აგროსიახლეები

დამია გეურარხის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა

ქვემო ქართლიში,  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა გაიხსნა.

ფერმერმა ანარ სადიკოვმა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ააშენა.

ფერმის მშენებლობაზე 2 მლნ ლარამდე თანხა დაიხარჯა, აქედან 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი – ფერმერის ინვესტიცია. ფერმაში ყოველდღიურად 4 ტონა რძე იწარმოება, რომლის რეალიზება მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. ფერმაში 20 ადგილობრივია დასაქმებული.

შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, აგრარულ საქმიანობაში ჩართული პირებისთვის, სოფლის განვითარების სააგენტო სესხის პროცენტის თანადაფინანსებას ახორციელებს.

სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებს ბიზნესის წამოწყებასა და მის განვითარებაში ეხმარება.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯამში, 308 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 7 ათასზე მეტი სესხია გაცემული, სააგენტოს გაცემულმა თანადაფინანსებამ 47 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობას აძლევს იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები აგრობიზნესის დაწყების და განვითარებისკენ მიმართონ.