დარგებიმედიამემცენარეობამეფრინველეობამეცხოველეობასტატიები

საქართველოს წითელი წიგნი _ იშვიათ და გადაშენების პირას მისული მცენარეებ და ცხოველები

 

 წითელი წიგნი არის იშვიათ და გადაშენების პირას მისულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების სია, მათი თანამედროვე მდგომაორების მოკლე დახასიათებით. არსებობს წითელი წიგნის საერთაშორისო, ნაციონალური და ადგილობრივი ვარიანტი.
წიგნის შექმნის იდეა მე-20 საუკუნის I ნახევარში გაჩნდა. მისი ინიციატორი იყო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი, რომელიც 1949 წელს შეუდგა ინფორმაციის მოპოვებას მცენარეთა და ცხოველთა იშვიათ სახეობათა შესახებ. 1966 წელს უკვე მომზადდა პირველი გამოცემები ძუძუმწოვრებისა და ფრინველების იშვიათი სახეობების შესახებ.

წითელი წიგნი, ისევე როგორც წითელი სიები არ წარმოადგენენ იურიდიულ დოკუმენტებს და ატარებენ მხოლოდ რეკომენდაციულ ხასიათს. ის მოიცავს გლობალურ მაშტაბებს და მიმართულია რეკომენდაცია გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზეც ცხოველთა სცოცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აღნიშნული რეკომენდაციების მნიშვნელობა უზარმაზარია მსოფლიო მასშტაბით.

საქართველოში წითელი წიგნი 1982 წელს გამოიცა. მისი I ნაწილი მოიცავს იშვიათ ცხოველებს, II ნაწილი – მცენარეებს, III ნაწილი – არაორგანული ბუნების ძეგლებს.

1994 წელს „ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის“ (IUCN) საბჭომ მიიღო წითელი ნუსხის ახალი სისტემა და ახალი კრიტერიუმები, რომელთა გამოყებენაც ძალიან ფართოდ დაიწყეს სხვადასხვა სამთავრობო თუ არა სამთავრობო ორგანიზაციებმა. IUCN მსოფლიოს პირველი გლობალური გარემოს დაცვითი ორგანიზაციაა. ის 1948 წელს დაარსდა და ამჟამად მასში 1200 ორგანიზაციაა გაერთიანებული, რომლითაც მსოფლიოს უდიდეს კონსერვაციულ ქსელს ქმნის. IUCN-ის მთავარ მიზანს მსიოფლიო ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება წარმოადგენს.

ამგვარმა ფართო და მრავალჯერადმა გამოყენებამ ცხადყო ზოგიერთი ცვლილებების შეტანის აუცილებლობაც და მსოფლიო კონსერვაციის კონგრესმა, 1996 წელს, სახეობათა გადარჩენის კომისიას მიანიჭა უფლებამოსილება განეხორციელებინა სისტემის გადასინჯვა. საბოლოოდ შემოღებული იქნა განახლებული სისტემა რომლის მიხედვითაც სახეობებს მიენიჭათ შემდეგი კატეგორიები:

EX – გადაშენებული;

 EW – ბუნებაში გადაშენებული;

 CR – კრიტიკულ საფრთხეში მყოფი;

 EN – საფრთხეში მყოფი;

 VU – მოწყვლადი;

 NT – საფრთხესთან ახლოს მყოფი;

 LC – საჭიროებს ზრუნვას;

 DD – არასრული მონაცემები;

 NE – არ არის შეფასებული.

წითელი ნუსხის შესახებ

 ამჟამად დედამიწაზე გამოყოფენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების 25 “ცხელ წერტილს”. მათ შორის ერთ-ერთი კავკასია, კერძოდ, საქართველოა. კავკასია ასევე 200 გლობალურ ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა: სახეობრივი მრავალფეროვნება, ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები და ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე.

საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს იცავს სახელმწიფო, შესაბამისი კანონმდებლობით. 2003 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხა’’ და „წითელი წიგნის’’ შესახებ.’’

კანონის ძირითადი მიზანია, საქართველოს „წითელი ნუსხისა’’ და „წითელი წიგნის’’ შედგენა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის და გამოყენების სამართლებრივი რეგულირება. დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, გადაშენების საფთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება.

