აგროსიახლეები

სოფლად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტი _ როგორ მივიღოთ მონაწილეობა

პროექტის აღწერა

„სოფლად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტის“ (RSMEDP) მიზანია SME ბიზნესის ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა დაფინანსებაზე უფრო ეფექტურად წვდომის გზით, კერძოდ პროგრამის მეშვეობით დაგეგმილია, რომ სოფლად არსებულ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს გაუმარტივდეთ საბანკო კრედიტების მიღება თუ სახელმიწფო პროგრამებით სარგებლობა ფინანსური სერვისების მიღების გზით და შედეგად საკუთარი ბიზნესი გახადონ უფრო მდგრადი და წარმატებული.
პროექტის მეშვეობით მეწარმეებს ექნებათ შესაძლებლობა მომსახურება მიიღონ ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი საკონსულტაციო ორგანიზაციების მიერ და ამგვარად გახადონ თავიანთი კომპანიის ფინანსური უწხყისები უფრო სანდო და გამჭვირვალე. SMEDA-მ შეარჩია 4 ბუღალტრული და საკონსულტაციო მომსახურების პროვაიდერი კომპანია აჭარასა და იმერეთში, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელი მეწარმეებისთვის მომსახურეობის გაწევაზე.

პროექტის დეტალები:

• სამიზნე რეგიონი: იმერეთი; აჭარა (პროექტის მიზნებისთვის არ ვზღუდავთ ასევე აბაშის რაიონში არსებულ მეწარმეებს; ასევე, გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია სხვა რეგიონებში არსებული მეწარმეების განხილვაც);

• მეწარმეების სამიზნე რაოდენობა: ჯამში 140-150 მეწარმე, აქედან:

o აქედან, 70 დაფინანსებული მეწარმე (ბიზნესები, რომლებმაც აიღეს სესხი ან რაიმე სახის დაფინანსება პროექტის მომსახურების მიღების შედეგად.)

o აქედან, 150 მეწარმე რომელმაც მიიღო დაფინანსებაზე წვდომასთან დაკავშირებული კონსულტაცია.

• მეწარმეთა შერჩევის კრიტერიუმები:

o ბიზნესის ზომა: 2022 წლის ბრუნვა 100 000<; გადასახადის გადამხდელი პირი (ინდ.მეწარმე ან შპს);

• ანაზღაურება:

o კონსულტაციის შემთხვევაში პროექტის მიერ ხდება მომსახურების ღირებულების 85%-ის დაფინანსება, ხოლო მეწარმე გადაიხდის დარჩენილ 15%-ს.

o ფინანსური უწყისების მომზადების შემთხვევაში პროექტის მიერ ხდება მომსახურების ღირებულების 90%-ის დაფინანსება, ხოლო მეწარმე გადაიხდის დარჩენილ 10%-ს.

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია გაიარეთ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/venskrQSEnaWcXhZ8