აგროტექნოლოგიებიდარგებიმებოსტნეობა

საშემოდგომო ბარდა მდგრად ბიოეკონომიკაში

გერმანული გაზეთი   Frankfurter Allgemeine Zeitung-ი გვამცნობს, რომ საშემოდგომო  ბარდის სელექციის შედეგად გერმანიაში მისი წარმოება  სულ უფრო იზრდება. ამ  მოვლენის ერთი მიზეზი ის არის, რომ საშემოდგომო ბარდა არიდულ  ურწყავ პირობებში უკეთესად იყენებს ისეთ  ბიო რესურსებს, როგორიცაა ბუნებრივი  ნალექები, მზის ნათება და  აქტიური ტემპერატურები. 
ბარდას საშემოდგომო ფორმების  წარმოება   უფრო ნაკლებ მატერიალურ დანახარჯებს საჭიროებს და შესაბამისად  პროდუქციის უფრო დაბალი თვითღირებულებით, წარმოების მდგრადობითა და გარემოზე უფრო ნაკლებ უარყოფითი ზემოქმედებით ხასიათდება,   ვიდრე ეს საჭიროა  სოიასა და სხვა საგაზაფხულო პარკოსანი კულტურების წარმოების  შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ ბარდა სულ უფრო ინტენსიურად გამოიყენება იაფი   ბიოდეგრადირებადი პლასტმასის წარმოებაში.  ამასთან ბიო პლასტმასა კეთდება არა მხოლოდ ბარდისაგან, არამედ ნამჯისგანაც, ყოველივე ამის გამო,  ერთ დროს   შეუმჩნეველი მცენარე,  ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მილიარდი დოლარის ბაზრად იქცა არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ მსოფლიოში.  კერძოდ,  გასული ათი წლის განმავლობაში გერმანიაში ბარდის ნათესი ფართობი გაორმაგდა.  მსოფლიო  ბაზარზე ამ კულტურაზე  მოთხოვნა კვლავ  გეომეტრიული პროგრესიით   იზრდება.

დღეს ბარდის მომხმარებელთა რიგებში ნახავთ არა მხოლოდ ფერმერებს, არამედ ხორცისა და ძეხვის მწარმოებელ მსხვილ  კომპანიებსაც.

სტარტაპები ასევე იყენებენ ბარდას ხორცის შემცვლელად. გარემოს დაცვამ და კვების ჩვევების შეცვლამ ხელი შეუწყო ბარდის ბიზნესის განვითარებას.  მეტიც: ვინც აწარმოებს  ცილებით მდიდარ ამ  მცენარეს,  ქმედით,  ეფექტიან   ღონისძიებას  ახორციელებს ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, დეგრადირებული ნიადაგების აღდგენისათვის და ამავდროულად აქვს საკუთარი წარმოების  მაღალყუათიანი, ცილებით მდიდარი, იაფი საკვები მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და აკვაკულტურის მდგრადი  განვითარებისათვის. შედეგად მას  აღარ უწევს სხვა ქვეყნებიდან იმდენი სოიას ყიდვა ცილების მომარაგებისთვის. მაგრამ ლოგიკურად ისმება შეკითხვა, თუ რატომ გახდა საშემოდგომო ბარდა ხორცის შემცვლელი ინდუსტრიის სუპერვარსკვლავი?

ექსპერტების აზრით, მცენარეს აქვს მნიშვნელოვანი ამინომჟავებისა და ადვილად მოსანელებელი ცილების  სწორი ნაზავი და ასევე თითქმის არ არის ისეთი ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია. ის ასევე ნაკლებ მოთხოვნებს  უყენებს ნიადაგის ნაყოფიერება. ბარდა  ასევე კარგად იყენებს  ბუნებრივ ნალექებს. ეს კი აადვილებს მის კულტივირებას, ამცირებს საბოლოო პროდუქციის თვითღირებულებას, ზრდის მოგებას, ამასთან ხაზს უსვამს მისი წარმოების კლიმატგონივრულობას და მდგრადობას.