საქართველოს, ისევე როგორც მთლიანად კავკასიის, ბიომრავალფეროვნება უკიდურესი საფრთხის წინაშე იმყოფება. ტყეების უმეტესი ნაწილი სახეცვლილია ადამიანის ზემოქმედების შედეგად. მაღალ მთაში გადაჭარბებული ძოვების გამო, თითქმის განადგურებულია ბუნებრივი მცენარეული საფარი და მიმდინარეობს ეროზიის პროცესი. ბუნებრივი მცენარეული საფარი შემორჩენილია თავისი ისტორიული არეალის მხოლოდ მცირეოდენ ნაწილში. საქართველოში ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი საფრთხეებიდან აღსანიშნავია: ბრაკონიერობა, ტყის მასივების გაჩეხვა, გადაჭარბებული ძოვება, მცენარეთა და ცხოველთა სახეობებით უკანონო ვაჭრობა, თევზის რესურსების გადამეტებული მოპოვება, მდინარეებისა და წყალჭარბი სავარგულების დაბინძურება. შედეგად, ადგილი აქვს ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელი გარემოს დეგრადირებას, სახეობათა რიცხოვნობის კლებასა და ეკოლოგიური პროცესების რღვევას – ყველაფერს ერთად კი მივყავართ ბიომრავალფეროვნების განადგურებისკენ. ამ სავალალო მდგომარეობის შედეგია, რომ საქართველოს ფაუნიდან 141 სახეობა შეტანილია წითელ ნუსხაში.

აქედან:

– 11 სახეობას მინიჭებული აქვს კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR);

 – 32 სახეობას – საფრთხეში მყოფი სტატუსი (EN);

 – 5 სახეობას – ეროვნულ დონეზე გადაშენებულის სტატუსი (RE);

 – 93 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია (VU).

 საქართველოს ფლორიდან 56 სახეობაა შეტანილი წითელ ნუსხაში, საიდანაც:

– 36 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის (VU) სტატუსი;

 – 18 სახეობას საფრთხეში მყოფის (EN) სტატუსი;

 – 2 სახეობას კი კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR).

წითელ ნუსხაზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს, ვინაიდან დროთა განმავლობაში სახეობათა მდგომარეობა იცვლება და წითელი ნუსხაც საჭიროებს ცვლილებების შეტანას.

საქართველოს წითელი ნუსხა

(გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ეს სია შესაძლოა არ შეესაბამებოდეს უახლეს მონაცემებს)

ფაუნა

 ძუძუმწოვრები:

სამხრეთული ცხვირნალა/Rhinolophus euryale Blasius;

 მეჰელის ცხვირნალა/Rhinolophus mehelyi Matschie;

 გრძელყურა მღამიობი/Myotis bechsteinii Kuhl;

 ევროპული მაჩქათელა/Barbastella barbastellus Schreber;

 თახვი/Castor fiber Linnaeus ;

კავკასიური თაგვანა/Sicista caucasica Vinogradov;

 ქლუხორის თაგვანა/Sicista kluchorica Sokolov, Kovalskaya, and Baskevich;

 ყაზბეგის თაგვანა/Sicista kazbegica Sokolov, Baskevich, and Kovalskaya;

 ბრუცა/Nannospalax nehringi Satunin;

 ნაცრისფერი ზაზუნელა/Cricetulus migratorius Pallas;

 ამიერკავკასიური ზაზუნა/Mesocricetus brandti Nehring;

 პრომეთეს მემინდვრია/Prometheomys schaposchnikovi Satunin;

 წითური მემინდვრია/Clethrionomys glareolus ponticus Schreber;

 მცირეაზიური მექვიშია/Meriones tristrami Thomas;

 პაწია თაგვი/Micromys minutus Pallas;

 ლელიანის კატა/Felis chaus Schreber ;

ფოცხვერი/Lynx lynx Linnaeus ჯიქი/Panthera pardus Linnaeus;

 ვეფხვი/Panthera tigris Linnaeus;

 აფთარი/Hyaena hyaena Linnaeus;

 წავი/Lutra lutra Linnaeus;

 ჭრელტყავა/Vormela peregusna Güldensthdt;

 თეთრმუცელა/Monachus monachus Hermann;

 მურა დათვი/Ursus arctos Linnaeus;

 ზღვის ღორი/Phocoena phocoena Linnaeus;

 აფალინა/Tursiops truncatus Montagu;

 ირემი/Cervus elaphus Linnaeus;

 ქურციკი/Gazella subgutturosa Güldenstaed;

t დასავლეთკავკასიური ჯიხვი/Capra caucasica Güldenstaedt and Pallas;

 დაღესტნური ჯიხვი/Capra cylindricornis Blyth;

ნიამორი/Capra aegagrus Linnaeus;

 არჩვი/Rupicapra rupicapra Linnaeus.

