აგროსიახლეებიდარგებირეგიონები

„თამარის ჩაი“_ ხონში მაისის ჩაის კრეფა დაიწყო

ხონში 15.1 ჰექტარზე კოოპერატივმა „თამარის ჩაიმ“ სახელმწიფოს დახმარებით (პროგრამა „ქართული ჩაი“) ეკალ-ბარდად ქცეული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო.

კოოპერატივს სააგენტოსგან ჩაის პირველადი გადამუშავებისთვის საჭირო ყველა მანქანა-დანადგარი უსასყიდლოდ გადაეცა.

კოოპერატივმა რეაბილიტირებულ პლანტაციაში უკვე მაისის ჩაის კრეფა დაიწყო. ჩაის კრეფის პროცესის დაწყებას ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძემ და გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ბადრი ბახტაძემ  დაესწრნენ და მეჩაიეებს ყოველგვარი დახმარება აღუთქვეს.

ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა გრძელვადიან განვითარებაზეა გათვლილი და მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კოოპერატივში ამჟამად, 10 ადგილობრივია დასაქმებული.