აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TV

კივის სწორად გასხვლას მის მოსავლიანობაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

კივის კარგი მოსავლის მისაღებად რა ფაქტორების ერთობლივობაა საჭირო:

1. ნიადაგის სტრუქტურა, როგორი ჰუმუსია, რით იკვებება მცენარე და ა.შ. 

2. რა დანამატებს ვიყენებთ ნაყოფის მცენარის მოსავლელად, ნიადაგის გასანოყიერებლად.

3. ერთ-ერთი მთავარი ოპერაცია კი კივის ვარჯის ფორმირებაა, ის თითქმის ერთადერთი მცენარეა, რომელსაც ზედმიწევნით სწორად გასხვლა სჭირდება. თუ კივის სწორად არ გავსხლავთ, ჩათვალეთ, რომ შედეგს ვერ მიიღებთ. ფერმერები უმეტესად სწორედ აქ უშვებენ შეცდომას, ამიტომ კივის მოვლა-მოყვანის ღონისძიებებში გასხვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

როგორ გავსხლათ კივი? ყურადღებით უყურეთ ვიდეფილმს, სადაც გამოცდილი ფერმერი გია რომანიძე კივის სწორ გასხვლასთან ერთად ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით ამ მეტად საინტერესო კულტურის შესახებ.