სიმინდის დასათესად ნიადაგის დამუშავება ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის ზონებში

ქარისმიერი ეროზიის ზონებში (საგარეჯოს, გურჯაანის, თეთრიწყაროს, მარნეულის, მცხეთის რაიო-ნები) თავთავიანი კულტურების მოსავლის აღებისთანავე ნაწვერალი უნდა აიჩეჩოს საოში ან ბრტყლადმჭრელი კულტივატორით 8-10 სმ. სიღრმეზე, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ზედაპირზე ნაწვერალის შენარჩუნება. ნაკვეთის ფესურიანი სარეველებით დასარევლიანების შემთხვევაში აჩეჩვა ტარდება უფრო ღრმად (10-12 სმ). აჩეჩილი მინდორი მუშავდება 22-25 სმ. სიღრმეზე ბრტყლადმჭრელი კულტივატორით. ადრე გაზაფხულზე ტენის დახურვის მიზნით მზრალი უნდა დაიფარცხოს ბიგ-3 ფარცხით, ხოლო მზრალის თესვისწინა დამუშავება ჩატარდეს კულტივატორ ბრტყლადმჭრელით.

ფერდობებზე წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ ხვნა, ნიადაგის თესვისწინა დამუშავება, თესვა და ნათესის მოვლის ღონისძიებები ტარდება ფერდობის დახრილობის განივად.

3-4 გრადუსიანი დახრილობის ფერდობებზე განივად ხვნის გარდა ჩამონადენი წყლის შეკავების უნა-რის გადიდებისათვის 2-3 წელიწადში ერთხელ ტარდება ღრმად ხვნა 30-32 სმ. სიღრმეზე. მცირე სიღრ-მის ნიადაგებზე ეს ღონისძიება ტარდება ქვედა, ნაკლებნაყოფიერი ფენის გაფხვიერებით გუთანზე და-ყენებული დამაღრმავებელის საშუალებით.

4-6 გრადუსიანი დახრილობის ფერდობებზე ტარდება ხნულის დაბაძოება, რაც ხორციელდება გუთნის ერთ-ერთ განაპირა ტანზე გაკეთებული გადიდებული ფრთით.

7-8 გრადუსიანი დახრილობის ფერდობებზე კარგ შედეგს იძლევა კულტურათა ზოლურად თესვა. პირ-ველ ზოლში ითესება მრავალწლიანი ბალახები, მეორეში — თავთავიანი კულტურები, მესამეში — სათოხნი კულტურები. მრავალწლიანი ბალახები ითესება 2-3 წლის სარგებლობით, ხოლო თავთავიანი და სა-თოხნი კულტურები ურთიერთმონაცვლეობენ. 7-8 გრადუსიან დახრილობის ფერდობებზე ზოლის სიგა-ნე არ უნდა აღემატებოდეს 25-30 მეტრს, ხოლო 10-15 გრადუსიანზე 15-20 მეტრს. ზოლების სიგანე სა-სოფლო-სამეურნეო მანქანების მოდების განის ჯერადი უნდა იყოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.