აგროსიახლეები

სოფლის მეურნეობა რიცხვებში

2020 წელს, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში პროდუქციის გამოშვებამ 5.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 11.3%-ით, ხოლო 2012 წლის მაჩვენებელს 59.3%-ით აღემატება. სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობების გამოშვების მაჩვენებელში, უდიდესი წილი მოდის სოფლის მეურნეობაზე (2020 წლის მაჩვენებლების მიხედვით – 95.4%). 2020 წელს, სოფლის მეურნეობის დარგში პროდუქციის გამოშვებამ (პირველადი წარმოება), 5.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 658 მლნ ლარით (13.6%) აღემატება 2019 წლის და 2.4 მილიარდი ლარით (75.1%) აღემატება 2012 წლის მაჩვენებლებს. 2012 წლიდან 2020 წლამდე, სოფლის მეურნეობის დარგის გამოშვების მაჩვენებლის ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა ხილის, კაკლის, სასმელებისა და სუნელ-სანელებლების წარმოებისათვის საჭირო კულტურების მოყვანის და მეცხოველეობის მიმართულებით დაფიქსირებული გამოშვების ზრდის მაღალმა მაჩვენებელმა.

სსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

ვრცლად იხილეთ თანდართულ დანართში ან გახსენით ბმული: https://mepa.gov.ge/Ge/Reports