დარგებიმემცენარეობა

თამბაქო _ მაღალშემოსავლიანი კულტურა

თამბაქო მსოფლიოშე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კულტურაა. მისი  სამ-შობლო სამხრეთ ამერიკაა. საქართველოში იგი პირველად მე-17 საუკუნის ბოლოს და მე -18 საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. ეს იყო წეკო, დაბალი ხარისხის თამ-ბაქო. მაღალხარისხოვანი საპაპიროსე თამბაქოს კულტურა კი ჩვენში მე-19 საუკუ-ნის პირველ ნახევარში გავრცელდა.

თავიდან იგი აფხაზეთში გააშენეს, შემდეგ აჭარაში და ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოში (მარნეული, ბოლნისი, ყვარელი, ლაგოდეხი და სხვა).

თამბაქო ძირითადად მრავალწლიანი კულტურაა, თუმცა არსებობს ერთწლიანი ჯიშებიც. მსოფლიოში თამბაქოს 60-ზე მატი სახეობაა გავრცელებული და მათგან მხოლოდ ორია კულტივირებული _ მოსაწევი (საპაპიროსე, სასიგარე-სასუგარეტე) თამბაქო და წეკო.

მოსაწევი თამბაქო ძირითადად მრავალწლიანი მცენარეა, აქვს სწორი, მომრგვა-ლო 2,5მ -მდე სიმაღლის ღერო, რომელიც ზემოთ დატოტვილია. ფოთლები ღერო-ზე მორიგეობითაა განლაგებული. მჯდომარეა ან ყუნწიანი, კიდემთლიანი, ფირფი-ტა ოვალური, მომრგვალო ანუ ელიფსირია, ფერად მწვანეა. ყვავილები ხუთწევ-რიანი აქვსს _ ვარდისფერი, წითელი ან თეთრი. შეკრებილია ციმოზური ტიპის ყვავილედად მთავარ ღეროსა და გვერდითი ტოტების კენწეროებზე. ნაყოფში დი-დი რაოდენობითაა წვრილი, მუქი ყავისფერი თესლი (1000 თესლი 60-80 მგს იწონის).

თამბაქოს სავეგეტაციო პერიოდი 135-170 დღე გრძელდება. იგი სითბოს მოყვარული და ტენის მომთხოვნი მცენარეა. საკვებ ნივთიერებებსაც დიდი რაოდენობით ითვისებს. კარგად ხარობს მსუბუქ და საშუალო შავმიწებზე, რუხსა და წაბლა ნიადაგებზე. ფოთლის ნაწარმის ხარისხი დამოკიდებულია ცილებისა და ნახშირწყლების შეფარდებაზე. ნიკოტინისა და ეთეროვანი ზეთების შემცველობაზე. თესლი შეიცავს 30-35 % ზეთს, რასაც ტექნიკური მიზნებისათვის იყენებენ.

საქართველოში რამდენიმე თამბაქოს ფაბრიკა, მაგრამ ყველა თითქმის მთლიანად შემოტანილი ნედლეულით მუშაობს, რადგან ქვეყანაში თამბაქოს ნედლეული წარმოება და მისი მაშტაბურად გაშენება აღარ წარმოებს, რაც ქვეყანას დიდ შემოსავალს აკარგვინებს, რადგან იგი კარგი საექსპორტო საქონელია.

ამ დროს, სამწუხაროდ, საქართველო მსოფლიოში თამბაქოს ნაწარმის ერთ-ერთ ყველაზე აქტიური მომხმარებელია. იგი წელიწადში 5 მილიარდ ღერ სიგარეტს მოიხმარს, სამაგალითოდ: ჩვენი მეზობელი სომხეთი მხოლოდ 2 მილიარდ ღერს მოიხმარს.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“