პარასკევი, დეკემბერი 26, 2025
აგროსიახლეები

სოფელ კარდენახში გამანაწილებელი არხი დანალექი გრუნტისგან და ხე-ბუჩქნარისგან გაიწმინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სოფელ კარდენახში გამანაწილებელი არხის მოწესრიგება დაასრულა.
რხის 1000-მეტრიანი მონაკვეთი დანალექი გრუნტისგან და ხე-ბუჩქნარისგან გაიწმინდა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, სარწყავი სისტემის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რამაც 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მორწყვის ხარისხი გააუმჯობესა.

სარწყავი წყლის სტაბილურად მიწოდება ადგილობრივ ფერმერებს  ხელს შეუწყობს ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში.

აღსანიშნავია, რომ კახეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია გასარწყავიანებული, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა,  წყალსაწრეტი სისტემა გაუმჯობესებულია 8 725 ჰექტარ მიწის ფართობზე.