აგროსიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობა _ მემცენარეობა, 2019 წლის წინასწარი მონაცემები

წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ხორბლის წარმოებამ 102.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 4.3 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 5.7 პროცენტით შემცირდა და 54.4 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 205.9 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 6.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. კარტოფილის წარმოება 12.2 პროცენტით შემცირდა და 208.6 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2019 წლის განმავლობაში წარმოებულია 162.1 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 14.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

სრულად იხილეთ აქ: https://www.geostat.ge/media_2019.pdf

ვიდეორგოლში ასახულია ✅საქართველოს სოფლის მეურნეობა 2019 წელი 🌱🌿იხილეთ წინასწარი მონაცემები მემცენარეობის შესახებ📊

Gepostet von სტატისტიკის ეროვნული სამსახური / National Statistics Office of Georgia am Donnerstag, 16. April 2020