მედიაფერმერი ფერმერს

თაგვის რძე ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია დედამიწაზე

 სიმდიდრეს უცნაურობები ახასიათებს, ერთნი მდიდრული სახლის შეძენით იკლავენ ჟინს, ვინ კიდევ ძვირადღირებული ავტომობილებით ან ხელთუქმნელი სამკაულებით, მეორენი კი მზად არიან „უბრალო, წახემსებაში“ რამდენიმე ათასი დოლარი გადაიხადონ.
გთავაზობთ პორტალ Wuzzup მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საკვების ჩამონათვალს და აქვე იმასაც გეტყვით, რა დაგიჯდებათ ამ პროდუქტისგან დამზადებული კერძების დაგემოვნება.
 სოკო

ყველაზე ძვირადღირებული სოკო არის ტრიუფელი. ამ დელიკატესის ერთი კილოგრამის ღირებულება 2 000 ევროს აჭარბებს.

ყველაზე გემრიელი და ძვირი იტალიური თეთრი ტრიუფელია​.

 პელმენი

ეს ყველაზე ძვირიანი პელმენია, რომელსაც ნიუ-იორკში, ბრონქსის უბანში მდებარე რესტორან „გოლდენ გეითში“ ამზადებენ. ხბოს ხორცის, ლოსის ხორცისა და ღორის ხორცის გარდა, მას სპეციალურ ნივთიერებას უმატებენ, რომელსაც მანათობელი თევზი გამოყოფს, რის შედეგადაც, პელმენებს მოცისფრო-მომწვანო ფერი დაჰკრავს. პელმენის მირთმევა აბსოლუტურად უსაფრთხოა. 8 ცალი პელმენი 2400 დოლარი ღირს, ხოლო თუკი 16 ცალ პელმენს შეუკვეთთ, ფასდაკლებასაც დაიმსახურებთ და 4400 დოლარს გადაიხდით.

 ჩაი

ყველაზე ძვირად შეფასებული ჩაი – ეს არის „დახუნპაო“, რომელიც ითარგმნება, როგორც „დიდი მოწითალო ხალათი“. მის ფოთებს 6 სახეობის ბუჩქისგან აგროვებენ. ამ უნიკალური ბუჩქების ასაკი 350 წელია. ყოველწლიურად, დაახლოებით, 500 გრამ ჩაის ფოთოლს აგროვებენ. კილოგრამი გამზადებული პროდუქტის ფასი 685 000 დოლარია.

  თხილი

ყველაზე ძვირად შეფასებული თხილი  მაკადამია. კილოგრამი მაკადამია 30 დოლარი ღირს.

 ხიზილალა

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შავი ხიზილალა სულაც არ არის. ყველაზე ძვირადღირებული ალბინოსი ზუთხის ხიზილალა „ალმასია“. იშვიათი სახეობაა. მოიპოვება ირანში. აუცილებლად სუფთა ოქროს ქილაშია დაფასოებული. 100 გრამი 2000 დოლარი ღირს.

სანელებელი

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნელი ზაფრანაა. იგი მიეკუთვნება ზაფრანისებრთა ოჯახს. ნახევარი კილოგრამი სუნელის მისაღებად საჭიროა 225,000 სანტიმეტრი ყვავილის ბუტკო. ერთი კილოგრამი ნამდვილი ამ სუნელის ღირებულება დაახლოებით 6,000 დოლარია.

კარტოფილი

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კარტოფილი ატლანტიკის ოკეანის კუნძულ ნურმოუტიაზე  მოჰყავთ. ყანები, რომელზედაც კარტოფილი მოჰყავთ მხოლოდ ზღვის მცენარეებით ნოყიერდება. აქ ყველა სამუშაო კარტოფილის დათესვიდან ტუბერების ამოღებით დამთავრებული მხოლოდ ხელით სრულდება. და მოსავლის ხორციელდება მხოლოდ ხელით. წელიწადში გლეხები მხოლოდ 100 ტონამდე მოსავალს იღებენ. მიღებული მოსავალი იმავე დღეს იგზავნება გასაყიდად.

ასეთი მცირე მოსავლიანობა და სასიამოვნო, თავისებური გემო სძენს მას განსაკუთრებულ ექსკლუზიურობას, ამიტომ ამ ჯიშის ერთი კილოგრამი კარტოფილი 500 ევროდ შეგიძლიათ შეიძინოთ.

ომლეტი

მსოფლიოში ყველაზე ძვირი ომლეტი 1000 დოლარი ღირს. მისი შეკვეთა ნიუ-იორკის სასტუმრო Le Parker Meridien-ში შეიძლება.

