აგრარული განათლებარუბრიკებიფერმერი ფერმერს

შესაძლებელია თუ არა ამონიუმის გვარჯილის შედარებით იაფი საშუალებებით ჩანაცვლება?

 ამონიუმის გვარჯილის შემადგენლობას, შეტანის წესს და ხარჯვის ნორმას თუ არ გავითვალისწინებთ, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა აზოტიანი სასუქები. მოგეხსენებათ ამონიუმის გვარჯილის სწორი ხარჯვის ნორმით მოსავლიანობა დაახლოებით 35%-მდე იზრდება. თუ ამ შემთხვევაში შევადარებთ კომბინირებულ წამლობას  10-15 დღიანი ინტერვალებით, შემდეგი ხარჯვის ნორმით აგამინ ექსტრა (500მლ) +აგასოლი NPK 19:19:19 (1კგ) / ჰა -შედეგი თვალსაჩინოა.

მოგეხსენებათ ამონიუმის გვარჯილა NH4NO3 მიიღება ამიაკის და აზოტმჟავის ურთიერთმოქმედებით; კარგად იხსნება ნიადაგის ტენში და მცენარეები შეტანილი სასუქიდან  უფრო ინტენსიურად ითვისებს  NH4+ კათიონს, ამიტომ ამ სასუქის ინტესიური შეტანა სუსტად ამჟავებს ნიადაგს. ასევე უმნიშვნელოდ გაზრდილი ხარჯვის ნორმებიც აბინძურებს გრუნტის წყლებს, ჰაერს, ნიადაგს და მცენარეულ პროდუქტებს ნიტრატული და ამიაკური ფორმის სასუქების ანალოგიურად.

ამის გათვალისწინებით და ეკოლოგიური თვალსაზრისით, შესაძლებელია როგორც ერთწლიანი ისე მრავალწლიანი კულტურების ზემოთხსენებულ წყალში ხსნადი სასუქებით (აგამინ ექსტრა +აგასოლი NPK 19:19:19) გამოკვება, რომლიც შესაძლებელია გამოიყენოთ როგორც ფოთლოვანი, ისე წვეთოვანი გამოკვების გზით.

არსებობს ასევე ნიადაგში აზოტის შევსების სხვა გზებიც:

ნალექებით ნიადაგში ხვდება ჭექა-ქუხილის დროს დაჟანგული აზოტი 5-10 კგ რაოდენობით. ნიადაგში თავისუფლად მცხოვრები მიკროორგანიზმებით და პარკოსანთა ფესვებზე სიმბიოზურად მცხოვრები კოჟრის ბაქტერიების მიერ. ნიადაგში თავისუფლად მცხოვრებ ბაქტერიებს 1 ჰა-ზე შეუძლიათ დააგროვონ 5-7 კგ აზოტი, ხოლო პარკოსანთა ფესვებზე  მცხოვრებ კოჟრის ბაქტერიებს _ 100-200 კგ/ჰა. სამყურა აგროვებს 160-170 კგ, იონჯა _  250-300 კგ; სოია _ 100 კგ, ლობიო, ცერცველა _ 70-80 კილოგრამს.

რა თქმა უნდა ნიადაგის აზოტით გამდიდრების ეს წყაროები საკმარისი არა არის  მოსავლით გატანილი, ასევე დენიტრიფიკაციით და ჩარეცხვით დაკარგული აზოტის რაოდენობის შესავსებად.

ამიტომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გაზრდის ერთადერთ სწორ გზას სიდერატებადარკოსანი ბალახების თესვა და მინერალურ-ორგანული სასუქების გამოყენება-შეთანაწყობა წარმოადგენს.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“   №5 (116)