მედიარუბრიკებისტატიები

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის/ნედლეულის წარმოება – გადამუშავება

 ქვეყნის სოფლის მეურნეობის წარმოების სტრუქტურა, განვითარების მასშტაბი, ტემპები განსაზღვრავენ ნედლეულის გადამამუშავებელი მრეწველობის როლსა და ადგილს ეროვნულ ეკონომიკაში. 1990 წელს კვების მრეწველობის საწარმოებზე მოდიოდა ქვეყნის მრეწველობის საერთო პროდუქციის 37%.
გასული საუკუნის 90-იან წლებში კვების მრეწველობის საწარმოების უმრავლესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა. მათი საწარმოო სიმძლავრეების დიდი ნაწილი (ძირითადად დანადგარ- მოწყობილობები) ჯართის სახით საზღვარგარეთ გაიყიდა; შენობები დაიშალა, კვალიფიციური კადრები გაიფანტა.

ამჟამად ქვეყანაში ფუნქციონირებადი მცირე სიმძლავრის ერთეული საწარმოები ვერ უზრუნველყოფენ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის, განსაკუთრებით ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებას.

რეგიონების ბუნებრივ საწარმოო თავისებურებებისა და ნედლეულის წარმოების პერსპექტივის გათვალისწინებით უნდა შედგეს გადამამუშავებელი საწარმოების გაადგილების გენერალური სქემა. იგი საფუძვლად დაედება ახალი საწარმოო სიმძლავრეების ათვისების მიზნობრივ პროგრამებს. საწარმოო სიმძლავრეების შექმნა შესაძლებელია ორი გზით: ახალი საწარმოო სიმძლავრეების აშენებით, ან არსებულის მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციით. გასათვალისწინებელია პროდუქციის დივერსიფიკაციის პრაქტიკა, კვების საწარმოების ფუნქცონირების სეზონური ხასიათი, შრომითი რესურსების ბალანსი და სხვა. ადგილობრივი თავისებურებების შესაბამისად უნდა განისაზღვროს საწარმოო სიმძლავრის მიზნობრივად გამოყენება. ახალი სიმძლავრეების შექმნა და არსებულის რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს აქტიური პარტნიორობით.

სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და გადამამუშავებელი საწარმოების ინტეგრირების ეფექტიანი ფორმაა ტექნოპარკები, რომლებიც უზრუნველყოფენ წარმოების, განათლებისა და მეცნიერების მიზნობრივ ინტეგრაციას. სამწუხაროდ, აღნიშნული ფორმა კვების მრეწველობის სისტემაში არ გამოიყენება. მომავალში აგროტექნოპარკების ჩამოყალიბება – ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს მიზნობრივი პროგრამებით. თანამედროვე პირობებში ასევე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ნარჩენები, რომლებიც პირველადი გადამუშავების შემდეგ რჩება და ფაქტობრივად არ გამოიყენება.

 თხევადი მანდარინის წარმოება

ცნობილია, რომ მანდარინის ნაყოფების დამზადებისას არასტანდარტული ნაყოფების რაოდენობა შეადგენს 40-50%-ს. დღეისათვის აღნიშნული ნაყოფების ნაწილი გამოიყენება არაპერსპექტიული მანდარინის კონცენტრირებული წვენის მისაღებად. პროდუქციის გამოსავალი მინიმალურია, რის გამო ნედლეულის 80% არ გამოიყენება, იყრება და აბინძურებს გარემოს. კვების მრეწველობის ს/კ ინსტიტუტში დამუშავდა და სამრეწველო მასშტაბით გამოიცადა მანდარინის ნაყოფებიდან „თხევადი მანდარინის“ მიღების რაციონალური ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ნედლეულის უნარჩენო გამოყენებას. თხევადი მანდარინი გამოიცადა პურის ქარხნებში, როგორც ნატურალური დანამატი, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პურისა და პურპროდუქტების სამკურნალოპროფილაქტიკურ თვისებებს და გამორიცხავს იმპორტირებული ხელოვნური პურის გამაუმჯობესებლის გამოყენების აუცილებლობას. 1 კგ „თხევადი მანდარინი“-ს ღირებულება საშუალოდ შეადგენს 70 თეთრს. ის შეიძლება დაემატოს პურსა და პურპროდუქტებს 10 – 20-%-მდე რაოდენობით. „თხევადი მანდარინის“, როგორც ნატურალური საკვები დანამატის გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს პურის თვითღირებულებას.

