სურსათის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელად გიორგი იაკობაშვილი დაინიშნა.
გიორგი იაკობაშვილი 2016 წლიდან დღემდე ის სააგენტოში უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. მას მცენარეთა დაცვის განხრით მინიჭებული აქვს აგრარულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
გიორგი იაკობაშვილი 2014-2016 წლებში მუშაობდა USAID/REAP „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტში”, იყო ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარების მენეჯერი.
2010-2014 წლებში იყო USAID-ის მიერ დაფინანსებულ ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) პროექტის სოფლის მეურნეობის კომპონენტის, სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მიმართულების მენეჯერი, პროექტის მრჩეველი აგრობიზნესის საკითხებში.
2006-2010 წლებში მუშაობდა აგრობიზნესის განვითარების პროექტის, (ADA) ფონდი ათასწლეულის გამოწვევა – საქართველო (Millennium Challenge Georgia Fund) საწარმოო ჯაჭვის განვითარების დირექტორად.
2005-2006 წლებში იყო შპს „ვივა“ კომერციული დირექტორი.
2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსად.
2002-2004 წლებში იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
2001-2002 წლებში მუშაობდა ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ ვარკეთილის ღვინის ქარხნის კომერციულ დირექტორად.
1994–1997 წლებში იყო თბილისის თბომეურნეობის სამმართველოს დაგეგვმისა და ფინანსური დეპარტამენტის უფროსი.
ვულოცავთ ბატონ გიორგის სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშვნას და წარმატებას ვუსურვეთ ამ მეტად საპასუხისმგებლო და ქვეყნისთვის უაღრესად მნიშველოვანი მოვალეობის შესრულებაში.

