სუბსიდიები – სტიმული პოლონელი ფერმერებისთვის

 

ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ პოლონელ ფერმერები ფიქრობდნენ, რომ მძაფრი კონკურენციის პირობებში ევროკავშირის ბაზარზე მუშაობა გაუ-ჭირდებოდათ, მაგრამ ყველაზე მეტად რაც აშინებდათ, იმაში გაუმართლათ. აგრარული სექტორი პოლონეთის ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით ევ-როკავშირის ბაზარზე ყველაზე კონკურენტუნარიანი გამოდგა. პოლონური სა-სოფლო-სამეურნეო პროდუქცია ევროპის ბაზარზე დიდი ხანია კარგი რეპუტა-ციით სარგებლობს. ეკონომიკური ეფექტის გარდა, ქვეყანა „ჯილდოდ”,  ევრო-კავშირის ბიუჯეტიდან აგრარული დარგის სტიმულირებისთვის სოლიდურ სუბ-სიდიას იღებს. წარმატება კი თვალსაჩინოა, ევროპის ამ უზარმაზარ ბაზარს, მის შესაძლებლობებსა და გამოცდილებას პოლონელი ფერმერები ეფექტიანად იყენებენ.

 როგორ აღწევენ პოლონელები ასეთ წარმატებას

უპირველეს ყოვლისა  (არა მარტო პოლონელთა აზრით) — მაღალხარისხიანი პროდუქციით. თვალსაჩინოა ისიც, რომ ამაში პოლონელი ფერმერების ხელს მობილურობა, ჭკუა და მუყაითი შრომა უწყობს.

— დღეს პოლონეთი ეკონომიკურად ევროკავშირის ქვეყნებს საკმაოდ ჩამორჩება — იმპორტი ექს-პორტს მნიშვნელოვნად სჭარბობს, მაგრამ სულ სხვა ვითარებაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და ვაჭრობაში. აქ აგრარული პროდუქციის საქონელბრუნვის მასშტაბები წლიდან-წლამდე იზრდება.

თავის დროზე ევროკავშირმა პოლონეთის აგრარული სექტორის განვითარებისთვის საკმაოდ დიდი სუბსიდიები გამოყო. მათ პოლონელებს მისცეს შესაძლებლობა დაეხვეწათ ტექნოლოგიები და ისე გაე-ზარდათ წარმოების დონე, რომ ევროპის ბაზარზე ეფექტიანად გასვლა შეძლებოდათ. პროგრამამ იმუ-შავა — პოლონეთის აგრარული სექტორის მიერ წარმოებული პროდუქცია პრეტენზიულ ევრო-სტანდარ-ტებს მოერგოო. პირველ რიგში არა მასშტაბებით, არამედ  ხარისხით.

მართალია, პოლონეთში ფერმერთა სუბსიდიების მოცულობა შესამჩნევად მცირეა იმასთან შედარე-ბით რასაც დასავლეთევროპელი ფერმერები იღებენ, მაგრამ მათი პროდუქცია ევროპის ბაზარზე მოს-წონთ.

აგრარული სექტორის განვითარება უკვე პოლონეთის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცა-ნაა. ის ცდილობს ისეთი გარემო ჩამოაყალიბოს, რომ რაც შეიძლება მეტმა,  სოფლის მცხოვრებმა, მსხვილმა თუ მცირე ფერმერმა ისარგებლოს სხვადასხვა სახის სუბსიდიით.

საქმე არც თუ მარტივადა. იმისთვის რომ სოფლის მეურნეობის განსავითარებლად ევროკავშირიდან სუბსიდია მიიღოს, პოლონეთმა თავისი ბიუჯეტის გარკვეული წილი, დაახლოებით 25% უნდა მოახმა-როს ამ საქმეს. სწორედ ამას ითვალისწინებს სოფლის ტერიტორიების განვითარების პროგრამა რომე-ლიც პოლონეთში მოქმედებს. ამ თანხების განკარგვის წესსა და რიგს კანონი არეგულირებს.

ფერმერი რომელსაც მარცვლეული ან საფურაჟე კულტურები მოჰყავს, ყოველ  ჰექტარზე 550 ზლო-ტის (დაახლოებით 150 ევრო) ოდენობის სუბსიდიას იღებს, თუ მწირი მიწები აქვს და პირობებიც არაკე-თილსაიმედოა, დამატებით კიდევ 170-220 ზლოტი (45-50 ევრო) ეძლევა, ხოლო  თუ ფერმერი ეკოლოგი-ურ პროდუქციას  აწარმოებს, იგი 2500 ზლოტით _ 670 ევრო ჯილდოვდება.

