აგროსიახლეებიაგროტექნოლოგიები

ტირიფის სათბობ ნედლეულად გამოყენების პერსპექტივა საქართველოში


 

ენერგორესურსების შემცირების გამო მსოფლიო სულ უფრო დიდი პრობლემებს აწყდება და მუდმივად ალტერნატიული საშუალებების ძიებაშია. ეს პრობლემა უცხო არც საქართველოსათვის არის. ბოლო წლებში უკონტროლობის გამო აუნაზღაურებელი ზიანი მიადგა ჩვენს ტყეებს, გააქტიურდა ეროზიული პროცესები, მეწყერები, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანას.

ამიტომ ალტერნატიული ენერგორესურსების მოძიება და დანერგვა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდე-ბა, განსაკუთრებით ისეთი მცირერესურსიან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

გარემოს დაცვის მიზნით, ბოლო წლებში, ევროპის ქვეყნებში სულ უფრო ფართოდ გამოიყენება თბო-ეფექტიანი ტირიფის პლანტაციები, რომელიც დაჭაობებულ ტერიტორიებზე შენდება და არც განსა-კუთრებული მოვლა სჭირდება.

ტირიფის სათბობად გამოყენებას საქართველოშიც დიდი პერსპექტივა აქვს. იგი იაფი და ეკოლოგიუ-რად სუფთა სათბობია, რომელიც ენერგეტიკული ღირებულებებით სხვა ნედლეულს არ ჩამოუვარდება.

ამ მცენარის მიზნობრივი პლანტაციები კოლხეთის დაბლობის ჭაობიანი ნიადაგების ასათვისებლად საუკეთესო საშუალებაა.

ტირიფის მასივების გაშენება (co­as­tal pla­in wil­low-ს) იაფია და მრავალწლიან  რენტაბელობაზეა გათვ-ლილი. რადგან მოსავლის აღებისას ტირიფის ფესვი არ ზიანდება, გადანაჭრებზე ახალი წანაზარდები თავიდან უხვად იწყებს ზრდას. აღებული მოსავალი სპეციალურად იწნეხება და სათბობად გამოიყენება.

როგორც ვთქვით, დასავლეთ საქართველოში კოლხეთის დაბლობზე — სამეგრელოს, გურიისა და იმე-რეთის რეგიონებში დაჭაობებულ ტერიტორიებზე ტირიფის პლანტაციების გასაშენებლად საუკეთესო პირობებია.

ტირიფი წყლისა და სითბოს მოყვარული მცენარეა, ადვილად მრავლდება, ხარობს ჭაობიან და გამოუ-ყენებელ ნიადაგებზე, მუშახელიც მხოლოდ მოსავლის აღების პროცესში სჭირდება.

მოსავალი ჩვეულებრივ სპეციალური ტრაქტორებით იღება, იპრესება და სარეალიზაციოდ მზადდება, ან წინასწარ შეთანხმებული ფორმით დაინტერესებულ საწარმოებს ბარდება. ტირიფის საწვავად გამზა-დებული პრესები პირველ რიგში  ეკოლოგიურად სუფთა სათბობია, რომელიც ცვლის შეშას, გაზს,  ელექტროენერგიას და სხვა რესურსებს.

ენერგეტიკული თვალსაზრისით ტირიფის პლანტაციების გაშენება კავკასიის რეგიონში ინოვაციას წარმოადგენს.

კოლხეთის დაბლობზე და სხვა ტერიტორიაზე, ხშირად შეხვდებით ტირიფის გაველურებულ სახეო-ბებს, თუ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და სხვა დაჭაობებულ ადგილებში საფუძველი ჩაეყრება ამგვარი პლანტაციების გაშენებას შავი ზღვის სანაპირო ზოლის საკუ-რორტო ზონის ასეთი საწვავით უზრუნველყოფა, კარგი პირობაა შენარჩუნდეს   ეკოლოგიურად სუფთა გარემო, დასაქმდნენ ადამიანები, და გაიზარდოს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები, ტურისტების-თვის კი შეიქმნება ჯანსაღი, გარემო და მიმზიდველი პეიზაჟი, რადგან ტირიფის პლანტაციები ძალზე ლამაზი და ეგზოტიკური სანახავია.

ნინო მაღრაძე