აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

ნიადაგის მომზადება სიმინდის დასათესად დასავლეთ საქართველოს ზონებისათვის

დასავლეთ საქართველოში სიმინდისთვის ნიადაგი (ნასიმინდარი და ნასოიარი) უნდა მოიხნას შემდეგი თანმიმდევრობით:
იმერეთის დაბლობზე და კოლხეთის დაბლობის შემაღლებულ ნაწილში ნიადაგი იხვნება შემოდგომით, ზამთრის პირას ან ზამთარში.

კოლხეთის დაბლობ ნაწილში (სამტრედიის ქვემოთ) ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე მინდორში გასვლის პირველივე შესაძლებლობისთანავე იხვნება, ამავე დროს იხვნება დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ეწერი და ეროზიასაშიში ნიადაგები.

ზემო იმერეთის ბარის ალუვიური ნიადაგები მუშავდება დეკემბრის დამდეგიდან, როგორც კი ამინდი ამის საშუა-ლებას მოგვცემს.

ფერდობებზე, სადაც ნიადაგის ჩამორეცხვის საშიშროებაა, ნიადაგი ადრე გაზაფხულზე, მინდორში გასვლის პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა დამუშავდეს.

საშემოდგომო შუალედური კულტურებისაგან გათავისუფლებული ნაკვეთები (შვრიანარევი ბარდა, რაფსი, ტურნეფსი და სხვა) მოსავლის აღებისთანავე იწყება ხვნა, მაგრამ არა უგვიანეს მაისის პირველი დეკადისა. შუალედური კულტურების აღება მწვანე საკვებად ხდება დროულად, რათა არ დაგვიანდეს მომდევნო, ძირითადი საგაზაფხულო კულტურებისათვის ნიადაგის მომზადება და მისი თესვა. შუალედური კულ-ტურებისაგან გათავისუფლებული ნიადაგი  14-16 სმ. სიღრმეზე იხვნება.

ალუვიური ნიადაგები უნდა მოიხნას 22-25 სმ. სიღრმეზე, ხოლო ეწერი და მცირე სიღრმის ნიადაგები — ჰუმუსოვანი ფენის მთელ სიღრმეზე უწინმხვნელო გუთნით 18-20 სმ. სიღრმეზე, სახნავი ფენის დაღრმავებით.

მზრალად და ზამთარში მოხნულ ნაკვეთებზე თუ გაზაფხულზე ხნული დამჯდარი აღმოჩნდა, ტარდე-ბა აოშვა ფრთებშეხსნილი საოში გუთნით 14-16 სმ. სიღრმეზე თანმიყოლებული დაფარცხვით.

გაზაფხულზე ხნული მუშავდება დისკოებიანი ფარცხით, ხოლო თესვის წინ დისკოებიანი ან კბილები-ანი მძიმე ფარცხით.

შუალედური კულტურებისაგან გათავისუფლებულ ნაკვეთზე ხვნასთან ერთად ტარდება ფარცხვა, ხოლო თუ ხნული ბელტიანია, იგი უნდა დამუშავდეს განმეორებით დისკოებიანი იარაღით, თანმიყოლებული ფარცხით.

დასავლეთ საქართველოს ბარში შალაფით ძლიერ დასარევლიანებული ნაკვეთები უნდა მოიხნას სი-მინდის აღებისთანავე 20-22 სმ. სიღრმეზე. ხნული მუშავდება დისკოებიანი იარაღით, თანმიყოლებული ფარცხით, არაუგვიანეს ოქტომბრის მეორე ნახევრისა და ითესება შუალედური კულტურა (შვრიანარევი ცულისპირა, ბარდა და სხვა) მწვანე საკვებად. მწვანე მასის გათიბვისთანავე (მაისის მეორე ნახევარი) ნაკვეთი უნდა მოიხნას სრულ სიღრმეზე, ხნული დამუშავდეს დისკოებიანი იარაღით და დაითესოს სოი-ანარევი სიმინდი, როგორც მთლიანსათესი კულტურა. სასილოსედ ან მწვანე საკვებად სოიანარევი სი-მინდის გათიბვისთანავე ნიადაგი იხვნება 16-18 სმ. სიღრმეზე ზაფხულის ცხელ დღეებში შალაფის ფე-სურების გამოშრობის და მოსპობის მიზნით.

ეწერი ნიადაგების გასაუმჯობესებლად, 8-10 წელიწადში ერთხელ, ზაფხულში ან შემოდგომაზე ღრმად (32-35 სმ) მოხნულ ნიადაგში ან, გაზაფხულზე შეაქვთ კირშემცველი სასუქები: კირქვა 4-8 ტ/ჰა, დეფიკაციური ტალახი -8-10 ტ/ჰა, ან დოლომიტის ფქვილი 3-4 ტ/ჰა-ზე. კირშემცველ სასუქთან ერთად შეაქვთ სრული მინერალური სასუქები. სასუქების შეტანისთანავე ნიადაგი გადაიხვნება 12-15 სმ. სიღრ-მეზე თანმიყოლებული ფარცხით.

აღმოსავლეთ საქართველოში, ნიადაგში ტენის შენარჩუნების, ზედაპირის მოსწორების და სარეველე-ბის აღმონაცენის მოსპობის მიზნით მზრალი უნდა დაიფარცხოს.

სარეველების აღმოცენებისთანავე ტარდება კულტივაცია თათებიანი კულტივატორით 8-10 სმ. სიღრ-მეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით, ხოლო თესვამდე 3-4 დღით ადრე — თესვისწინა კულტივაცია ხორციელდება 6-8 სმ. სიღრმეზე, ფარცხვით.