მანდარინი 111111111111111111111

კომპლექსური გადამუშავების ტექნოლოგია

ინსტიტუტის მიერ დაპატენტებული ტექნოლოგიის შესაბამისად გამოუყენებელი რეზერვის მდგომარეობაში არსებული ყოველი 1 ტონა იგივე მანდარინის არასტანდარტული ნაყოფის გადამუშავებისას ასევე მიიღება მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი 2 პროდუქტი: 900 კგ მანდარინის პასტა (1 კგ-ს ღირებულება 10 აშშ დოლარი) და 100 კგ მანდარინის ჰიდროლატი (1 კგ-ს ღირებულება 40 აშშ დოლარი) ქართული საწებლების წარმოება. ინსტიტუტში ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც გამოყვანილ იქნა ტყემლის სამრეწველო ჯიშები და მათი ნაყოფი გამოიყენება საწებლების დასამზადებლად. უცხოეთში (ბულგარეთი, რუსეთი, იტალია, საფრანგეთი) ჩატარებული დეგუსტაციებით დადგინდა, რომ ქართულ საწებელს – „ტყემალს“ გააჩნია დიდი პერსპექტივები საექსპორტო პროდუქციის სახით. პირველად იქნა დამუშავებული ეთერზეთოვან ნატურალურ არომატიზატორებზე დამზადებული ქართული საწებლების წარმოების ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაფართოვდეს წარმოებული პროდუქციის ასორტი-მენტი, გაიზარდოს მათი კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე.

ფუნქციური დანიშნულების ხილკენკროვანთა წვენების წარმოება

ინსტიტუტში მსოფლიო პრაქტიკაში პირველად დამუშავდა ხილ-კენკროვანთა ნაყოფების ფუნქციური დანიშნულების (ანტიოქსიდანტური) წვენების მიღების ტექნოლოგია ნატურალური ეთეროვანი ზეთების გამოყენებით. ტექნოლოგია ითვალისწინებს ეკოლოგიურად სუფთა სასმელების მიღებას. ახალი ასორტიმენტის ფუნქციური დანიშნულების სასმელები შეიძლება ვაწარმოოთ როგორც ადგილობრივი ნედლეულის, ასევე იმპორტირებული წვენების კონცენტრატების გამოყენებით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივი მოხმარებისა და განსაკუთრებით საექსპორტო პროდუქციის მოცულობას.

შაქრის წარმოება

ინსტიტუტის მიერ დაპატენტებულია შაქრის სორგოდან თხევადი შაქრის წარმოების ტექნოლოგია. შაქრის სორგო გვალვაგამძლე მცენარეა, ის  შეიძლება გავაშენოთ გარე კახეთში არსებულ დამლაშებულ და ბიცობ ნიადაგებზე. სორგო ახდენს ამ ნიადაგების განმარილიანებას. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ასეთი გამოუყენებელი მიწების ფართობი შეადგენს ათეულ ათასობით ჰექტარს, მიზაშეწონილია განხილული იქნას თხევადი შაქრის წარმოების საკითხი.

Untitled-1

ეთეროვანი ზეთების წარმოება

საქართველოში 30 წლის წინათ წარმატებით ფუნქციონირებდა ნატურალური ეთეროვანი ზეთების მწარმოებელი 28 მეურნეობა, ქარხანა-კონცერნი „საქეთერზეთი“. წარმოებული პროდუქციის 90% გადიოდა ექსპორტზე. დღევანდელ პირობებში, მსოფლიო ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, პერსპექტიულად გვესახება შემდეგი ეთეროვანი ზეთების წარმოება.

ქინძის ეთეროვანი ზეთის წარმოება შესაძლებელია კახეთში (ახმეტის რაიონი). კერძოდ, ეხლახან აშენებული ქინძის ზეთის მწარმოებელი და მარნეულის რაიონის სოფ. შულავერში არსებული სიმძლავრეების გამოყენებით. ქინძის ზეთი წარმოადგენს მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნად პროდუქტს. ქინძის ნედლეულის გადამუშავებისას დარჩენილი მყარი ნარჩენები (გადამუშავებული ნედლეულის 99%) შეიცავს ცხიმზეთებს და ამდენად წარმოადგენს შესანიშნავ საკვებს მეცხოველეობისათვის. ზეთის გამოხდის ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობისას ასევე წარმოიქმნება თხევადი ნარჩენები – დისტილაციური წყლები, საიდანაც მიიღება ქინძის ჰიდროლატი, საწყისი ნედლეულის 30%-ის ოდენობით. 1 ლიტრი ქინძის ჰიდროლატის ღირებულება შეადგენს 60 აშშ დოლარს.

