აგროსიახლეები

საქართველო სუფრის ყურძნის იმპორტთან ერთად ექსპორტსაც ზრდის

წლეულს საქართველომ სუფრის ყურძნის იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება.
2025 წლის პირველ 8 თვეში ქვეყანამ 4 110 ტონა სუფრის ყურძენი შეიძინა, რომლის საერთო ღირებულებამ 5,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმპორტის მოცულობა _ 101,3%-ით, ხოლო ღირებულება — 76,3%-ით გაიზარდა.

საქართველოში სუფრის ყურძნის ძირითადი იმპორტიორ ქვეყნებია:

  • უზბეკეთი – 2 327 ტონა, ღირებულება $3,05 მლნ;

  • სომხეთი – 1 007 ტონა, ღირებულება $906,9 ათასი;

  • ირანი – 351,6 ტონა, ღირებულება $596,1 ათასი;

  • ნიდერლანდები – 131,6 ტონა, ღირებულება $457,3 ათასი;

  • თურქეთი – 276 ტონა, ღირებულება $401,4 ათასი.

მნიშვნელოვანია რომ იმპორტის ზრდასთან ერთად,  ქართული სუფრის ყურძნის ექსპორტშიც დადებითი ტენდენცია შეინიშნება.
თუ 2024 წელს ექსპორტის მოცულობა 40,7 ტონას ($108,3 ათასი) შეადგენდა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი _ 97,3 ტონამდე გაიზარდა, ექსპორტირებული ყურძნის საერთო ღირებულებამ 239 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

ქართული სუფრის ყურძნის ექსპორტის მთავარი ბაზარი ისრაელია.

წყარო: EastFruit