   ბუნებრივია, რომ ეს მახასიათებლები განსაკუთრებით აქტუალურია  მეცხოველეობის ფერმებისათვის, რომლებიც ნიადაგის დეგრადაციისა და სათბურის გაზებით ატმოსფეროს დაბინძურების  მთავარ მიზეზს წარმოადგენენ. ცნობილია, რომ მეთანით ატმოსფეროს დაბინძურების მაჩვენებელი მეცხოველეობის ფერმიდან 54 %-ის ტოლია, ხოლო ტრანსპორტიდან 18 %-ის.

აღსანიშნავია, რომ ბიოეკონომიკის გადმოსახედიდან  კლიმატგონივრულად ითვლება არა მარტო ის ტექნოლოგიები, რომლებიც  სათბურის გაზების ნაკლებ ემისიებს იწვევს, არამედ ისინიც, რომლებიც ეკოლოგიის, მიწათმოქმედების და მემცენარეობის კანონების სრული დაცვით იყენებენ აგროკლიმატურ რესურსებს,   ზრუნავენ გარემოს დაცვაზე,  ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენაზე  და ამასთან იმისათვის, რომ ბუნებრივი   საწარმოო რესურსები  საკმაო რაოდენობით დარჩეს ჩვენს მომავალ თაობებს.

სწორედ ასეთ კლიმატგონივრულ ტექნოლოგიას მიეკუთვნება საქართველოს  სასოფლო სამეურნეო წარმოებაში ბარდის, განსაკუთრებით მისი საშემოდგომო ფორმების მაქსიმალურად  ჩართვა.

 ბარდა (ლათ. Pisum) – პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელია.

არქეოლოგიური აღმოჩენები ნათელს ჰფენს ბარდის კულტურის უძველეს  წარმოშობას, გამოყენებასა  და გავრცელებას. ჯერ კიდევ ნეოლითის ეპოქაში ხორბალთან, ქერთან და ფეტვთან ერთად კულტივირებული იყო პარკოსნები, მათ შორის იყო ბარდაც.

ჯერ კიდევ 1770-1500 წლის უკან  ბარდა გამოიყენებოდა სასურსათოდ ადამიანებისათვის  და საკვებად მეცხოველეობაში.

ჩინეთში ბარდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნეში მოხვდა. ბარდამ ინდოეთის გავლით იაპონიაში უფრო გვიან შეაღწია. შუა საუკუნეებში კი ის უკვე  ინგლისში  გამოჩნდა. ამერიკაში ბარდა  ძალიან გვიან ჩაიტანეს კონკისტადორებმა. კარგად ეგუება ბარდა ცივ და მთიან რეგიონებს.

FAO-ს მონაცემებით, 1994 წელს ბარდა დათესეს 15 მილიონ ჰექტარ ფართობზე მისი  მოსავლიანობა ჰექტარზე საშუალო  2 დან -5 ტონამდე მერყეობდა.

კულტურაში ფართოდ არის გავრცელებული ჩვეულებრივი ბარდა (Pisum sativum), რომელიც ერთწლოვანი საგაზაფხულო ან საშემოდგომო მცენარეა. ბარდას  ფოთოლი წყვილფრთისებრია, ღერო ბალახოვანია, მომრგვალო, დატოტვილი. ღეროს სიგრძე,

გაშენების პირობებიდან  და ჯიშობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, მერყეობს 25-დან 300 სმ-მდე, ღეროს სიგრძის მიხედვით გამოყოფენ  ოთხ  ჯგუფს: 

 – დაბალი (ჯუჯა) – 50 სმ-ზე ქვემოთ;

 – ნახევრად ჯუჯა – 51-80 სმ;

– საშუალო სიგრძე – 81-150 სმ;

 -მაღალი  სიმაღლე 151 – 300 სმ.

ყვავილი ძირითადად თეთრი ან იისფერი  ტონალობისაა, თვითდამმტვერავია.

მისი ნაყოფი მრავალთესლიანი  პარკია (3-10 თესლი), რომლის ფორმაც მერყეობს სწორიდან მრუდემდე სხვადასხვა ხარისხით. თესლი მომრგვალოა, გლუვი ან დანაოჭებული ზედაპირით.

ბარდა

ბარდას  ნაყოფი-პარკი

   ბარდა მდიდარია ვიტამინებით (A, B1, B2, C, PP), კაროტინით, კალიუმით, კალციუმით, ფოსფორითა და რკინით. მის შემადგენლობაში შედის მაგნიუმი, სპილენძი, თუთია, მარგანეცი და მრავალი სასარგებლო ნივთიერება. შესაბამისად ჯიშებისა ბარდის მარცვალი შეიცავს: 20-40 %-მდე სახამებელს, 4-10 %-მდე შაქარს, 0,7-1,5 %-მდე ცხიმს.

სხვა პარკოსანი კულტურებისაგან განსხვავებით განსხვავებით, ის არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, საკვები ნივთიერებების გამოყენებაზე და ცხოველთა ჯანმრთელობაზე.

1 კგ ბარდის კვებითი ღირებულება შეესაბამება 1,17 საკვებ ერთეულს. ის შეიცავს დაახლოებით 220 გრ. ნედლ პროტეინს, კარგად გაჯერებულს შეუცვლელი  ამინომჟავებით, მათ შორის. ლიზინი არის დაახლოებით 15 მეთიონინი + ცისტინი 5.0 . ბიოლოგიური ღირებულებით ბარდის ცილა უახლოვდება სოიას ან ხორცის ფქვილის ცილას.

ბარდის ცილები შეიცავენ 54-დან 72%-მდე წყალში ხსნად ნივთიერებებს; მისი მონელება 1,5-2-ჯერ აღემატება მარცვლეულის ცილის მონელებადობას . ბარდის მარცვალს აქვს  ნახშირწყლების კარგი შემადგენლობა, რომელიც წარმოდგენილია ძირითადად სახამებლით.

როგორც ცილოვანი საკვების დანამატი, ბარდა ღირებულია ღორების ყველა სქესისა და ასაკობრივი ჯგუფისთვის.  მისი ჩართვა ახალგაზრდა ცხოველების გასასუქებლად საკვების ნარევების შემადგენლობაში საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მაღალი ხარისხის ხორცი და ბეკონის ღორის ხორცი.

ამასთან ბარდის ცილის შეთვისების უნარიანობა 1,5-ჯერ უკეთესია ხორბლის შესაბამის მაჩვენებელზე.  

ბოლო ათწლეულებში ბარდას  მნიშვნელობა კიდევ  უფრო  გაიზარდა სილოსის, თივის, ბალახის ფქვილის, კონცენტრირებული და მწვანე საკვების  გამოყენებასთან ერთად.

დღეს  მეხორცულსა  თუ  მერძეულ მეცხოველეობაში ბარდა ეფექტურად გამოიყენება  კონცენტრირებულ საკვებად.  კერძოდ მისი დაფქული და დაქუცმაცებული მარცვლეული. ასევე ეფექტურად გამოიყენება  ბარდის თივა, მოხარშული ან დაორთქლილი  ბარდის ნამჯა.

ბარდის 100 კგ მარცვლეული შეიცავს 114,8 საკვებ ერთეულს და 19,5 კგ ადვილად მოსანელებელ ცილას. უნდა აღინიშნოს, რომ  ძირითადი ნივთიერებები, რომლებიც განსაზღვრავს ბარდის მარცვლის მაღალ  კვებით ღირებულებას, არიან ცილები, რომელთა შემცველობაც 2-3-ჯერ აღემატება მარცვლეული კულტურების შესაბამის მაჩვენებლებს.

