აგროსიახლეები

ჭკვიანი ტექნოლოგიები სტუდენტებისთვის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარულ მიმართულებაზე სასათბურე მეურნეობა განახლდა და თანამედროვე, ჭკვიანი ტექნოლოგიებით აღიჭურვა.

448488731 937921491710113 5082741408467996556 N

400 კვ.მ-იანი სასათბურე მეურნეობის მოდერნიზება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით და სექტორული პლატფორმა „მომავლის ფერმერის“ ჩართულობით განხორციელდა.

448590428 937922085043387 3855152284344366643 N

სასათბურე მეურნეობაში სტუდენტებს უკვე საშუალება აქვთ პრაქტიკული კომპონენტი თანამედროვე კომპიუტერული პროგრამით, მცენარეთა წვეთოვანი მორწყვის, ფერტიგაციის და მიკროკლიმატის კონტროლის ტექნოლოგიების მართვით შეასრულონ.

448507041 937922305043365 3891318822662076803 N

#BSU U.S. Department of Agriculture მომავლის ფერმერი / Farmer of Future