აგროსიახლეები

სასტუმრო სექტორის ბიზნეს სტატისტიკა (I-III კვ. 2023)

2023 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში სასტუმრო სექტორში ბრუნვამ 823.9 მლნ ლარს მიაღწია, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 10.2%-ით აღემატება. ეს ზრდა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს 2023 წლის განმავლობაში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ რეკორდულად მაღალ შემოსავალს.
2023 წლის I-III კვარტალში სასტუმრო სექტორში როგორც საშუალო დასაქმება, ისე საშუალო თვიური ხელფასი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 5.7%-ით და 11.4%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის III კვარტალში სასტუმრო სექტორში მთლიანმა სახელფასო ფონდმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და 26.6 მილიონი ლარი შეადგინა.

სასტუმრო სექტორში არსებული დინამიკა სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების (HORECA) აგრეგირებული სექტორის დინამიკის მსგავსია. მიუხედავად ამისა, სასტუმრო სექტორის ზრდა აგრეგირებული სექტორის ზრდას ჩამორჩება.

სასტუმროს ფასების ინდექსი

2023 წლის ნოემბერში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი (სფი) 2022 წლის ნოემბერთან შედარებით 13.2%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ წლიური ფასები განსაკუთრებით შემცირდა საოჯახო სასტუმროების კატეგორიისთვის (21.5%-ით). ამავდროულად, 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით, სფი 8.6%-ით შემცირდა.

პუბლიკაცია სრულად იხილეთ აქ: https://pmcresearch.org/publications_file/3589657c032f87cdc.pdf