ფრინველები:

 მურტალა/Podiceps grisegaena Boddaert;

 ვარდისფერი ვარხვი/Pelecanus onocrotalus Linnaeus;

 ქოჩორა ვარხვი/Pelecanus crispus Bruch;

 ლაკლაკი/Ciconia ciconia Linnaeus;

 ყარყატი/Ciconia nigra Linnaeus;

 პატარა ღერღეტი/Anser erythropus Linnaeus;

 წითელი იხვი/Tadorna ferruginea Pallas;

 მარმარილოსებრი/Marmaronetta angustirostris;

 გარიელი/Melanitta fusca Linnaeus;

 თეთრთვალა იხვი/Oxyura leucocephala Scopoli;

 თეთრკუდა ფსოვი/Haliaeetus albicilla Linnaeus;

 ქორცქვიტა/Accipiter brevipes Severtzov;

 ველის კაკაჩა/Buteo rufinus rufinus Cretzschmar;

 ბექობის არწივი/Aquila heliaca Savigny;

დიდი მყივანი არწივი/Aquila clanga Pallas;

 მთის არწივი/Aquila chrysaetus Linnaeus;

 ფასკუნჯი/Neophron percnopterus Linnaeus;

 ბატკანძერი/Gypaetus barbatus Linnaeus;

 სვავი/Aegypius monachus Linnaeus;

 გავაზი/Falco cherrug Gray;

 თვალშავი/Falco vespertinus Linnaeus;

 წითელთავა შავარდენი/Falco biarmicus Temminck;

 მცირე კირკიტა/Falco naumanni Fleischer;

 ჭოტი/Aegolius funereus Linnaeus;

 ბუხრინწა/Tyto alba Scopoli;

 კასპიური შურთხი/Tetraogallus caspius Gmelin;

 კავკასიური როჭო/Tetrao mlokosiewiczi Taczanowski;

 რუხი წერო/Grus grus Linnaeus;

 სარსარაკი/Tetrax tetrax Linnaeus;

 თვალჭყეტია/Burhinus oedicnemus Linnaeus;

 ულვაშა წივწივა/Panurus biarmicus Linnaeus;

 წითელმუცელა ბოლოცეცხლა/Phoenicurus erythrogastrus Güldensthdt;

დიდი კოჭობა/Carpodacus rubicilla Güldensthdt;

 ჭრელგულა ჭვინტაკა/Prunella ocularis Radde.

ქვეწარმავლები:

ხმელთაშუაზღვეთის კუ/Testudo graeca Linnaeu;

 კოხტა გველთავა/Ophisops elegans Menetries;

 თურქული ხვლიკი/Darevskia clarkorum Darevsky & Vedmederja;

 დალის ხვლიკი/Darevskia dahli Darevsky;

 აჭარული ხვლიკი/Darevskia mixta Mehely;

 აზიური შიშველთავა/Ablepharus pannonicus Fitzinger;

 დასავლური მახრჩობელა/Eryx jaculus Dumeril & Bibron;

 საყელოიანი ეირენისი/Eirenis collaris Menetries;

 ხვლიკიჭამია გველი/Malpolon monspessulanus Mertens & Mueller;

 დინიკის გველგესლა/Vipera dinniki Nikolsky;

 კავკასიური გველგესლა/Vipera kaznakovi Nikolsky.

ამფიები:

 კავკასიური სალამანდრა/Mertensiella caucasica Waga;

 სირიული მყვარი/Pelobates syriacus Boettger.

 ხრტილოვანი თევზები:

 სვია/Huso huso Linnaeus;

 ფორონჯი/Acipenser sturio Linnaeus;

 ფორეჯი/Acipenser nudiventris Lovetsky;

ტარაღანა/Acipenser stellatus Pallas;

 რუსული ზუთხი/Acipenser gueldenstaedti Brandt & Ratzeberg;

 სპარსული ზუთხი/Acipenser persicus Borodin.