 ვარდის ეთეროვან ზეთზე  მოთხოვნილება ყოველწლიურად იზრდება. 1 კგ ზეთის ღირებულება შეადგენს 10 ათას აშშ დოლარს. ვარდის ზეთის ძირითადი მწარმოებელია ბულგარეთი, სადაც 1 ტონა ვარდის ფოთოლიდან მიიღება მხოლოდ 200 გრამი ზეთი. ინსტიტუტში დამუშავებულ ვარდის ფოთლის ფერმენტაციის ახალი ტექნოლოგიით ვარდის ნედლეულიდან ზეთის გამოსავალმა შეადგინა 800 გრამი, ანუ გაიზარდა 4 ჯერ. ტექნოლოგიამ ფართო სამრეწველო გამოცდა გაიარა ყოფილი სსრ კავშირის საწარმოებში. ქართული ტექნოლოგიით მიღებული ვარდის ზეთი გამოიცადა საფრანგეთსა და ავსტრიაში. დადგინდა, რომ ის გაცილებით უფრო მაღალი ხარისხისაა ბულგარულ ზეთთან შედარებით. ვარდის ზეთის წარმოებასთან ერთად, საქართველოში ასევე პერსპექტიულია ლავანდის, დაფნისა და სხვა ეთეროვანი ზეთების წარმოება.

ზაფრანის ეთეროვანი ზეთის წარმოება

ზაფრანა ქართული ენდემური მცენარეა (იმერული ზაფრანა, ყვითელი ყვავილი, ხავერდულა). ყირიმში გამოყვანილი ზაფრანის მწვანე მასის გამოსავლიანობა 1 ჰა-ზე შეადგენს 177,4 ც/ჰა, ზეთის გამოსავალი 39 კგ/ჰა. 1 ტონა ზაფრანის გამოხდისას მიიღება ორი პროდუქტი – 2 კგ ზაფრანის ეთეროვანი ზეთი (1 კგ-ს ღირებულება შეადგენს 150 $) და 300 ლიტრი ჰიდროლატი ( 1 კგ-ს ღირებულება შეადგენს 15 აშშ დოლარს). ანუ, 1 ტონა ზაფრანის გადამუშავებისას მიიღება 4 800 აშშ დოლარის ღირებულების საექსპორტო პროდუქცია.

მცენარეული ზეთების წარმოება

არსებული ნედლეულიდან (რეალურად არსებობს მზესუმზირისა და ყურძნის წიპწის ნედლეულის რესურსები) პერსპექტივაში საქართველოში შეიძლება ვაწარმოოთ 11,2 ათასი ტონა ზეთი (მცენარეულ ზეთებზე არსებული წლიური მოთხოვნილება შეადგენს 80 ათას ტონას). როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული ნედლი ზეთების (მზესუმზირის, სოიოს, რაფსის) და ადგილობრივი ნედლეულის – ზაფრანას გამოყენებით შეიძლება ვაწარმოოთ საექსპორტო პროდუქცია – კაროტინით გამდიდრებული ზეთები, რომლებიც გამოიყენება როგორც ნატურალური საღებავი და ასევე სამკურნალო – პროფილაქტიკური დანიშნულების პროდუქტი – საკვები ზეთი.

 ქვეყანაში არსებული მცენარეული ნედლეულის რესურსების რაციონალურად გამოყენების, საექსპორტო პროდუქციის მოცულობის ზრდისა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებლად მიგვაჩნია სზაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს კვების მრეწველობის / ინსტიტუტის მონაწილეობით მოამზადონ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტისაქართველოს კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ინოვაციური განვითარების ღონისძიებათა შესახებ 2030 წლამდე პერიოდისათვის “.

ყარო: საქართველოს სოფლის მეურეობის მეცნიერებათა აკადემია (წლიური ანგარიში)