აგროსიახლეები

საფრანგეთის ორგანული ბაზარის მოცულობა 13 მილიარდ ევრომდე გაიზარდა

საფრანგეთის ორგანული ბაზარის მოცულობა, პირველად ისტორიაში, 13 მილიარდ ევროს მიუახლოვდა, ხოლო ბოლო ხუთ წელიწადში ორგანული   სასოფლო სამეურნეო  პროდუქციის საწარმოებელი მიწები  გაორმაგდა.

Agence Bio-ს ახალი ანგარიშის მიხედვით საფრანგეთის ორგანულმა ბაზარმა, 2020 წელს პირველად მიაღწია 13 მილიარდ ევროს. ანგარიშში ასევე ნაჩვენებია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების ფართობები 2 -ჯერ გაიზარდა, რაც მიგვითითებს, რომ რეალიზებული ორგანული საკვების 2/3 ადგილობრივი წარმოებისაა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, საფრანგეთში ორგანული მეურნეობების ფართობების ზრდის ტენდენცია დადებითია, რაზეც მოხმარებისა და წარმოების ზრდაც მეტყველებს.

2020 წლისთვის, ორგანული მეურნეოებებში საფრანგეთში 53.255 ფერმერია ჩართული ანუ ფრანგი ფერმერების დაახლოებით 12%. ორგანული მიწის ნაკვეთები ბოლო 5 წელში გაორმაგდა და მიაღწია 2.55 მილიონ ჰექტარს, რომელიც საფრანგეთის სამიწათმოქმედო ფართობების 9.5%-ია. ეს შედეგები საფრანგეთს ერთ- ერთ მნიშვნელოვან ორგანულ მწარმოებლად აქცევს ევროპაში.

ორგანულ-სერტიფიცირებული წარმოების ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მინდვრის კულტურები (+29%), ვენახები(+22%), ბოსტნეული (+16%), არომატული, სამკურნალო და სურნელოვანი მცენარეები(+16%).

ამასთანავე, რეგიონებში, რომლებიც ისტორიულად ნაკლებად ეწეოდნენ ორგანულ მიწათმოქმედებას (Grand-Est, Hauts-de-France, Center-Val de Loire, Bourgogne-Franche-Comté, Reunion, Guadeloupe, Mayotte and Île-de-France), 2019 წელთან შედარებით ორგანული ნათესების ფართობები 15%-ით გაიზარდა.

2020 წლისთვის, დაახლოებით სამი ორგანული ფერმერიდან ერთი მეცხოველეობას ეწევა (17.204 მეცხოველე). მათ შორის, 2456 მეცხოველე ორგანულ მეურნეობებში ახალბედაა. განსაკუთრებულად განვითარდა მეფუტკრეობის სექტორი (სერტიფიცირებულია ორგანული სკების 26 %)  მეფრინველეობის( სერთიფიცირებული ორგანული მეურნეობის 13%) და მეთხევეობის( მეურნეობის 40%) მიმართულებები.

სექტორის დადებითი ტენდენციები სწრაფად აისახა დასაქმების მიმართულებითაც. ერთ წელში, ორგანულს სექტორში დასაქმება გაიზარდა 12%-ით, წარმოებიდან დისტრიბუციის ჩათვლით.

ორგანული სექტორი ახლა წარმოადგენს 200,500 პროფესიონალ ადგილობრივს,  რომელიც შემდეგ მიმართულებებად ნაწილდება – აგროკულტურული ნაწარმი(128.345), გადამუშავება(26,639), საბითუმო ვაჭრობა(2,360), საცალო ვაჭრობა(40,900) და მომსახურება(2300).

ფრანგების მიერ მოხმარებული საკვები პროდუქტების 6.5% ორგანულია.

2020 წელს ორგანულმა ბაზარმა პირველად გადააჭარბა 13 მილიონ ევროს. გერმანიის შემდეგ, საფრანგეთი ევროპის საბაზრო სექტორში მეორე ადგილს იკავებს. გარდა ამისა, ორგანული პროდუქტების წილი, რომლის 2/3 ადგილობრივი წარმოებისაა, 12,3% – ით გაიზარდა და 2020 წელს 6.5%-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი საფრანგეთს გერმანიასთან მნიშვნელოვნად აახლოებს და შესაძლოა ითქვას, მის გვერდითაც აყენებს.

პანდემიის პერიოდში თითქმის ყველა სავაჭრო სფერომ ზრდა აჩვენა. განსაკუთრებით, გაყინული საკვების (+30%) და ლუდის (+30%). ერთადერთი, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამოქვეითდა, სარესტორნო მომსახურებაა, რაც, თავისთავად, კოვიდ რეგულაციებმა და პანდემიის კრიზისმა გამოიწვია.

Agence Bio-ს თქმით, ორგანული პროდუქტების მოხმარების ზრდა ზოგადი ტენდეციის ნაწილია, გამოწვეული კოვიდ პანდემიით. აქვე აღვნიშნავთ, რომ მსოფლიო საკვების ბრუნვა პანდემიის პერიოდში დაახლოებით 37%-ით გაიზარდა.

2