ სტრუქურაზეც. მაგ. IV ზონაში მეცხოველეობაზე მოდის სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის 80,7%, მემცენარეობაზე 19,3%; I ზონაში კი მემცენარეობაზე მოდის 69,9%, მ.შ. მევენახეობაზე-50,5%.

საშუალოდ საქართველოში, მთიან ზონებში მეცხოველეობაზე მოდის 63,1%, მ.შ. მსხვილფეხა რქოსან მესაქონლეობაზე-47,5%. მემცენარეობის დარგებიდან უპირატესად განვითარებულია გვიანი მეკარტოფილეობა, მეხილეობა, ნაწილობრივ მევენახეობა.

მკვეთრად განსხავდება ერთმანეთისაგან აგრეთვე წარმოების ინტენსიფიკაციის დონის მაჩვენებლები. IV ზონაში 1 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე ძირითადი საწარმოო ფონდების მოცულობა საქართველოს საშუალო მაჩვენებლის მხოლოდ 12.2%-ია. კიდევ უფრო დიდია განსხვავება IX და X ზონე-ბის შედარებისას. ამ შემთხვევაში, 1 ჰა სავარგულზე ძირითადი საწარმოო ფონდების ღირებულების მიხედვით ვარიაციის დიაპაზონი შეადგენს 1:28, მთლიანი პროდუქციის მიხედვით კი 1:38.

საქართველოს მთიანი რეგიონების უმეტესობაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაციის დონე არ არის მაღალი და შეადგენს 0,20-0,25, მაშინ როდესაც ღრმა სპეციალიზაციისთვის დამახასიათებელია 0,60 ზე მეტი სიდიდის კოეფიციენტი. თუმცა, ყაზბეგისა და ზოგიერთ სხვა რაიონში წარმოების სპეციალიზაცია საკმაოდ მაღალია, რადგან ადგილობრივი ბუნებრივი პირობები არ იძლევა ბევრი დარგის განვითარების საშუალებას. ამიტომ იქ იწარმოება მეცხოველეობის მხოლოდ ორი-სამი სახის პროდუქცია.

საერთოდ, პოსტსაბჭოთა სივრცის სამთო რეგიონებში ფართოდ არის გავრცელებული მეცხვარეობა-მესაქონლეობის მიმართულების საწარმოები. მაგალითად, დაღესტანში, ყირგიზეთის ისიკყულისპირა ზონაში, სომხეთის ცენტრალურ და ზანგეზურის ზონებში, უკრაინის ამიერკარპატეთში. ამ რეგიონებში ეს ორი დარგი იძლევა სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის უმეტეს ნაწილს.

მთიანი მხარის ბევრ რაიონში განვითარებულია მეხორცულ-მერძეული მესაქონლეობა (საქართველოს აღმოსავლეთ კავკასიონის სამთო მეცხოველეობის ზონა). ეს დარგი, სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის 70%-ზე მეტს იძლევა.

საქართველოში მეცხოველეობა ძირითადად ორი მიმართულებით ვითარდება. დაბლობ ზონებში (განსაკუთრებით საგარეუბნო რაიონებში) გაადგილებულია მერძეულ – მეხორცული, მთიან ზონებში კი მეხორცულ – მერძეული სამომთაბარო მესაქონლეობა.

საქართველოს მთიანეთისათვის ერთ-ერთი სპეციფიკური საწარმოო მიმართულებაა სატყეო-სამომ-თაბარეო მეღორეობა, თუმცა მთიან რაიონებში ნაკლებად იყენებენ ტყის დიდ მასივებს მეცხოველეობის ამ დარგის განვითარებისათვის. ცხოველთა საკვებად წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ ველურად მოზარდი ტყის ჯიშების ნაყოფი.

ამის გარდა, მეცხვარეობის შემდგომი განვითარება საშუალებას იძლევა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ალპური და სუბალპური საძოვრების საკვები რესურსები, რომლებიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 65%-ზე მეტს იკავებს.

მთის რაიონების მიწის სავარგულების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მიტოვებულია და ექსტენსიურად გამოიყენება, რაც თავისთავად დიდ დანაკარგს იწვევს. ამასთან სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს ის, რომ სათიბ-საძოვრების პროდუქტიულობა უკიდურესად დაბალია და მათი სწორი ექსპლუატაციის საქმეს კი გაუმჯობესების პირი ნაკლებად უჩანს. არადა, სწორედ ეს სავარგულებია დიდი რეზერვი და საშუალება, რომელმაც უნდა შეგვაძლებინოს მეცხოველეობის საკვები ბაზის განმტკიცება და ამ დარგის ჩამორჩენის დაძლევა.

მომავალში, მთიან ზონებში წარმატებით უნდა განვითარდეს საგვიანო მეკარტოფილეობა. მაგალითად, სომხეთის ჩრდილოეთ აუზში და საქართველოს მთიანეთში რეკომენდებულია მესაქონლეობა-მეცხვარეობა-მეკარტოფილეობის მიმართულების მეუნეობების განვითარება.

ბევრ მთიან რაიონში მაღალი ჰიფსომეტრიული მდებარეობის, დიდი დახრილობის ფერდობებისა და მიწის სავარგულების დანაწევრების გამო მთელი ტერიტორიისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი სრულად არ მონაწილეობს სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, იზღუდება უნივერსალური მექანიზაციის საშუალებების გამოყენებაც. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად ამცირებს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისა და მისი ეფექტიანობის ამაღლების შესაძლებლობებს, შესაბამისად ეკონომიკის დონესაც.

სამთო სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით ყურადღება უნდა გამახვილდეს ერთ სპეციფიკურ გარემოებაზე. როგორც მეცნიერთა მიერ არის დადგენილი, გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ნორმალურ მუშაობას უზრუნველყოფს მხოლოდ 12ო-მდე დაქანების ფერდობებზე. ამ და სხვა მიზეზების (ეროზიიის გაძლიერება) გამო მიზანშეწონილი არ არის უფრო მეტი დაქანების ფერ-დობებზე სათოხნი კულტურების გაადგილება. ამის მიუხედავად, ეს წესი ყველგან როდია დაცული.

მაგალითად, სახნავის ფართობი v°-ზე ნაკლები დახრილობით საქართველოში შეადგენს 62,9%, აზერბაიჯანში-61,1%, სომხეთში-50,2%, უზბეკეთში — 82,7%, თურქმენეთში-36,4%. ამის შესაბამისად გარკვეულწილად უნდა შემცირდეს სათოხნი კულტურების ფართობები დიდი დახრილობის ფერდობებზე.

ზემოთ თქმულიდან და სათანადო ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ საბაზრო ურთიერთობათა ჩამოყალიბების პირობებში გარკვეული საშიშროება იქმნება სამთო ტერიტორიების სამეურნეო გამოყენების არაკონტროლირებადი პროცესების ფორსირებულად განვითარების თვალსაზრისით, რაც არ არის დაბალანსებული სამთო რეგიონების ათვისების მეცნიერულად დასაბუთებული სტრატეგიით, ტაქტიკითა და კონტროლის მექანიზმებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეკოსისტემის კატასტროფები, რასაც ემატება მოსახლეობის მიგრაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და მეცნიერულად დასაბუთებული პროგრამის შექმნა, რომლის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვა, სამთო რეგიონების სამეურნეო პოტენციალის რაციონალურად გამოყენება, მთის მოსახლეობის მიგრაციული პროცესების რეგულირება, მათი სოციალურ-ეკონომიკური, განათლებისა და კულტურული პირობების ამაღლების ღონისძიებების შემუშავება.

მთის პრობლემების შესწავლის, ანალიზისა და გადაჭრისათვის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პრიორიტეტები და მექანიზმები, შეიძლება განისაზღვროს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

— სამთო ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვისათ-ვის ძირითად კრიტერიუმთა სისტემის დამუშავება;

— სამთო რეგიონის სამეურნეო პოტენციალის რაციონალურად გამოყენების ძირითადი მიმართულებე-ბის შემუშავება;

— მთის მოსახლეობის მიგრაციული პროცესების რეგულირება, მათი ეკონომიკური, სოციალური, გა-ნათლების და კულტურული დონის ამაღლების ღონისძიებათა სისტემის შემუშავება.

სამთო რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების უმნიშვნელოვანეს მიმარ-თულებას აგრარული სექტორის განვითარება წარმოადგენს, რომელიც თანმხვედრია კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მთიანი რეგიონის პრობლემებთან, თუმცა ტრადიციების, განვითარების პრიორიტეტებიდან და სხვ. გამომდინარე განსხვავებული მიდგომებიც იქნება.

agronews.ge