დარგებიმემცენარეობა

სვია (Humulus lupulus)

სვია, როგორც სამკურნალო მიზნებისათვის ძვირფას, ფარ­მა­კოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა წყაროს უკანასკ­ნელ წლებში დიდი ყურადღება ექცევა.

სვია ბოტანიკურად მიეკუთვნება თუთისებრთა ოჯახს, წარ­მო­ად­გენს ერთ და მრა­ვალ­წლი­ან ხვი­ა­რა მცე­ნა­რეს. ის ორ­სახ­ლი­ან­ია მდედ­რო­ბი­თი და მამ­რო­ბი­თი ყვა­ვი­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბა ორ სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე­ზე.

სვი­ის გა­შე­ნე­ბა ხდე­ბა მხო­ლოდ მდედ­რო­ბი­თი გა­უნ­აყ­ოფ­ი­ერ­ებ­ე­ლი ყვა­ვი­ლე­დის მი­სა­ღე­ბად. მამ­რო­ბი­თი მცე­­ნა­რე­ე­ბი სვი­ის პლან­ტა­ცი­იდ­ან გა­იტ­ან­ე­ბა იმ­ის გა­მო, რომ მდედ­რო­ბი­თი ყვა­ვი­ლე­დის გა­ნა­ყო­ფი­ერ­ებ­ის შე­დე­გად წარ­­­მო­იქ­მნე­ბა თეს­ლი, რო­მე­ლიც ამ­ცი­რებს სვი­ის ტექ­ნო­ლო­­გი­ურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას.

კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბა­ში, ძი­რი­თა­დად ლუ­დის წარ­მო­ებ­ა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭ­ირ­ავს. ის გა­მო­იყ­ენ­ე­ბა აგ­რეთ­ვე მე­დი­ცი­ნა­ში, სა­ფუ­არ­ის წარ­მო­ებ­ა­ში. ცნო­ბი­ლია სვი­ის 100-ზე მე­ტი და­რა­ი­ონ­ებ­უ­ლი და სე­ლექ­ცი­უ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი ჯი­შები: კლო­ნი 30-6, კლო­ნი 29-38, კლო­ნი 5-36, კლო­ნი 18, ჟა­ტეც­კი, გალ­ლერ­ტა­უ­სი, შპალ­ტი, გოლ­დინ­გი და სხვა. მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სა­უკ­ეთ­ეს­ოდ ით­ვლე­ბა ჩე­ხეთ­ში კულ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სვია. ერ­თი ჰექ­ტა­რი პლან­ტა­ცია სა­შუ­ალ­ოდ 600-900 კგ მშრალ სა­სა­ქონ­ლო სვი­ას იძ­ლე­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბულ, ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებ­ში გა­მო­სა­ვა­ლი აღ­ემ­ატ­ე­ბა ერთ ტონაზე მეტს. სვია მე­ტად შრო­მა­ტე­ვა­დი კულ­­ტუ­რაა. ერ­თი ჰა პლან­ტა­ცი­ის მოვ­ლა-მოყ­ვა­ნა მო­ით­ხოვს 350 კაც _ დღეს. გან­სა­კუთ­რე­ბით შრო­მა­ტე­ვა­დია სვი­ის აღ­ე­ბა, მაგ­რამ თა­ვი­სი შედ­გე­ნი­ლო­ბით და თვი­სე­ბე­ბით შემ­ცვ­ლე­ლი არა ჰყავს.

