აგროსიახლეები

საქართველოს თვეში დაახლოებით 30 ათასი ტონა ფქვილი სჭირდება, რამ გამოიწვია გაძვირება?

როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია აცხადებს ფქვილზე სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის მიზანია მასობრივი მოხმარების პურზე ფასის შენარჩუნება და სახელმწიფოს სუბსიდირება თვეში მხოლოდ 10 ათას ტონა ფქვილზე მოქმედებს (რაოდენობა, რაც საჭიროა მასობრივი მოხმარების პურის გამოსაცხობად) და ითვალისწინებს იმ პურის ქარხნებზე და საცხობებზე ფიქსირებულ 53 ლარად პირველი ხარისხის ფქვილის მიწოდებას, რომელებიც აწარმოებენ მასობრივი მოხმარების პურს.

გამარჯვებული წისქვილკომბინატები გამოვლინდება 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის მიწოდებაზე ინტერესთა გამოხატვის და ჩატარებული სატენდერო კონკურსის შედეგად სახელმწიფოსაგან ყველაზე ნაკლები სუბსიდირების მოთხოვნის პრინციპით.

პურის ქარხნების და საცხობების სია რომელსაც უნდა მიეწოდოს ფქვილი წარმოდგენილია „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ მიერ.

დარჩენილ, დაახლოებით 20 ათასი ტონა ფქვილზე მათ შორის პირველი და უმაღლესი საკონდიტრო ხარისხზე არ მოქმედებს სუბსიდირების პროგრამა, შესაბამისად აღნიშნული ფქვილი ბაზარზე წარმოდგენილი იქნება ჩვეულებრივად თავისუფალი საბაზრო ფასებით.

იმის გამო რომ წისქვილკომბინატი არის კერძო, კომპანიები და ჩვეულებრივად საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით მოქმედებენ და მათზე ისეთივე საბაზრო მექანიზმები ზემოქმედებს, როგორიც სხვა დანარჩენ ინდუსტრიებზე, რომელთაც პროდუქციის ფასის მხრივ იძულებითი სერიოზული ცვლილებები განახორციელეს.

სამწუხაროდ ანალოგიურად წისქვილკომბინატებისთვის ნედლეულის გაძვირების გამო, რჩებოდა მხოლოდ ორი არჩევანი:

1.გაეძვირებინათ პროდუქცია ანუ ფქვილი და გაეგრძელებინათ მუშაობა, რაც გააკეთეს კიდევაც;

2. საწარმოო კრიზისის პირობებში გაეგრძელებინათ მუშაობა გარკვეული პერიოდის შემდეგ მთლიანად გაჩერებულიყვნენ და დაეთხოვათ თანამშრომლები, რაც როგორც ქვეყნისათვის, ასევე ინდუსტრიისთვის კიდევ უფრო დიდი დარტყმა იქნებოდა!

საქართველოში ფქვილის გაძვირების მიზეზები:

– საქართველოში სექტემბრიდან დაწყებული ხორბლის ფასი მუდმივად მზარდია და ხასიათდება აღმავალი ტრენდით . 200 $/ტონა-დან დაწყებული ყოველი შემდგომი შემოტანა დაახლოებით 12-15$-ით ძვირი იყო წინა შემოტანილ პარტიებთან შედარებით, შესაბამისად დღეს არსებული ხორბლის ფასი 25-30% -ით მეტია სექტემბრის ფასთან მიმართებაში და შეესაბამება 270 $/ტონა ნიშნულს აქედან გამომდინარე ფქვილზე ფასები შესაბამისად საგრძნობლად მომატებულია.

1. მსოფლიო 8 ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყნებიდან (აშშ, არგენტინა , კანადა, ავსტრალია, ევროკავშირი, რუსეთი, უკრაინა ყაზახეთი) 6 ქვეყანაში დაფიქსირდა მოსავლის და შესაბამისად საექსპორტო პოტენციალის სერიოზული შემცირება.

რუსეთში და ავსტრალიაში დაფიქსირებულმა საკმაოდ მაღალი მოსავალმა დანარჩენი 6 ქვეყნების პრობლემები ვერ დააბალანსა, შედეგად ბოლო პერიოდში მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასების რეკორდული ნიშნულები ფიქსირდება.

2.მსოფლიოში „კოვიდ -19“-ის ახალი ტალღის მოლოდინის შედეგად შესყიდვები გაზრდილია საშუალოს 30 % ით, რაც კიდევ უფრო ძლიერად მოქმედებს მოთხოვნა მიწოდების ბალანსზე და ძაბავს მსოფლიო ხორბლის ფასებს.

3.რუსეთმა, რომელიც დღეის მდგომარეობით მსოფლიოში პირველი ხორბლის ექსპორტიორია და 124 ქვეყანაში ყიდის ხორბალს, უკვე მეორედ წლის განმავლობაში განაცხადა ახალი წლიდან ექსპორტზე კვოტირების შესახებ, რაც დიდი ალბათობით გამოიწვევს ანალოგიური სახის ღონისძიებების გატარებას სხვა ქვეყნების მიერ და კიდე უფრო დაძაბავს ბალანს.

4 . შეიცვალა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, რაც კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია იმპორტირებული ხორბლის ფასზე ზემოქმედებისა.