ძვლოვანი თევზები:

მდინარის/ტბის კალმახი/Salmo fario Linnaeus;

 მორევის ნაფოტა/Rutilus frisii Nordmann;

კოლხური ხრამული/Varicorhinus sieboldi Steindachner;

 წინააზიური გველანა/Sabanejewia aurata De Filippi;

 მექვიშია ღორჯო/Neogobius fluviatilis Pallas.

 მწერები:

კავკასიური წმინდადგახვიარა/Phassus shamil Christoph;

 კოლხური ბრამეა/Brahmaea ledereri Rogenhofer;

 ღამის მცირე ფარშევანგთვალა/Eudia pavonia Linnaeus;

 მკრათვალებიანი ფარშევანგთვალა/Perisomena coecigena Kupido;

 სფინქსი მკვდართავა/Manduca atropos Linnaeus;

 კომაროვის სფინქსი/Rethera komarovi Christoph;

 ოლეანდრის სფინქსი/Deilephila nerii Linnaeus;

ჯუჯა სფინქსი/Pterogon gorgoniades Hb;

 კვიპაროსის მსხვილტანა/Pachypasa otus Drury;

 ბალკანური აბრეშუმქსოვია/Lemonia balcanica Herrich-Schhffer;

 დათუნელა ჰერა/Callimorpha dominula Linnaeus;

 მღვის ამიერკავკასიური დათუნელა/Axiopoena maura Eichwald;

 აპოლონი/Parnassius apollo Linnaeus;

 კავკასიური აპოლონი/Parnassius nordmanni Ménétriès;

 კავკასიური ზერინთია/Allancastria caucasica Lederer;

გრუნერის აისი/Antocharis gruneri Herrich-Schaeffer;

 ამიერკავკასიური აისი/Anthocharis damone Boisduva;

 ჰევისტონის ავერდულა/Erebia hewistonii Lederer;

 ირანული ხავერდულა/Erebia iranica Grum-Grshimailo;

 რომანოვის ცისფერა/Tomares romanovi Christoph;

 ცისფერა მელეაგრი/Polyommates daphnis Denis & Schiffermüller;

 სმირნოვის მბოგელა/Apocolotois smornovi Romanoff;

 იფნის ჭრელურა/Zygaena fraxini Ménétriès;

 ველის დიდი ბაზი/Bombus fragrans Pallas;

 ბაზი ერიოფორუსი/Bombus eriophorus Klug;

 ალპური ბაზი/Bombus alpigenus Morawitz;

 ირანული ბაზი/Bombus persicus Radoszkowsky;

 იისფერი ქსილოკოპა/Xylocopa violacea Linnaeus;

 კურნაკოვის ბზუალა/Inotrechus kurnakovi Dolranski&Ljovuschkin;

 ინჯაევას ბზუალა/Inotrechus injaevae Dolranski&Ljovuschkin;

 მრგვალი ბზუალა/Omophron limbatum Fabricius;

 ალპური ხარაბუზა/Rosalia alpina Linnaeus;

 მზიმთას ნემსიყლაპია/Cordulegaster mzymtae Barteneff;

 მსგავსი ნემსიყლაპია/Onychogomphus assimilis Schneider;

 სამეგრელოს ტურფა/Calopteryx mingrelica Selys.

კიბოსნაირები:

კოლხური ფართოფეხა კიბო/Astacus colchicus Kessler;

 პევცოვის კიბო/Pontastacus pylzowi Skorikov.

ობობასნაირები:

ტივის ობობა/Dolomedes plantarius Clerck.

 რგოლოვანი ჭიები: ამიერკავკასიური ჭიაყელა/Eisenia transcaucasica Perel;

 ლაგოდეხის ჭიაყელა/Eisenia lagodechiensis Michaelson;

ხეობის ჭიაყელა/Dendrobaena faucium Michaelsen;

 კინტრიშის ჭიაყელა/Alollobophora kintrishiana Kvavadze.

მუცელფეხიანი მოლუსკეისი: ბუხის ლოკოკინა/Helix buchi Dubois&Montpereux.