  ბარდა შეიცავს ყველა აუცილებელ ამინომჟავას, ხოლო მეთიონინის შემცველობით ის აჭარბებს სხვა პარკოსან კულტურებს. ამ მხრივ ის მეორე ადგილზეა სოიას შემდეგ. რაც ბარდას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, არის  ის, რომ  მისი ნახშირწყლები წარმოდგენილია ძირითადად სახამებლით (20-50%) და შაქრით (4-10%). მწვანე ბარდა და პარკები მდიდარია ფერმენტებით, C ვიტამინებით, B ჯგუფის PP-თი  და კაროტინით. მინერალებიდან ჭარბობს ფოსფორი და კალიუმი.

ბარდას მწვანე მასა,  შეიცავს 18-25% პროტეინს, ბევრ შაქარს, ცხოველებისთვის

აუცილებელ კალციუმსა და კაროტინს. ის ასევე    ეფექტურად  გამოიყენება, როგორც საკვებდანამატი   ცილოვან-ვიტამინური საკვების, თივის, სენაჟის და სილოსის მოსამზადებლად. უნდა აღინიშნოს ბარდას ჩალის მნიშვნელობაც: ის ხასიათდება  მაღალი კვებითი ღირსებებით: მისი 100 კგ შეიცავს 23 საკვებ ერთეულს და 3 კგ-ზე მეტ ადვილად მოსანელებელ ცილას, უამრავ მინერალს, განსაკუთრებით კალციუმს.

ბარდას,  სამეურნეო და გარემოს დაცვითი მნიშვნელობა  იმაშიც მდგომარეობს, რომ იგი არა მხოლოდ  შესანიშნავ მწვანე საკვებს იძლევა, არამედ მას ახასიათებს მცენარეული მასის სწრაფი მატება ზრდა – განვითარების საწყის ფაზებშიც კი. რის გამოც ნიადაგს ეფექტურად  იცავს წყლისმიერი, ქარისმიერი და ჰიბრიდული  ეროზიებისაგან.

სხვადასხვა კალენდარულ ვადაში ბარდას თესვის შესაძლებლობა კი მეურნეს  საშუალებას აძლევს მოაწყოს მწვანე კონვეიერი. სილოსის მოსამზადებლად  ფართოდ გამოიყენება სუფთა კულტურებში მოყვანილი ბარდის მწვანე მასა. მოწინავე ფერმერები  ბარდას თესავენ შერევით  სხვა პარკოსნებთან ერთად, ასევე თესავენ ნარევში მარცვლეულთან, მზესუმზირასთან, რომელიც ასევე ხასიათდება ცილის მაღალი შემცველობით (155-210 გრ. 1 საკვებ ერთეულზე).

ბარდა მე-6

 აზოტფიქსატორი კოჟრის ბაქტერიები ბარდის ფესვებზე.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბარდა დღეს ბიოეკონომიკაში აქტიურად განიხილება,  როგორც ეფექტური ბიოლოგიური  ნედლეული ნიადაგის დეგრადაციის შესაჩერებლად და მისი ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად. რაც შეეხება ნიადაგის ბიოქიმიურ გაუმჯობესებას,  ფესვებზე მოზარდი აზოტფიქსატორი კოჟრის ბაქტერიების გამო ის ჰაერიდან ადვილად  ითვისებს აზოტს და აფიქსირებს მას ნიადაგში მცენარისათვის ადვილად შესათვისებელ ფორმაში.  ერთ ჰექტარზე ბარდის წარმოების შემდეგ ნიადაგში რჩება 50-100 კგ აზოტი. ეს დაახლოებით 300 კგ გვარჯილას ან 10-20 ტონა ორგანულ სასუქის ეკვივალენტია. ფესვთა სისტემა მაქსიმალურ ზომას აღწევს ყვავილობის ფაზაში. მისი  გვერდითი ფესვები განლაგებულია  უმეტესად სახნავ ჰორიზონტში ძირითადი ფესვის შეღწევის სიღრმე ნიადაგში  კი 1,3-1,5  მ-ზე მეტია, რაც მას  შედარებით ღრმა ფენებიდან ნიადაგის ტენის ეფექტურად  შეწოვისა, გამოყენების  და ჰაერაციის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფესვთა სისტემა გამოირჩევა ნიადაგის ხსნარისა და  მასში გახსნილი მინერალების შეწოვის  მაღალი უნარით, რაც თავის მხრივ იძლევა საშუალებას ბარდამ თავის მწვანე მასაში დააგროვოს  ფოსფორი და სხვა ელემენტები  ნაკლებად ხსნადი ნაერთებისგანაც კი.