მცე­ნა­რის მი­წის­ქვე­შა ძი­რი­თად ნა­წილს წარ­მო­ად­გენს გა­ხე­ვე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბი. ანუ დე­და – სვია, რო­მე­ლიც იზრ­დე­ბა კალ­მი­დან და წარ­მოქ­მნის მძლავრ, უხ­ვად და­ტოტ­ვილ ფესვ­თა სის­ტე­მას. ამ დე­და-სვი­ის­აგ­ან, თა­ვის მხრივ, იზრ­დე­ბა ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ან ირ­იბ­ად და­ქა­ნე­ბუ­ლი ფე­სვუ­რე­ბი და ვერ­ტი­კა­ლუ­რი ყლორ­ტე­ბი. ამ ფე­სვ­რე­ბის მი­წის­ქვე­შა ნა­წი­ლე­ბი გა­მო­იყ­ენ­ე­ბა კალ­მე­ბის სა­ხით, სვი­ის ვე­გე­ტა­ცი­უ­რი გამ­რავ­ლე­ბი­სათ­ვის. კალმების ჩასარგავი ადგი­ლების კარგად უნდა დამუშავდეს და ისე მოხდეს დაკა­ლმება, აუცილებელია დაიცვან მოვლის სწორი რეჟიმი, რაც გულის­ხმობს დროულ რწყვას, გამხმარი კალმების მოცი­ლებას და სხვა. ნიადაგის ოპტიმალურ ტემპერატურად ითვ­ლება 20-250. ასეთ პირობებში კალუსის წარმოქმნა და დაფესვიანება რამოდენიმე დღეში ხდება. დაფესვიანებული ჩითი­ლები იგივე ადგილზე უნდა დარჩეს. კარგად განვითა­რებუ­ლი მცენარეები შეიძლება გამოიყენონ ახალი კალმების მისაღებად. ჩითილების შემდგომი მოვლა მდგომარეობს საჭიროების მიხედვით რწყვაში, ნიადაგის გაფხვიერებასა და ორგანული სასუქებით გამოკვებაში. საწარმოო პირობებში გამრავლების ეს წესი გვაძლევს სასურველ დაფესვიანებას.

მო­სავ­ლის აღ­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სვი­ის გირ­ჩე­ბის ტექ­ნი­კუ­რი სიმ­წი­ფის პე­რი­ოდ­ში, სექ­ტემ­ბრის პირ­ვე­ლი რიც­ხვე­ბი­დან ნო­ემ­ბრის ბო­ლომ­დე. ამ პე­რი­ოდ­ში გირ­ჩი მჭიდ­როდ არ­ის და­ხუ­რუ­ლი, აქვს ყვი­თე­ლი ან მწვა­ნე მოყ­ვი­თა­ლო შე­ფე­რი­ლო­ბა, წე­ბოვ­ნე­ბა და ძლი­ე­რი არ­ომ­ა­ტი.

სვია, როგორც ტროპიკული და სუბტროპიკული ზონის მცენარე, სითბოს მოყვარულია. ამასთან იგი უკეთეს ზრდა-განვითარებასა და პროდუქტიულობას აღ­წევს მოკლე დღის პირობებში.

სვია საკმაოდ ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს უყენებს ედა­ფურ (ნიადაგურ) პირობებს. იგი უკეთესად ვითარდება კარგად დრენირებულ ჰუმუსით მდიდარ ნიადაგებზე. ამ კულტურისათვის საუკეთესოა დაბლობის ალუვიური და ქვიშნარი ნიადაგები, მაგრამ მისი მოყვანა შეიძლება მსუბუქ და საშუალო თიხნარებზეც. მჟავე ნიადაგებს ცუდად ეგუება, ასეთი ნიადაგები უნდა მოაკირიანონ.

სვი­ის გირ­ჩის ქი­მი­უ­რი შედ­გე­ნი­ლო­ბა იც­ვლე­ბა მცე­ნა­რის ჯი­შე­ბის, ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის, ნი­ად­აგ­ურ-კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის და მო­სავ­ლის აღ­ებ­ის შემ­დგო­მი და­მუ­შა­ვე­ბის მი­ხედ­ვით. ძი­რი­თად ნივ­თი­ერ­ებ­ებს, რის­თვი­საც ხდე­ბა ამ ტექ­ნი­კუ­რი კულ­ტუ­რე­ბის გა­შე­ნე­ბა, წარ­მო­ად­გე­ნენ მწა­რე ნივ­თი­ერ­ებ­ე­ბი, პო­ლი­ფე­ნო­ლუ­რი ნა­ერ­თე­ბი და ეთ­ერ­ზე­თე­ბი.

გამ­შრა­ლი სვი­ის გირ­ჩის ზო­გა­დი ქი­მი­უ­რი შედ­გე­ნი­ლო­ბა სა­შუ­ალ­ოდ (%-ში) ას­ეთ­ია: წყა­ლი – 10-14; უჯ­რე­დი­ს– 12-16; ნა­ცა­რი – 6-9; აზ­ოტ­ოვ­ა­ნი ნივ­თი­ერ­ებ­ე­ბი – 15-24; უაზ­ო­ტო ექს­ტრაქ­ტუ­ლი ნივ­თი­ერ­ებ­ე­ბი – 25-30; ეთ­ერ­ზე­თე­ბი – 0,3-1; მთრიმ­ლა­ვი ნივ­თი­ერ­ებ­ე­ბი – 2-5; ფი­სე­ბი და მწა­რე ნივ­­თი­ერ­ებ­ე­ბი – 16-26.