სხვადასხვაგვარი სუბსიდიებია გათვალისწინებული ახალგაზრდა ფერმერებისთვის (ახალგაზრდად 40 წლამდე ფერმერი ითვლება). მაგალითად, ფერმის მემკვიდრეობით მიმღების სპეციალური ფინანსური დახმარება _ 13 300 ევროა.

ამასთან პირდაპირი დოტაცია სულაც არ განისაზღვრება წარმოების დონით. მიდგომა ასეთია: თუ გინდა რომ ფერმერისგან ხვალ რაიმე მიიღო, დღეს უნდა დაეხმარო!

სახელმწიფო სუბსიდიას აძლევს ფერმერთა საპენსიო ფონდებსაც. თუ ჩვეულებრივი პოლონელი მეწარმე საპენსიო ფონდში ყოველთვიურად 800 ზლოტს იხდის, ფერმერი კვარტალში ერთხელ იხდის 250 ზლოტს.

პოლონეთში ერთნაირი სტატუსით სარგებლობს ის, ვისაც ერთი ჰექტარი მიწის ფართობი აქვს და ისიც, ვინც — 1000 ჰექტარს უვლის. ფერმერები პოლონეთში არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს, მაგ-რამ იხდიან აგრარულ გადასახადს, რომელის ოდენობა მიწის ფართობზეა დამოკიდებულია გადასახადის მოცულობა პირობით ჰექტარზე 3,5 ცენტნერს არ აღემატება.

თუ ყოველივეს კარგად გავაანალიზებთ და კარგად დავითვლით, დავინახავთ, რომ პოლონელი ფერ-მერი გაცილებით მეტ სუბსიდიას იღებს სახელმწიფოსგან, ვიდრე ბიუჯეტში იხდის.

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მთავარ დამახასიათებელი ნიშანია მიწების დანაწევრებულობა — პატარა მეურნეობები. ძალიან ბევრია ისეთი ფერმები, რომლებსაც 2-3 ჰექტარი მიწა აქვს. ეს უფრო სო-ციალური მეურნეობებია, ვიდრე სასაქონლო პროდუქციის მწარმოებლები, მათი რაოდენობა თანდათან მცირდება.

დღეს პოლონეთში მეურნეობების 20% 10 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობს ფლობენ, მათ სასოფლოსა-მეურნეო მთელი სავარგულების 60% უჭირავთ. აქ მეურნეობების გამსხვილება მუდმივი პროცესია, რასაც სახელმწიფოც უწყობს ხელს. ის მიწების შესაძენად და მეურნეობის გასაფართოებლად დაბალპროცენტიან და გრძელვადიან კრედიტებს იძლევა.

სახელმწიფო მართალია ხელს უწყობს მეურნეობების გამსხვილებას, მაგრამ მხარს არ უჭერს მსხვილი ლატიფუნდების შექმნას, რასაც აგრარული უძრავი ქონების სახელმწიფო სააგენტო არეგულირებს.

 

პოლონეთში მიწისადმი ინტერესი 2003 წლიდან გაიზარდა და ფასმაც თანდათან მოიმატა. სოფლის მე-ურნეობისადმი დაინტერესება სუბსიდირების მოქნილმა სისტემამაც განაპირობა. დღეს პოლონეთში დასავლეთ ევროპის ფასებთან შედარებით მიწის ფასები მნიშვნელოვნად დაბალია. მიწის ფასს სხვა-დასხვა კლებადი კოეფიციენტით პოლონეთის მთავარი სტატისტიკური სამმართველო ადგენს.

სპეციალისტების აზრით, პოლონეთის სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი ფაქტორი დახმარება და შეღავათიანი სესხებია. აქ დღემდე 8 სახის სხვადასხვა სუბსიდირების საკრედიტო სის-ტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებში ფერმერებს წლიური 1,2 %-იანი 10-წლიანი ვადით აღება შეუძლიათ, თუმცა ძირითადი დაფინანსების წყარო მაინც საინვესტიციოა კრედიტებია. ამის გარდა არ-სებობს სესხები მიწის შესაძენად, ახალგაზრდა ფერმერებისთვის, რთულ სამიწათმოქმედო რაიონებში მეურნეობის მოსაწყობად, ახალი ტექნოლოგიებისთვის, სტიქიური ზარალის სალიკვიდაციოდ და სხვა.

ამის შედეგია ის, რომ, როცა პოლონელი ფერმერის მეურნეობებს ეცნობი, აშკარად ხედავ რა, მძლავ-რად მიმდინარეობს აღმავლობის პროცესი, როგორ იცვლება ძველი ტექნიკა ახლით, ინერგება თანამედ-როვე ტექნოლოგიები და ხვდები, რომ სოფლის მეურნეობა ეკონომიკის წამყვანი დარგია, რომელსაც სახელმწიფო პატრონობს და უფრთხილდება.

მიხეილ დრაგანჩუკი