ბარდის ფოთოლი რთულია,   ბოლოვდება ანტენებით. ანტენების დახმარებით იგი ფიქსირდება დამხმარე კულტურაზე (შვრია, ჭვავი, ტრიტიკალე და ა.შ.) ფოთლის ფერები არის მოყვითალო-მწვანე, ღია მწვანე, მუქი მწვანე, რუხი-მწვანე.  რაც ჯიშური მახასიათებელია. ბარდის მცენარეები დაფარულია ცვილის საფარით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე  ბარდა საუკეთესო  წინამორბედი და სასიდერაციო კულტურაა ნიადაგის ფიზიკური,  ქიმიური თვისებების გასაუმჯობესებლად და  დეგრადირებული ნიადაგების საწარმოო ბრუნვაში დასაბრუნებლად.  განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ   მარცვალში მაღალი ხარისხისა და დიდი რაოდენობის  სახამებლის შემცველობის გამო ბარდა  ბიოეკონომიკაში მიჩნეულია საუკეთესო ნედლეულად  საიმედო, ჯანსაღი  ბიოპლასმასის წარმოებისათვის სამზარეულოს აქსესუარებისა და სურსათის შეფუთვა ეტიკეტირებისათვის.

ბარდა მე-7

 შვრიის ღეროზე ფოთლის ანტენებით (კაუჭებით) მიმაგრებული ბარდა

თესვა

ბარდა სინათლის მოყვარული მცენარეა, შესაბამისად სასურველია შეირჩეს სამხრეთის ექსპოზიციის  მზიანი ადგილი. გრუნტის წყლები არ უნდა იყოს მაღლა, რადგან ბარდას ფესვი ღრმად ჩადის მიწაში (1 მეტრი და მეტი 150 სმ-მდე).

საქართველოში  ძირითადად  საგაზაფხულო ბარდა იწარმოება.

ბარდის თესლი გაღივებას იწყებს 1-2 °C ტემპერატურაზე. აღმოცენების პროცესი ყველაზე ინტენსიურად  მიმდინარეობს 18-25°C ტემპერატურაზე. ვეგეტატიური ორგანოების ფორმირებისათვის  ოპტიმალური ტემპერატურაა 12-16°C, გენერაციული ორგანოები კარგად ვითარდებიან  16-20°C, პარკების ფორმირება- განვითარება,  მარცვლების სიმწიფე კი16-22°C  მიმდინარეობს.

ფესვებზე აზოტფიქსატორი კოჟრის ბაქტერიების  განვითარება და აქტივობა ყველაზე უფრო კარგად   მიმდინარეობს  20-25 °C ტემპერატურაზე.