შე­ნახ­ვის დროს სა­სა­ქონ­ლო სვია ჰკარ­გავს მის­თვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელ ნაზ არ­ომ­ატს, ეთ­ერ­ზე­თე­ბი გარ­და­იქ­მნე­ბი­ან ფი­სე­ბად ან მჟა­ვე­ბად. ასე მა­გა­ლი­თად, ძვე­ლი სვი­ის კა­ტა­ბა­ლა­ხას სუ­ნი აიხ­სნე­ბა ვა­ლე­რი­ან­ის მჟა­ვას წარ­მოქ­მნით.

სვი­ის გირ­ჩის არ­ას­პე­ცი­ფი­კუ­რი ნივ­თი­ერ­ებ­ებ­იდ­ან, რომ­­ლე­ბიც ჩვე­ულ­ია თით­ქმის ყვე­ლა მცე­ნა­რის­ათ­ვის, შე­იძ­ლე­ბა აღ­ინ­იშ­ნოს: პრო­ტე­ინ­ე­ბი, ნახ­შირ­წყლე­ბი, ლი­ბი­დე­ბი, მჟა­ვე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი, ჰორ­მო­ნე­ბი, მი­ნე­რა­ლუ­რი და მღე­ბა­ვი ნივ­თი­ერ­ებ­ე­ბი. დად­გე­ნი­ლია აგ­რეთ­ვე, რომ სვი­ის გირ­ჩის მწა­რე ნივ­თი­ერ­ებ­ებს გა­აჩ­ნია ძლი­ე­რი ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბა. ის­ი­ნი და გან­სა­კუთ­რე­ბით ლუ­პო­ლო­ნი, თრგუ­ნა­ვენ გრამ­და­დე­ბი­თი ბაქ­ტე­რი­ებ­ის, ხო­ლო დი­დი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის დროს გრა­მუ­არ­ყო­ფი­თი ბაქ­ტე­რი­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბას, მაგ­რამ ამ­ას­თა­ნა­ვე არ ახ­დე­ნენ ან­ტი­ბი­ოტ­იკ­ურ მოქ­მე­დე­ბას, რა­საც დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ლუ­დის წარ­მო­ებ­ა­ში და ამ სას­მე­ლის ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რო­ბის შექ­მნა­ში.

იმ­ის გა­მო, რომ სა­სა­ქონ­ლო სვია მე­ტად ძვი­რად­ღი­რე­ბუ­ლი ნედ­ლე­ულ­ია, ის დიდ ინ­ტე­რესს იმ­სა­ხუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის ეფ­ექ­ტუ­რო­ბის ამ­აღ­ლე­ბი­სათ­ვის. ად­გი­ლობ­რი­ვი და უც­ხო­ეთ­ის ქვეყ­ნებ­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი სვი­ის სა­უკ­ეთ­ე­სო ჯი­შე­ბის შე­მოტანა კულ­ტუ­რა­ში საკ­მა­ოდ მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, რად­გა­ნაც სე­ნა­კის რა­ი­ონ­ის ნო­სი­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა ექს­პე­რი­მენ­ტებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ რო­გორც შე­მოდ­გო­მით, ას­ე­ვე გა­ზაფ­ხულ­ზე, სა­ვე­გე­ტა­ციო წლის ბო­ლოს, ნერ­გე­ბის სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლემ შე­მოდ­გო­მით დარ­გვის შემ­თხვე­ვა­ში რვა მეტრამდე მი­აღ­წია, ხო­ლო გა­ზაფ­ხულ­ზე დარ­გვის შემ­თხვე­ვა­ში ხუთი მეტ­რი იყო.

ამ­რი­გად, სვი­ას ნერ­გე­ბის დარ­გვა სა­მეგ­რე­ლოს პი­რო­ბებ­ში შე­მოდ­გო­მით უკ­ეთ­ეს შე­დეგს იძ­ლე­ვა და სწრა­ფი ზრდითაც ხა­სი­ათ­ებ­ი­ან.

რეზო ჯაბნიძე, სსმმა აკადემიკოსი