დარგებიმემცენარეობაფერმერი ფერმერს

სოკოები

სოკო ეკუთვნის უმდაბლეს მცენარეებს. ცნობილია სოკოების მილიონამდე სახეობა, ისინი ჰეტეროტროფები არიან. გვხვდება როგორც საპროფიტი, ისე პარაზიტი სოკოები, ზოგი კი სიმბიოზურ კავშირშია სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან. თალუსის აგებულების მიხედვით სოკოები იყოფიან პლაზმურ (მათი სხეული წარმოადგენს შიშველ პლაზმას) და მიცელიარულ (აქვთ ძაფნაირი თალუსი ანუ მიცელიუმი) სოკოებად.

მიცელიუმის შემადგენელ ძაფებს ჰიფები ეწოდებათ. მიცელიუმი შეიძლება იყოს 1 ან მრავალუჯრედიანი, დატოტვილი ან დაუტოტავი, შეფერილი და შეუფერავი, ერთწლიანი (მცენარის 1 წლიან ორგანოებში) ან მრავალწლიანი (მრავალწლიან ორგანოებში). უჯრედშიდა ანუ ენდოფიტური (სოკოების უმეტესობას), უჯრედგარე ანუ ეგზოფიტური (ნაცროვან სოკოებს) და უჯრედშორისი (მაგ. ჭრაქის, ფიტოფტორის გამომწვევ სოკოებს).

სოკოების გამრავლება

სოკოები მრავლდება ორი გზით _ უსქესოდ და სქესობრივად. უსქესო გამრავლება მიმდინარეობს ვეგეტატიურად (მილეციუმის ან მისი სახეცვლილებების ნაგლეჯებით, დაკვირტვით) და უსქესო სპორებით. სქესობრივი გამრავლების ფორმებია: ჰოლოგამი, ჰეტეროგამია, იზოგამი, ზიგოგამია (უმდაბლეს სოკოებში), ოოგამია და აპოგამია (უმაღლეს სოკოებში).

ნაყოფსხეულები

სოკო სოკო სოკო სოკო ლკადლფჯასლდ

სოკოების ნაწილი წარმოქმნის ნაყოფსხეულებს, რომლებშიც სპორები ვითარდება. ნაყოფსხეული შეიძლება იყოს მიკროსკოპული და მაკროსკოპული. მაკროსკოპული ნაყოფსხეული აქვთ მაგალითად ქუდიან და აბედა სოკოებს, ხოლო მიკროსკოპული ნაყოფსხეული ახასიათებთ ჩანთიან სოკოებს: კლეიტოკარპიუმი, პერიტეციუმი, აპოტეციუმი და უსრულ სოკოებს – პიკნიდიუმი.

სპორა

სპორა სოკოებში იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც თესლი უმაღლეს ფარულთესლოვან მცენარეებში ე.ი. გამრავლებას ემსახურება, ოღონდ იგი უფრო მარტივი აგებულებისაა. გარედან აქვს გარსი, შიგნით კი ციტოპლაზმა თავისი ორგანოიდებით და ბირთვი. სპორა შეიძლება იყოს 1,2 ან მრავალუჯრედიანი, შეფერილი ან შეუფერავი, მოძრავი ან უძრავი, სხვადასხვა ფორმის და ზომის, უსქესო ან სქესიანი, შინაგანი წარმოშობის ანუ ენდოგენური და გარეგანი წარმოშობის ანუ ეგზოგენური.

სოკოების კლასიფიკაცია

სოკოების კლასიფიკაცია ხდება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, მაგრამ კლასიფიკაციის საფუძველს ძირითადად წარმოადგენს გამრავლების, კერძოდ, სქესობრივი გამრავლების ფორმა. გარდა ამისა, მხედველობაში იღებენ იმას თუ, როგორია თალუსი _ პლაზმური თუ მიცელიარული; მიცელიუმი ერთუჯრედიანია თუ მრავალუჯრედიანი, შეფერილია თუ შეუფერავი, ერთწლიანი თუ მრავალწლიანი, ივითარებს თუ არა სახეცვლილებებს, ენდოფიტურია თუ ეგზოფიტური, როგორი წარმოშობის სპორები აქვთ. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე სოკოების კვებითი სპეციალიზაცია და სხვ.

სოკოები იყოფიან ორ ჯგუფად _ უმდაბლესი და უმაღლესი სოკოები.

რუსუდან ძიძიშვილი

აგრონომიის საფუძვლები