საკუთრივ კვერცხის გარდა, ომლეტს რამდენიმე პროდუქტი აქვს დამატებული,  იგი შებრაწული კარტოფილის „ბალიშზეა“ მოთავსებული და ზემოდან ადევს 10 უნცია ზუთხის ხიზილალა.

ზეთი

არგანის ზეთი ყველაზე ძვირადღირებული ზეთია მსოფლიოში. არგანია მაროკოში იზრდება. მისი ამოცნობა იოლია. ამ მცენარის ფოთლები ადგილობრივი თხებისთვის ნუგბარია. ამ ფოთლების გამო ისინი მზად არიან ხეზე აძვრნენ. როგორც კი თხას ხეზე დაინახავთ, ეს ნიშანვს, ეს არგანია. ნაყოფი ფორმით ზეთისხილს ჰგავს. ერთი ლიტრი ზეთის მისაღებად 30 კილოგრამი ნაყოფია საჭირო.

100 მილიგრამი არგანის ზეთი $250 ღირს.

პური

Roquefort and Almond Sourdough Bread ყველაზე ძვირადღირებული პურია მსოფლიოში. ზუსტად $25 დაგიჯდებათ ამ პურის შეფ მზარეულ Paul Hollywood-თან დაგემოვნება.

პური მზადდება А კლასის საუკეთესო ფქვილისგან, რომელიც აფუებულია ფრანგული ყველ როკფორთან და უმაღლესი ხარისხის ნუშთან ერთად. ამ საოცარი პურის ყიდვა შესაძლებელია ლონდონში Harrods ბუტიკში და თითქმის ოცჯერ ძვირი ღირს ჩვეულებრივ პურთან შედარებით.

რძე

 მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ რძედ – თაგვის რძე ითვლება.

მისი ღირებულება 22 000 დოლარს აჭარბებს.

ერთი ლიტრი რძის მისაღებად 4 000 თაგვი უნდა მოწველონ.

ლაქტაციისას თაგვების რძეში ადამიანის ცილა ლაქტოფერონი სინთეზირდება, რასაც უნიკალური ფარმაკოლოგიური პრეპარატების დასამზადებლად იყენებენ. მედიკამენტები, რომლებიც  თაგვის რძეს შეიცავს, ადამიანის მიერ დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის ან დონაციის შემდეგ სისხლის წარმოქმნის პროცესს აუმჯობესებს და აჩქარებს.

ყველი

Pule – ყველაზე ძვირადღირებული ყველი, რომელსაც ვირის რძისგან ამზადებენ, 1 280 დოლარად შეფასდა. ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ყველს შორის პირველ ადგილს იკავებს.

წყალი

პირველ ადგილს მსოფლიოში სამართლიანად იკავებს  სუფთა წყაროს წყალი Acqua di Cristallo Tributo a Modiliani. სახელი დაერქვა ცნობილი იტალიელი მხატვრის ამადეი მოდილიანის პატივსაცემად, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მონღოლოიდური რასის სახის ფორმის მქონე ჩამოსხმული ბოთლი, რაშიც ეს წყალია ჩასხმული, მთლიანად ბაჯაღლო ოქროთი (25 კარატი) არის მოვარაყებული.

Acqua di Cristallo Tributo a Modigliani საფრანგეთის და ფიჯის კუნძულების სუფთა წყაროს წყალია, რომელსაც დამატებული აქვს ისლანდიის მყინვარების წყალი. ეს მრავალფეროვანი შემადგენლობის არაჩვეულებრივი წყლის, უცნაურად გაფორმებული 1,25 ლიტრიანი ბოთლი $60 000 ღირს.

შოკოლადი

მსოფლიოში ყველაზე ძვირფას შოკოლადს Chocopologie by Knipschildt  ჰქვია. მას აშშ-ში ფირმა Knipschildt Chocolatier აწარმოებს. ბუნებრივია, ის შავი შოკოლადია. ერთი ფუნტი (453 გრამი) Chocopologie by Knipschildt-ი 2600 დოლარი დაგიჯდებათ.

წვენი

„Noni“ მსოფლიოში ყველა ძვირფასი წვენია. ის იმავე დასახელების ეგზოტიკური ხილიდან იწარმოება, რომელსაც ბევრი სასარგებლო თვისება აქვს.

სქელი შინდისფერი წვენი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს განწყობას, ხსნის ჰიპერტენზიულ შეტევებს და სტრესით გამოწვეულ დაძაბულობას.

„Noni“ ფართოდ არის გავრცელებული სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონში.

ერთი ყუთი, რომელშიც ოთხი ბოთლი დევს (თითო 330 გრ.)$200 ღირს.

წყარო: gubdaily.ru