აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

სუბტორპიკული ხურმის ძირითადი სამრეწველო ჯიშები, ფორმები და სახეობები

ხურ­მა (Diospyros kaki) მრა­ვალ­წლი­­ნი, ფო­თოლ­მცვე­ნი ხემ­ცე­ნა­რეა სა­უკ­ეთ­­სო და ძვირ­ფა­სი ნა­ყო­ფით. ცნობილია ორასამდე სახეობა. გავრ­ცე­ლე­ბუ­ლია და სა­წარ­მოო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ხურ­მის სამ სა­ხე­ობ­ას: სუბ­ტრო­პი­კულს (იაპ­ონ­ურს), ვირჯინიის და კავკასიური ხურ­მასბოლო ორი გამოიყენება როგორც ხურმის საუკეთესო საძირე, ხოლო პირველი, როგორც ხეხილი. ნაყოფი შეიცავს 25 % შაქრებს, მისგან დამზადებული ჩირი კი _ 60%-მდე; მთრიმ­ლავ ნივ­თი­ერ­ებ­ებს _ 0.5-2.35%-მდე, ვი­ტა­მინ _ C-43 მგ%-მდე, კა­რო­ტინს-0.4%, პექ­ტი­ნო­ვან ნივ­თი­ერ­ებ­ებს _ 1.4%-მდე. ამ­­ გარ­და , ხურ­მის ნა­ყოფ­ში შე­დის ცი­ლო­ვა­ნი, ნაც­რო­ვა­ნი და სხვა ნივ­თი­ერ­ებ­­ბი.
ხურმის ნაყოფისგან ამზადებენ ჩირს, მიირთმევენ ნუგბარი სახით, ხდიან სპირტს. ხურმის მცენარე გამოიყენება აგრეთვე დეკორატიულ მებაღეობაში. ის ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით შემოდგომით, როდესაც  ფოთლები ღებულობს მოწითალო ან ყვითელ შეფერილობას. მისი ნაყოფი შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც აძლიერებს მხედველობას, ასევე, აჩერებს ორგანიზმის ნაადრევი დაბერების პროცესს. ცნობილია, რომ ხურმის რბილობი ტკბილია, ნაყოფი ძალიან სწრაფად აკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას, ამიტომაც ჭარბი წონის ადამიანებს ურჩევენ კვების რაციონში მის შეტანას. ნაყოფი სასარგებლოა, აგრეთვე, გულისთვის, კუჭის კატარის დროს, საკვებად მისი გამოყენება არეგულირებს წნევას. კანის ანთების დროს ნაყოფის რბილობს გააჩნია სამკურნალო ეფექტიც.

სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ხურ­მის სამ­შობ­ლო ჩი­ნე­თია, ის 5-2 მდე სი­მაღ­ლის ხემ­ცე­ნა­რეა, სა­შუ­­ლო სი­დი­დის მარ­ტი­ვი ფოთ­ლე­ბით, რომ­ლის შე­ფერ­ვა შე­მოდ­გო­მა­ზე მკვეთ­რად იც­ვლე­ბა მო­წი­თა­ლო ფე­რით. ვარჯი სფეროსებრია ან ფართოპირამიდულიჯიშიდან გამომდინარე. ყვავილები ერთსახლიანია, ერთსქესიანი ან ორსქესიანი, იღლიური, ყვითელი ან თეთრი ფერის. მამრობითი ყვავილები შეკრებილია მტევნებად, სამსამი ერთად, რომელიც მდედრობით ყვავილებზე პატარა ზომისაა; მდედრობითი ყვავილები მარტოულად არიან მოთავსებული. ნა­ყო­ფი კენკრაა, სხვადასხვა ზომის ჯი­შის შე­სა­ბა­მი­სად, მე­ტად ყუათიანი სამ­კურ­ნა­ლო და დი­ეტ­­რი თვი­სე­ბე­ბით.

თესლის რაოდენობა ერთ ნაყოფში 0-10. თესლი ბრტყელია, მუქი მიხაკისფერი, საკმაოდ დიდი ზომის.

ვირჯინიის ხურმა  (Diospirus virginiana L.) ძირითადად ველური სახით გვხვდება და ყველაზე ყინვაგამძლე მცენარედ ითვლება ხურმისებრ მცენარეთა სახეობებს შორის. იგი ფოთოლმცვენი ხეა, სიმაღლით 15-30 მეტრამდე. ვარჯი მომრგვალოა, ტოტებგაშლილი. ფოთლები ოვალურია ან ელიფსური, მოკლე ყუნწით, ბოლოსკენ წაწვეტებული, მუქი მწვანე ფერის, პრიალა, ქვედა მხარეზე მორუხომწვანე, გლუვი ან შებუსუსვილი, სიგრძით 7-დან 15 სმმდე და სიგანით2,5-დან 7,5 სმმდე. ყვავილები მომწვანოყვითელი ფერიდან თეთრ ფერამდე; მამრობითი ყვავილები მდედრობით ყვავილებზე პატარაა, კონაში მოთავსებულია 2-3 ერთად. თითო ყვავილში 16 მტვრიანაა. ყვავილობს ივნისში ეს მცენარე ჩვეულებრივ ორსახლიანია.

ნაყოფი სფეროსებრი კენკრაა, ფართო ჯამით, ღია ნარინჯისფერი ღაჟღაჟა ლაქებით და ლეგა ნაფიფქით. ნაყოფის სიგრძით 20-35 მმ-ია, სიგანით 30-50 მმ, წონით 25 გ და მეტი. სხვადასხვა სახეობებისა და ჯიშების ნაყოფი განსხვავდება ერთმანეთისგან ზომითა და გემოთი. თითო ნაყოფში 1-8 ცალი თესლია, უფრო ხშირად 2-3. ნაყოფი საჭმელად ვარგისია; დამწიფაბამდე მწკლარტეა, დამწიფების შემდეგ ტკბილია და სასიამოვნო გემო აქვს. მწიფდება აგვისტოდან იანვრამდე. ნაყოფს იყენებენ ტექნიკური გადამუშავებისათვის საკონდიტრო ნაწარმის, შარბათის და სხვათა დასამზადებლად. ვირჯინიის ხურმას დიდი გამოყენება აქვს სელექციაში ხურმის სახეობათა და ჯიშების ყინვაგამძლეობის გასაზრდელად, უმთავრესად კი საძირედ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხურმის გაშენება ხდება ჭარბტენიან რაიონებში. მისი მერქანი გამოიყენება ავეჯის, მუსიკალური ინსტრუმენტების და სხვ. დასამზადებლად.

კავკასიური ხურმა (Diospiros Lotus L.) ფოთოლმცვენია ხეა, სიმაღლით 20-30 მეტრამდე. ვარჯი მეჩხერია, ტოტებგაშლილი. ახალგაზრდა ტოტები ზევითკენაა აღმართული, მსხმოიარობის რამდენიმე წლის შემდეგ კი უმეტეს შემთხვევაში დახრილია. ყლორტები გლუვია, ფოთლები მორიგეობითია, ფორმით ელიფსური ან წაგრძელებულწაწვეტილი, ქვედა მხარეზე შებუსვილი. ფოთლები სიგრძით აღწევენ 7-დან 13 სმმდე. ყვავილები პატარა ზომისაა. თითო ყვავილში 16 მტვრიანაა; მდედრობითი ყვავილები მარტოულია (ბუტკო ერთია). ყვავილობს მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში. მცენარე ორსახლიანი ან ერთსახილიანია. ნაყოფი მომრგვალოა პატარა ზომის 1-2 სმ დიამეტრში, ბრტყელი ან კონუსური, მწვანე ფერის, ლეგა ნაფიფქით, დამწიფებისას ნარინჯისფერყვითელი, მწკლარტე, ხოლო მთლიანად მწიფე მდგომარეობაში მოლურჯოშავი, ტკბილი, საჭმელად ვარგისია. ნაყოფი შეიცავს მრავალ თესლს; თესლი ზოგჯერ ნაყოფის წონის 25-35% შეადგენს; გვხვდება პართენოკარპული უთესლო ნაყოფიც. ნაყოფი მწიფდება ოქტომბერდეკემბერში. გამოიყენება სპირტის გამოსახდელად, სასმელების დასამზადებლად (ბადაგი), საქონლის საკვებად. მერქანი მუქი მურა ფერისაა, მკვრივია და ფართოდ არის  გამოყენებული საშენ მასალად. კარგი თაფლოვანი მცენარეა.

კავკასიური ხურმა, როგორც ვირჯინიის ძირითადად საძირეს წარმოადგენს იაპონური ხურმის გამრავლების დროს. ველურად გვხვდება საქართველოში, აზერბაიჯანში და სხვადასხვა ადგილებში კავკასიიდან დაწყებული ჩინეთამდე.

ჩვენ­ში სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ხურ­მის მრა­ვა­ლი ჯი­შია აღ­რიც­ხუ­ლი. მათ შო­რის გვხვდე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი, თეს­ლით გა­მოყ­ვა­ნი­ლი ჯი­შე­ბიც. არ­სე­ბულ ჯი­შებს შო­რის განსაკუთრებული ყუ­რად­ღე­ბა მი­იპ­ყრო ის­ეთ­ებ­მა, რომ­ლე­ბიც სა­უკ­ეთ­ეს­ოდ შე­ეგ­უ­ენ ჩვენს პი­რო­ბებს და სამ­რეწ­ვე­ლო ხა­სი­ა­თი მი­იღ­ეს.

საწარმოო მიზნით გასაშენებლად რეკომენდირებულია შემდეგი ჯიშები:

ჰაჩია – საუკეთესოა საწარმოო ჯიშთა შორის. ხე მძლავრად მოზარდია, მკვრივი გაშლილი ვარჯით, რომელიც საშუალოდ 4 მეტრს აღწევს, ხოლო სიმაღლე – 8 მეტრი. ნაყოფი დიდი ზომისაა, წონით 400 გრამამდე და უფრომეტიც. მწიფე ნაყოფის ზედაპირი კრიალა, მუქი ნარინჯისფერ-წითელია, რომელიც წაგრძელებულ-კონუსისებრია, უფრო იშვიათად მომრგვალო, მოკლე წაწვეტებული ბოლოთი. რბილეული ჟელეს მსგავსია. ნაყოფში თესლები მცირე რაოდენობითაა ან სრულებით არ არის. მისი რბილეული დამწიფებამდე მწკლარტეა, შემდეგ კი ტკბილია, ნაზი და სასიამოვნო გემოთი. მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში. ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია, როგორც ნედლად მოსახმარად, ისე გასაშრობადაც (ჩირის სახით). საჭიროებს დამტვერვას.

ჰიაკუმეკარალიოკი – რომელიც დასავლეთ საქართველოში ”კარალიოკი”-ს სახელწოდებითაა ცნობილი ფრთოდ გავრცელებული ჯიშია. ნაყოფის წონა 150-400 გრამამდეა. ფორმის მიხედვით იცვლება ვაშლისებრიდან მომრგვალომდე; ნაყოფი ორი მხრიდან შებრტყელებულია. კანი ღია ნარინჯისფერია ან ნარინჯისფერ-წითელი. რბილეული დამტვერვის შემთხვევაში, თესლიან ნაყოფებში მუქი მიხაკისფერია, უთესლო ნაყოფებში ნარინჯისფერ-ყვითელი ან მოყვითალო, წვნიანი, ტკბილი.

ნაყოფი კარგი ღირსებისაა, კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია. დამწიფებამდე მწკლარტეა, შემდეგ კი სიმწკლარტე ქრება. ნაყოფში თესლი ექვს ცალამდეა, რომელიც საკმაოდ დიდი ზომისაა. მსხმოიარობს დაუმტვერავადაც, მაგრამ დამტვერვის შემთხვევაში მოსავლიანობა დიდია. ეს ჯიში საწარმოო თვალსაზრისით მეორე ადგილზე დგას ჰაჩიას შემდეგ. Mმწიფდება ნოემბერში. საშუალო-საგვიანო ჯიშად ითვლება.

ტანენაში – ხე სუსტად მოზარდი, საშუალო ან საშუალოზე დაბალი სიდიდისაა, ვარჯი გაშლილტოტიანია, სიმაღლით 10მ-მდე აღწევს. ნაყოფი დიდი ზომისაა, 400 გრამამდე და მეტი. ნაყოფი ფორმით ფართო-კონუსურია, წაწვეტილი, ფართოძირიანი, განივ განაჭერში მრგვალი. ნაყოფის კანი ღია ნარინჯისფერ-წითელია ლეგა ფერის ნაფიფქით. კანი პრიალაა, გლუვი, უფრო მაგარი, ვიდრე ჰაჩიას ნაყოფის კანი. რბილეული ნარინჯისფერ-ყვითელია, ცომისმაგვარი, მკვრივი, დამწიფებამდე მაგარი და მწკლარტე, შემდეგ ტკბილი, სასიამოვნო გემოსი. მისი ყვავილები დამტვერვას არ საჭიროებენ. ნაყოფი უთესლოა, მაგრამ ზოგჯერ გვხვდება 2-3 თესლიანი ნაყოფი. ტანენაშის ნაყოფი კარგად იტანს ტრანსპორტირებას, ხეზე ნაყოფი მეტხანს რჩება, ვიდრე ჰაჩიას ნაყოფი. ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში და არაერთდროულად, მისგან საუკეთესო ჩირი მზადდება.

ტამოპანი – ხე მძლავრად მზარდია, უხვად მსხმოიარე; ტოტები ზევითკენაა მიმართული; ვარჯი მაღალია. ნაყოფი მსხვილია, წონით 400 გრამამდე. ნაყოფი ფორმით შებრტყელებულია, ოდნავ წიბოებიანი, რომელიც ჩალმისებრ გოგრას წააგავს. კანი გლუვია, საკმაოდ სქელი, ძალიან უხეში, მაგარი, ღია მოწითალო-ნარინჯისფერი. რბილეული ღია ნარინჯისფერია, გამჭვირვალე, ნაზი, ძალიან წვნიანი, საკმაოდ გემრიელი. ნაყოფი ჩვეულებრივ უთესლოა. დამწიფების შემდეგ ტკბება. ჯიში დამამტვერიანებელს არ საჭიროებს. მწიფდება გვიან შემოდგომით.

ფუიუ – ხე საკმაოდ მაღალია, უხვმოსავლიანი. ნაყოფი საშუალო ან დიდი ზომისაა, წონით 140-250 გრამი და მეტი. ფორმით მობრტყო-მომრგვალოა, გარეგანი შესახედაობითა და ფერით პომიდვრის მსგავსია. აქვს ლამაზი მუქი წითელი ფერი მოყვითალო ელფერითა და ლეგა ნაფიფქით მთელ ნაყოფზე. რბილეული მოყვითალო-ნარინჯისფერია, რბილი, ტკბილი, საშუალო წვნიანი. სიმწკლარტე სრულებით არ აქვს, მაშინაც კი, როდესაც ნაყოფი მაგარია და უთესლო. ნაყოფში თესლი მცირე რაოდენობითაა ან  სრულიად არ არის. მწიფდება ნოემბრის დასაწყისში, დიდხანს ინახება. ნაყოფის ტრანსპორტირება ხდება მის დარბილებამდე. საქართველოს ტენიანი სუბტროპიკების პირობებში  ამ ჯიშის ხე იძლევა მამრობით ყვავილებსაც, ამიტომ დამამტვერიანებელს არ საჭიროებს.

კიარა – ნაყოფი ფორმით პირამიდულია და დიდი ზომისაა, წონით 170-260 გრამი და მეტი. კანი მუქი ნარინჯისფერ-წითელია ლეგა ფერის ნაფიფქით, საშუალო სისქის, წვნიანი, საკმაოდ კარგი გემოსი. დაუმწიფებელი ნაყოფიც კი მწკლარტე არ არის. თესლი ნაყოფში 2-3-ია, დიდი ზომისაა, ფართო, მიხაკისფერი. მწიფდბა დეკემბრის დასაწყისში.

ჯირო – ნაყოფი დიდი ზომისაა, წონით 150-250 გრამი და მეტი. ნაყოფი ფორმით ბრტყელია, განივ განაჭერში მკვეთრად ოთკუთხედი. ნაყოფს წვერსა და ძირში აქვს ჩაღრმავება. ზედაპირი ნარინჯისფერ-წითელია, ლეგა ფერის ნაფიფქით ნაყოფის მთელ ზედაპირზე. კანი სქელია და მკვრივი. რბილეული მოწითალო-ნარინჯისფერია, მკვრივი, წვნიანი, ტკბილი, სასიამოვნო გემოს მქონე. ნაყოფი მწკლარტე არ არის მკრივ მდგომარეობაშიც კი. ნაყოფში თესლი ცოტაა 0-დან 3 ცალამდე. ნაყოფი მწიფდება ნოემბრის ბოლოს – დეკემბერში. კარგად ტრანსპორტაბელურია, მოხერხებულია ჩასაწყობად. კარგად ინახება.

მეოცე საუკუნე – ნაყოფი საშუალო ან დიდი ზომისაა, წონით 180-250 გრამი და მეტი. ნაყოფის ძირი ღრმადაა ჩაზნექილი, ზედაპირი პრიალაა, გლუვი, მუქი წითელი, ლეგა ფერის ნაფიფქით. ნაყოფში 2-3 თესლია, დიდი ზომის და ოვალური ფორმის მუქი მიხაკისფერი. ნაყოფი მოხერხებულია შესაფუთად და ჩასაწყობად. ხასიათდება კარგი ტრანსპორტაბელურობითა და შენახვის უნარიანობით.

ზენჯიმარუ – ხე საშუალო სიმაღლისაა. ნაყოფი პატარაა, წონით 100 გრამამდე, მრგვალი ან მოგრძო-მომრგვალო ფორმის, პატარა ჩაღრმავებით ნაყოფის წვერის ნაწილში. ნაყოფის ზედაპირი პრიალაა ლეგა ფერის ნაფიფქით. კანი თხელია და მკვრივი. რბილეული ძალიან მუქია, თითქმის შავი, მკვრივი, წვნიანი, ძალიან ტკბილი, გემრიელი, მეტად კარგი ღირსების. საჭმელად ვარგისია დაუმწიფებელ მდგომარეობაშიც. გასაშრობად არ ვარგა. თესლები მრავალია, 6-8 ცალამდე თითო ნაყოფში. მწიფდება ოქტომბერში. კარგად ინახება. მცენარე ხასიათდება უხვმსხმოიარობით. დამტვერვას არ საჭიროებს.

გეილეი – საუკეთესო ჯიშად ითვლება ხურმის პლანტაციებში მწკრივთაშორისებში დასარგავად როგორც დამამტვერიანებელი ჯიში. ნაყოფი პატარა ზომისაა, მოგრძო-კონუსური ფორმის, მომრგვალებული წვერითა და მახვილი ბოლოთი; ნაყოფი სპილენძისფერ-წითელი ფერისაა, უსწორო ფორმის; რბილეული მკვრივია, წვნიანი, ოვალური ან მოგრძო ფორმის.  მცირე მოსავლიანობით გამოირკვა; ნაყოფი დაბალი ღირსებით ხასიათდება.

დამამტვერიანებელი – რეკომენდირებულია როგორც დამამტვერიანებელი მცენარე, როგორც გეილი. ყოველწლიურად უვითარდება მამრობითი ყვავილები დიდი რაოდენობით, ხე სრულებით უნაყოფოა ან ნაყოფი ძალიან მცირე რაოდენობითაა. ნაყოფი წვრილია ან საშუალო ზომის, წონით 100 გრამამდე. კონუსური ფორმის, მომრგვალო ბოლოთი და ბლაგვად წაწვეტილი წვერით. ნაყოფი ყვითელია, ძალიან წვნიანი. ნაყოფში თესლი მრავალია (8-მდე). ნაყოფი დაბალი ღირებულება. საგვიანო ჯიშია.

აღ­მო­სავ­ლუ­რი ხურ­მის არ­სე­ბუ­ლი ჯი­შე­ბი ყვავილების მი­ხედ­ვით იყ­ო­ფა სამ ჯგუ­ფად:

1) მუდ­მივ მდედ­რო­ბი­თი;

2) მუდ­მივ მამ­რო­ბი­თი;

3) ცვა­ლე­ბა­დი.

მუდ­მივ მამ­რო­ბითს მი­ეკ­უთ­ვნე­ბა ჰე­ი­ლი, ზენ­ჯი-მა­რუ, ხოლო ცვა­ლე­ბად ჯგუფს მი­ეკ­უთ­ვნე­ბა ფუ­იუ.

აღ­მო­სავ­ლუ­რი ხურ­მის არ­სე­ბუ­ლი ჯი­შე­ბი ყვავილების მი­ხედ­ვით იყ­ო­ფა სამ ჯგუ­ფად:

1) მუდ­მივ მდედ­რო­ბი­თი;

2) მუდ­მივ მამ­რო­ბი­თი;

3) ცვა­ლე­ბა­დი.

მუდ­მივ მამ­რო­ბითს მი­ეკ­უთ­ვნე­ბა ჰე­ი­ლი, ზენ­ჯი-მა­რუ, ცვა­ლე­ბად ჯგუფს მი­ეკ­უთ­ვნე­ბა ფუ­იუ.

მუდ­მივ მდედ­რო­ბითს მი­ეკ­უთ­ვნე­ბა ჰი­აკ­უ­მე, ჰა­ჩ­ია, ტა­ნე­ნა­ში, ჩი­ნე­ბუ­ლი, მე­ო­ცე სა­უკ­უ­ნე და სხვა.

ხურ­მის ჯი­შე­ბი ნა­ყო­ფის ხა­რისხ­ზე დამ­ტვერ­ვის გავ­ლე­ნის მი­ხედ­ვით იყ­ო­ფა ორ ჯგუ­ფად: კონ­სტან­ტურ და ცვა­ლე­ბად ჯი­შე­ბად.

კონ­სტან­ტურს ეკ­უთ­ვნის ის­ე­თი ჯი­შე­ბი, რო­მელ­თა ნა­ყო­ფის თვი­სე­ბე­ბი (სიმ­წკლარ­ტე და ფე­რი) და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ არ­ის დამ­ტვერ­ვა­ზე, ხო­ლო ცვა­ლე­ბადს ეკ­უთ­ვნის ის­ე­თი ჯი­შე­ბი, რო­მელ­თა ნა­ყო­ფის შე­ფერილობა  და გე­მო და­მო­კი­დე­ბუ­ლია დამ­ტვერ­ვა­ზე და ნა­ყოფ­ში თეს­ლის არ­სე­ბო­ბა­ზე.

კონ­სტან­ტუ­რი ჯი­შე­ბი, თა­ვის მხრვ, იყ­ო­ფა კონ­სტან­ტურ ტკბილ და კონ­სტან­ტურ მწკლარ­ტე ჯი­შე­ბად. კონ­სტან­ტურ ტკბილ ჯი­შებს ის­ეთ­ე­ბი მი­ეკ­უთ­ვნე­ბა, რო­მელ­თა ნა­ყო­ფი მწკლარ­ტე არ არ­ის და შე­იძ­ლე­ბა საკ­ვე­ბად გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ას­ეთ ნა­ყოფს იძ­ლე­ვა: ჩი­ნე­ბუ­ლი, ფუ­იუ, ზენ­ჯი­მა­რუ და სხვა.

კონ­სტან­ტურ მწკლარ­ტეს მი­ეკ­უთ­ვნე­ბა ის­ეთ­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სრულ მომ­წი­ფო­ბამ­დე ან დარ­ბი­ლე­ბამ­დე არ მი­იღ­ე­ბა, ას­ეთ­ებ­ია: ჰა­ჩია, ტა­ნე­ნა­ში, ტა­მა­შო­ნი, გო­შო და სხვა.

სუბ­ტრი­პი­კუ­ლი ხურ­მის ვე­გე­ტა­ცი­უ­რი ნამ­რავ­ლი მე­სა­მე-მე­ოთ­ხე წლი­დან ყვა­ვი­ლობს, რო­მე­ლიც მა­ის­ის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან იწ­ყე­ბა და 15-20 დღეს გრძელ­დე­ბა. იმ ჯი­შე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბის­თვი­საც აუც­ილ­ებ­ელ­ია და­მამ­ტვე­რი­ან­ებ­ე­ლი, პლან­ტა­ცი­ის გა­შე­ნე­ბის დროს ყო­ველ 9 მცე­ნა­რე­ზე ერ­თი უნ­და იყ­ოს იმ­ა­ვე პე­რი­ოდ­ში მოყ­ვა­ვი­ლე მუდ­მივ მამ­რო­ბი­თი ჯი­ში (ზენ­ჯი-მა­რუ, ჰე­ი­ლი ან და­მამ­ტვე­რი­ან­ებ­ე­ლი). და­მამ­ტვე­რი­ან­ებ­ლად კავ­კა­სი­უ­რი ხურ­მა ვერ გა­მოდ­გე­ბა, ვი­ნა­იდ­ან მა­თი ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ო­დი ყო­ველ­თვის არ ემ­თხვე­ვა.

ფორმაჩისუბანი – ჩვენს მიერ გამორჩევის გზით მიღებულია ხურმა ჰაჩიას ახალი ფორმაჩისუბანი. დაკვირვებებისა და კვლევების შედეგად საუკეთესოა საწარმოო ჯიშთა შორის. ხე საკმაოდ მოზარდია, კარგად გაშლილი ვარჯით, რომლის დიამეტრი 3-3,6 მეტრს აღწევს, ხოლო სიმაღლე – 7 მეტრს. ნაყოფი დიდი ზომისაა, წონით 400-დან 450 გრამამდე. მწიფე ნაყოფის ზედაპირი კრიალა, მუქი ნარინჯისფერწითელია, რომელიც წაგრძელებულკონუსისებრია, უფრო იშვიათად მომრგვალო, მოკლე წაწვეტებული ბოლოთი. ჟელეს მსგავსი რბილობით. ნაყოფში თესლები შედარებით ნაკლებია ან სრულებით არ არის. მისი რბილეული დამწიფებამდე მწკლარტეა, შემდეგ კი ტკბილია, ნაზი და სასიამოვნო გემოთი. მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.

მირზა ყურშუბაძე,

დოქტორანტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი