აგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

სმარტ-ფერმები და ციფრული აგროტექნოლოგიები

ინოვაციური ტექნოლოგიების ერაში განვითარებული ქვეყნები სულ უფრო და უფრო დიდ როლს ანიჭებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ფერმერულ მეურნეობებში. მაგალითად, გერმანიაში საკმაოდ დიდი თანხების ინვესტირება ხდება სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების განვითარებაში.

2017 წელს დაახლოებით 1 მილიარდი ინვესტიცია ჩაიდო დამწყები საწარმოებისა და სტარტაპების საქმიანობაში. ერთ-ერთი საინტერესო გამოგონება, სასოფლო სამეურნეო ტექნოლოგიების მწარმოებელმა ჯონ დეერმა გამოიყენა. ,,Blue River Technology”, კომპანიაა რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, განსაზღვრავს თითოეული მცენარისათვის საჭირო პესტიციდის რაოდენობას და შესაბამისი დოზით აწვდის მას.

აღნიშნული მიდგომა სრულიად ახალ პერსპექტივებს ხსნის სოფლის მეურნეობის დარგში, რაც იმას გულისხმობს, რომ აღარ იქნება საჭირო მთელი სამეურნეო ტერიტორიის შეწამვლა და მისი სარეველებისგან გასუფთავება. იგივე ეხება სასუქს, რომელსაც მცენარე საჭიროებს. ხელოვნური ინტელექტი ითვლის მცენარისთვის საჭირო რაოდენობას, გეოდეტებისა და ნიადაგის რუკების დახმარებით.

ეს ინფორმაცია მიეწოდება ტრაქტორს, რომელსაც არ ჰყავს მძღოლი GPS-ისა და ლაზერის მეშვეობით საჭირო ტრაექტორიით გადაადგილდება. მას ზუსტად შეუძლია, განსაზღვროს დრო, მცენარეთა რაოდენობა და სასუქის საჭიროება, კონკრეტულ ფართობზე.

გერმანიაში დანერგილია რობოტის მეშვეობით მარცვლეული კულტურის თესვაც. აპლიკაციაში მოინიშნება ადგილი, სადაც უნდა ჩაიყაროს თესლი და შემდეგ ტრაქტორის მეშვეობით ხდება მისი, სათეს ფართობზე განაწილება. აღნიშნული ინფორმაცია ინახება ფაილის სახით და შემდეგ თითოეული თესლი იღებს მისთვის საჭირო ,,ზრუნვას”.

ბონის უნივერსიტეტში შეიმუშავეს პროექტი ,,Crop Watch”, რაც დრონებისა და კამერების მიერ სახნავ-სათესი მინდვრების ,,დაზვერვას” გულისხმობს, კეძროდ, ტრაქტორებზე დამაგრებული კამერები და მფრინავი აპარატები სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეისწავლიან ნიადაგის მდგომარეობას მისი დამუშავებისას და შემდგომ.

პროგრამა გამოითვლის მოსავლის აღების დროს, ამინდის პროგნოზის და ნიადაგის მდგომარეობის გათვალისწინებით.

დრონებს იყენებენ მეცხოველეობაშიც.

პროგრამას, ასევე, შეუძლია, მოახდინოს პრევენცია, რათა დაავადებული ცხოველი ღია სივრციდან სადგომში დაბინავებამდე გამოვლინოს და გამოაცალკეოს სხვა ცხოველებისგან.

ფერმერებისთვის, რომლებიც მერძევეობით არიან დაკავებული, მნიშვნელოვანია აპლიკაცია, რომელიც მათ ძროხების შესახებ ინფორმაციას აწვდის, რათა ფერმერმა დროულად შეძლოს საჭიროების შემთხვევაში ვეტერინარის გამოძახება და პირუტყვის დახმარება. იგი ყურზე დამაგრებული  სენსორის მეშვეობით აკვირდება ძროხის აქტიურობას, ცვლილებებს ქცევაში, რაც შეიძლება სიცხით, ან საჭმლის მომნელებელი სისტემის თუ სხვა პრობლემით იყოს გამოწვეული.

ფერმერისთვის მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის მიღება ამა თუ იმ პროდუქტის შეძენისას, მითუმეტეს, როცა ტექნოლოგია იძლევა იმის საშუალებას, დააკვირდე კონკრეტულ ტერიტორიაზე, როგორ და რა მეთოდებით იქნა მიღებული ესა თუ ის მოსავალი.

მომავლის ტექნოლოგია, ჭკვიანი კამერები და ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო აახლოებს კავშირს მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის. ვიდეოკამერების ჩანაწერებით მათი ინფორმირება ხდება ოპერატიულად თუ როგორ ჯანსაღ ნიადაგზე და რა მეთოდით მიიღეს მოსავალი.

დიგიტალიზაცია, ხელოვნური ინტელექტი და ინოვაციური ტექნოლოგიები ახალ ეტაპზე გადაიყვანს სოფლის მეურნეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცალკეული დარგების რენტაბელობის გასაზრდელად.

წყარო:asea.ge/author/londa/