ნიადაგის მომზადება: მას როგორც წესი ადრე გაზაფხულზე თესავენ. მაღალი  და ხარისხიანი მოსავლის მიღების მიზნით  ნიადაგი   წინა შემოდგომით უნდა გასუფთავდეს და მოიხნას. როგორც წესი   ხნავენ  18-25 სმ-ის სიღრმეზე,  ჰექტარზე შეაქვთ 30-50 ტონა  გადამწვარი ნაკელი, 150-200  კილოგრამი. კალიუმის მარილი, 200-400 კილოგრამი სუპერფოსფატი. მართალია ბარდა მარცვლეულთან შედარებით ნაკლებ მოთხოვნებს უყენებს ნიადაგის ნაყოფიერებას, მაგრამ მისთვის რეკომენდებულია  ნიადაგი, რომლის  pH=6.0-7.0 -ის ფარგლებში მერყეობს, განსაკუთრებით კარგი მოსავლის მიღებაა შესაძლებელი, თუ წინამორბედი კულტურებია: კარტოფილი, კომბოსტო, პომიდორი, ბაღჩეული კულტურები. ცუდი წინამორბედებია: ლობიო, სოია, მიწის თხილი, ბარდა. ბარდას დათესვა თესლბრუნვაში იმავე ადგილზე სასურველი არ არის 5-7 წლის განმავლობაში. თვითონ ბარდა  კარგი წინამორბედია სხვა კულტურებისათვის.

ბარდა კარგად ვითარდება მოუხნავად თესვის ტექნოლოგით ანუ ნოუტილით თესვის შემთხვევაშიც. განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება ბარდის ამ მეთოდით თესვა  საკვებ თესლბრუნვებში.

ორგანული სასუქებიდან  ბარდასთვის  რეკომენდებულია  გადამწვარი ნაკელის გამოყენება, ვინაიდან ახალი, გარდა იმისა, რომ  იწვევს სარეველების გამრავლებას,  მწვანე მასის ზედმეტ ზრდას – ყვავილისა და ნაყოფის შემცირების ხარჯზე.

 თესვის სქემა 

ჩვეულებრივ ბარდას თესავენ მწკრივებში, რიგთაშორის დაშორება 15-25 სმ. მცენარეთა შორის 6-10 სმ. თესვის სიღრმე 3-5 სმ.

ნიადაგის მომზადება

საშემოდგომო ბარდის მოვლა მოყვანის ტექნოლოგია პრაქტიკულად თითქმის  იგივეა, რაც საგაზაფხულო ბარდას წარმოების  შემთხვევაში. განსხვავება უმეტეს შემთხვევაში თესვის ვადებთან არის დაკავშირებული.

თესვა

საშემოდგომო  ბარდას თესლი ოდნავ უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე საგაზაფხულო ბარდის შემთხვევაში. მისი 1000 მარცვლის საშუალო წონა – 180 გრ-ია, ხოლო საგაზაფხულოსო – 220 გრ. შესაბამისად ჯიშებისა  და მოსავლის დანიშნულებისა  ჰექტარზე ითესება  1,1-1,2 მლნ ააღმოცენების უნარის მქონე თესლი   რაც ჰექტარზე დაახლოებით 230 – 250 კგ -ის ტოლია, საშემოდგომო  ბარდა ითესება უმეტესად  სექტემბრის ბოლოს – ოქტომბრის დასაწყისში  იმ ანგარიშით, რომ   ზამთრის  ძილში იგი 3-5 ღეროიანი  ნაბარტყით შევიდეს.

როგორც წესი თესვის ვადად საშემოდგომო ბარდისათვის გამოცდილი მეურნეები იღებენ საშემოდგომო ქერის თესვის ვადას და მის ტექნოლოგიას.    თუმცა, არსებობს მთელი რიგი განსხვავებები,  რომლებიც გასათვალისწინებელია. ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ  ნიადაგის ძირითადი  დამუშავება  მიზანშეწონილია ჩატარდეს   ჩიზელებით _ღრმად გამაფხვიერებლებით, რათა  დაიშალოს განუწყვეტელი ხვნებით გაჩენილი გუთნის ქუსლი და გამკვრივებები ნიადაგის აქტიურ ფენაში.   ეს აუმჯობესებს მცენარის მიერ ნიადაგის ტენისა და მასში გახსნილი  საკვები ნივთიერებების  შეთვისებას ნიადაგის ღრმა ფენებიდან.

 

კარლო კოპალიანი,

 ნოე ხოზრევანიძე,

 კობა კობალაძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორები