სიდერატების როლი ნიადაგის ნაყოფიერების მართვაში
ნიადაგი რთული აგებულების ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც თავის თავში აერთიანებს ბაქტერიებს, მიკროორგანიზმებს, სასარგებლო მწერებს და ადამიანის საარსებო გარემოს უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვენელოვანია მისი შედგენილობის ცოდნა და ამის გათვალისწინებით აგროტექნიკული სამუშაოების დაგეგმვა. ნიადაგის ნაყოფიერების განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის უპირველესი ჰუმუსია, რომლის შევსების წყაროს, მცენარეული ბიომასა და მისი დაშლის პროდუქტები წარმოადგენს, რის ნაკლებობაც ნიადაგის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების დაკნინებას იწვევს.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ნიადაგი მთელი წლის განმავლობაში დაფარული იყოს მცენარეებით, „სიდერატებით“, რომელიც შემდგომში ჩაკეთდება (ჩაიკეპება) ნიადაგში და გაამდიდრებს მას სასარგებლო მიკროორგანიზმებით, გარდაიქმნება ჰუმუსად.
საბედნიეროდ საქართველოში არიან ფერმერები, რომლებსაც ესმით სიდერატების მნიშვნელობა და წარმატებითაც იყენებენ მათ საკუთარ მეურნეობაში.
ამ მხრივ გამორჩეულია ახმეტის რაიონის სოფელ არგოხში ბატონი ჯან ჟაკი, რომელიც კახეთში ბიოპროდუქციას აწარმოებს.
2018 წელს მას ძირითადი მოსავლის აღების შემდგომ, შემოდგომით დათესილი ჰქონდა შემდეგი მარცვლოვანი და პარკოსანი ბალახების ნარევი: საძოვრის კოინდარი (Lolium perenne), შვრია (Avena sativa), საშემოდგომო ცერცველა (Vicia villosa), ინკარტანული სამყურა (Trifolium incarnatum) და ზეთოვნი ბოლოკი(Raphanus sativus).
ამ მარტივი ოპერაციით შესაძლებელი გახდა ჰუმუსის მატების ხარჯზე, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდა ქარისმიერ და წყლისმიერ ეროზიით გამოწვეული ზარალის შემცირება. ნიადაგის გამკვრივებასთან დაკავშირებული პრობლემების ე.წ ქუსლის დაშლა და პროფილის გაღრმავება. ასევე პათოგენური მიკროორგანიზმების წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიებების გატარება.
სიდერატების როლი ნიადაგის ნაყოფიერების მართვაში, ახმეტის რაიონი სოფელი არგოხი 29 მარტი
სიდერატების როლი ნიადაგის ნაყოფიერების მართვაში, ახმეტის რაიონი სოფელი არგოხი 29 მარტი ნიადაგი რთული აგებულების ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც თავის თავში აერთიანებს ბაქტერიებს, მიკრორგანიზმებს, სასარგებლო მწერებს და ადამიანის საარსებო გარემოს უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვენელოვანია მისი შედგენილობის ცოდნა და ამის გათვალისწინებით აგროტექნიკული სამუშაოების დაგეგმვა. ნიადაგის ნაყოფიერების განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის უპირველესი ჰუმუსია, რომლის შევსების წყაროს, მცენარეული ბიომასა და მისი დაშლის პროდუქტები წარმოადგენს, რის ნაკლებობაც ნიადაგის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების დაკნინებას იწვევს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ნიადაგი მთელი წლის განმავლობაში დაფარული იყოს მცენარეებით, “სიდერატებით“, რომელიც შემდგომში ჩაკეთდება ( ჩაიკეპება) ნიადაგის პროფილში და წარმოადგენს რა სასარგებლო მიკროორგანიზმების საკვებს , მათი მოქმედებით გარდაიქმნება ჰუმუსად. საბედნიეროდ საქართველოში არსებობენ ფერმერები, რომლებსაც ესმით სიდერატების მნიშვნელობა და წარმატებითაც იყენებენ საკუთარ მეურნეობაში. მათ შორის გამორჩეულია ბატონი ჯან ჟაკი, რომელიც მოღვაწეობს კახეთში და აწარმოებს ბიოპროდუქციას. 2018 წელს მას ძირითადი მოსავლის აღების შემდგომ, შემოდგომით დათესილი ჰქონდა შემდეგი მარცვლოვანი და პარკოსანი ბალახების ნარევი: საძოვრის კოინდარი (Lolium perenne), შვრია (Avena sativa), საშემოდგომო ცერცველა (Vicia villosa), ინკარტანული სამყურა (Trifolium incarnatum) და ზეთოვნი ბოლოკი(Raphanus sativus). ამ მარტივი ოპერაციით შესაძლებელი გახდა ჰუმუსის მატების ხარჯზე, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდა ქარისმირ და წყლისმიერ ეროზიით გამოწვეული ზარალის შემცირება. ნიადაგის გამკვრივებასთან დაკავშირებული პრობლემების ე.წ ქუსლის დაშლა და პროფილის გაღრმავება. ასევე პათოგენური მიკროორგანიზმების წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიებების გატარბა.
Gepostet von აგრო სახლი – Agro House am Sonntag, 14. April 2019