ქვესახეობისები (ძვლოვანი თევზები):

 პალიასტომის ქაშაყი/Alosa caspia paleostomi Eichwald;

 შავი ზღვის ორაგული/Salmo fario labrax Pallas;

 წითელტუჩა ჭერეხი/Aspius aspius taeniatus Berg;

 ალაზნის გველანა/Nemachilus angorae alasanicus Elanidze.

ფლორა ფარულთესლოვანები:

 ქართული ნეკერჩხალი/Acer ibericum M. Bieb. ex Willd;

დურღენი/Anabasis aphylla L;

 ქართული ნუში/Amygdalus georgica Desf;

ხემარწყვა/Arbutus andrachne L;

სომიეს გლერძი/Astragalus sommieri Freyn;

 ტანას გლერძი/Astragalus tanae K.Koch;

 მედვედევის არყი/Betula medwedewii Regel;

 სამეგრელოს არყი/Betula megrelica Regel;

 რადეს არყი/Betula raddeana Trautv;

ოლხური ბზა/Buxus colchica Pojark;

 ჩვეულებრივი წაბლი/Castanea sativa Mill;

 სამხრეთის აკაკი/Celtis australis L;

 შიშველი აკაკი/Celtis glabrata Steven ex Planchon;

 მცირენაყოფიანი ბალამწარა/Cerasus microcarpa C. A. Meyer;

პონტური საკმელა/Cistus creticus L;

 კოლხური თხილი/Corylus colchica Albov ყამბრო/Crataegus pontica K. Koch;

 ალბოვის მაჯაღვერი/Daphne albowiana Woronow ex Pobed;

 ცრუაბრეშუმისებრი მაჯაღვერი/Daphne pseudosericea Pobed;

 ამიერკავკასიური მაჯაღვერი/Daphne transcaucasica Pobed;

 გაულთერიასმაგვარი ეპიგეა/Epigaea gaultherioides Boiss;

 ხემაგვარი მანანა/Erica arborea;

 ნახევრადეკლიანი ევერსმანია/Eversmannia subspinosa Fisch & (DC);

 აფხაზეთის კურდღლისცოცხა/Genista abchasica Sachokia;

 მლაშობის ჩინგილი/Halimodendron halodendron L;

 კაკლის ხე/Juglans regia L;

 კეთილშობილი დაფნა/Laurus nobilis L;

 შობერის ნიტრარია/Nitraria schoberi L;

 ზეთის ხე/Osmanthus decorus Boiss. & Balansa;

 უხრავი/Ostrya carpinifolia Scop;

 საღსაღაჯი/Pistacia mutica Fisch & Mey;

 თურანულა/Populus euphratica Oliv;

 ლაფანი/Pterocarya pterocarpa (Michx.) Kunth;

 დემეტრის ბერყენა/Pyrus demetrii Kutath;

 კეცხოველის ბერყენა/Pyrus ketzkhovelii Kutath;

 სახოკიას ბერყენა/Pyrus sachokiana Kutath;

 კოლხური მუხა/Quercus hartwissiana Stev;

 იმერული მუხა/Quercus imeretina Stev. Ex Malleev;

 მაღალმთის მუხა/Quercus macranthera Fisch et Mey;

 ჭალის მუხა/Quercus pedunculiflora C. Koch;

პონტური მუხა/Quercus pontica C. Koch;

 სმირნოვის შქერი/Rhododendron smirnowii Trautv;

 უნგერნის შქერი/Rhododendron ungernii Trautv;

 ქიქოძის ტირიფი/Salix kikodseae Goerz;

 გარეჯის სალბი/Salvia garedji Troitzk;

 ტიგრანის ანწლი/Sambucus tigranii Troitzk;

 სომხური ამპურა/Sorbus hajastana Gabr;

 კოლხური ჯონჯოლი/Staphylea colchica Stev;

კარიაგინის ბეგქონდარა/Thymus karjaginii Grossh;

 შიშველი თელადუმა/Ulmus glabra Huds;

 პატარა თელადუმა/Ulmus minor Mill;

ძელქვა/Zelkova carpinifolia Pall.

 შიშველთესლოვნები:

შავი ღვია/Juniperus foetidissima Willd;

 მრავალნაყოფა ღვია/Juniperus polycarpos K;

 ბიჭვინთის ფიჭვი/Pinus pityusa Stev;

 უთხოვარი/Taxus baccata L.