მეფუტკრეობა

სენოტაინიოზი

სენოტაინიოზი – ფუტკრის ინვაზიური დაავადებაა და გამოწვეულია ბუზი სენოტაინით  Senotainia tricuspis. იგი ოთახის ბუზის ზომისაა , სიგრძით 6-8 მმ , ნაცრისფერია , თავზე აქვს ფართო თეთრი ზოლები . მუცლის მეორე ტერგიტზე უკანა მხრიდან შუა ადგილზე აქვს ორი გრძელი ჯაგარი , თავი დაფარული ა გრძელი ბეწვებით , რაც მოთეთრო ფერს აძლევს , საცეცები და თავის წინა ნაწილი ყვითელია , ულვაშის მესამე სახსარი მეორეზე ორჯერ გრძელია.

მამალი და ახალგაზრდა დედალი ბუზები იკვებებიან საფუტკრის ახლომახლო ტერიტორიაზე. ისინი სხედან სკამზე მზისკენ მიმართულ კედელზე    _ ხშირად სახურავზეც. დედალი ბუზები სწრაფად ფრენენ და დამახასიათებელ ხმას გამოსცემენ, დაეწევიან სკიდან გამოფრენილ ფუტკარს და თავიანთი მატლებით აინვაზირებენ.

ერთი დედალი ბუზის მუცელში 100-600 სენოტაინის მატლს ითვლიან. მატლის სხეული შედგება 12 სეგმენტისაგან. მისი სხეული დაფარულია უკანა მიმართულების სამკუთხა ფარფლით -ქერცლით, რომელიც კარგად არის გამოხატული პირველ ორ სეგმენტზე. განვითარების შუა სტადიაში მყოფ მატლებს, რომლებიც მოთავსებული არიან ფუტკრის თავის და მკერდის შეერთების ადგილზე, აქვთ 2,5 მმ სიგრძე. ბუზის მატლი ფუტკრის მკერდის არეში იჭრება ზურგის მხრიდან ფრენის დროს გაშიშვლებულ თავისა და მკერდის შეერთების ადგილიდან. აქ მატლი ვითარდება და მწიფდება, სიგრძით 11-15 მმ, სიგანე კი 3 მიკრონს აღწევს.

ფუტკრის ძირითადი მასა იღუპება დაინვაზირებიდან პირველი ათი დღის განმავლობაში. ისინი ორგანიზმში ნელა ვითარდებიან, ამიტომაც დაინვაზირებული ფუტკრები შედარებით დიდხანს – 9 დღემდე ცოცხლობენ.

მომწიფებული მატლი მკვდარი ფუტკრის სხეულიდან გამოდის თავისა და მკერდის შეერთების ადგილიდან, ამ მათ მიერვე სხეულის ნებისმიერ ადგილზე გაკეთებული ხვრელიდან. გამოსული მატლები ძვრებიან ნიადაგში რამოდენიმე სმ. სიღრმეში და 1-3 დღეში ჭუპრდებიან. დაჭუპრებული მატლის საფარი მოყავისფრო – წითელ ფერს ღებულობს, ზომით 0,5 0,8 მმ -ია და ჭიპის ფორმას ღებულობს. ჭუპრობის სტადია 7-12 დღე გრძელდება.

ბუზი სენოტაინიის ბიოლოგიური განვითარების საერთო ციკლი 15-35 დღე გრძელდება.

ზაფხულში იძლევიან არანაკლებ ორ გენერაციას და ზამთრობენ მიწაში 20სმ. სიღრმეზე. დაავადება ვლინდება ივნისიდან – სექტემბრამდე, განვითარების მაქსიმუმს აღწევს ივლისის მეორე ნახევარსა და აგვისტოში. უფრო ხშირად ავადდებიან ის ოჯახები, რომლებიც მზის გულზე არიან მოთავსებულნი, დაავადების ინტენსიური განვითარება ხდება მაშინ, როცა ჩნდება ბუზის მეორე და მესამე გენერაცია.

მოღალე ფუტკრები იღუპებიან 2 9 დღეში , ფუტკრის სიკვდილიანობის სიჩქარე დამოკიდებულია ორგანი ზმში შეჭრილი მატლების რაოდენობაზე. ხშირად ნახულობენ ფუტკრის სხეულში 2-3 და მეტ მატლს. ჩვენ შემთხვევაში დაფიქსირებულია 4-6 მატლის არსებობაც.

კლინიკური ნიშნები

 მოღალე ფუტკრის მეტი ნაწილი იღუპება საფუტკრიდან მოშორებით, მკვდარ ფუტკრებს ვხვდებით სკის მოსაფრენ ფიცარსა და სკის წინა ტერიტორიაზე. ცუდი ამინდის დადგომისას აღინიშნება ფუტკრის სიკვდილიანობის ზრდა. მოღალე ფუტკრები კარგავენ ფრენის უნარს. მიწაზე ვხვდებით მცოცავ და მხტუნავ ფუტკრებს, რომლებიც ფრთებს მიათრევენ. თვითგამოჯანმრთელმებას ადგილი არა აქვს.

ხოჭოს მატლები თავის განვითარებას ამთავრებენ მკვდარი ფუტკრის სხეულში, რის გამოც ზოგჯერ ფუტკარს თითქოს სიცოცხლის ნიშანწყალი ატყვია, გადიდებული მუცელი შიგ მატლების არსებობის გამო ინძრევა. დიაგნოზი ისმება საფუტკრეში ბუზი სენოტაინების და დაავადებული და მკვდარი ფუტკრის მკერდის არეში ბუზის მატლების ნახვით. სადიაგნოსტიკოდ ლაბორატორიაში იგზავნება სპირტში ან თაფლში მოთავსებული ფუტკრის ნიმუშები.

ბრძოლის ღონისძიებებში შედის ბუზების მოსპობა საფუტკრეში მათი შეგროვებით და დაწვით.

მკვდარი და გადმოყრილი მცოცავი ფუტკრების ადვილად შესაგროვებლად სკის წინა მოედანს კარგად ტკეპნიან. სენოოტაინიის ბუზების მოსასპობად სკის სახურავზე აფენენ სქელ ქაღალდს, ასხამენ 1% სახამებლის წყლიან სუსპენზიას, რომელიც შეიცავს 0,5% ქლოროფოსს. კარგ შედეგს ღებულობენ სკის სახურავზე თეთრი ქაღალდის ან თეთრი მინის ზე დაპირზე 0,05% ციოდრინის ვაზელინიანი ემულსიის წაცხებით და შემოდგომაზე დაბარვის დროს მიწაში თიაზინის (100გრ. 1მ² ) შეტანით.

რეკომენდებულია ასევე სახურავზე პერკაპტოფოსიანი (2-3 წვეთი) წყლის ნაზავით სავსე თეთრი ფერის ან თეთრძირიანი წყლით სავსე ჭურჭლის მოთავსება. სიცხეში წყლის საშოვნელად გამოსული ბუზები ეტანებიან თეთრი ფერის ჭურჭელს და მასში იხოცებიან.

დროთა განმავლობაში პრეპარატიან ნაზავს ახლით ცვლიან.

წყარო: futkara.ge