დარგებიმეფუტკრეობა

თაფლის ჭიანჭველები

ჭიანჭველების ეს უცნაური სახეობა აშშ-ს დასავლეთ ნაწილში, მექსიკის უდაბნოსა და ავსტრალიაში ბინადრობს. მათი გაბერილი მუცლები ქარვისფერი სითხით არის სავსე და ფორმითა და სიდიდით ყურძნის მარცვალს მოგვაგონებს. სხვათა შორის, ამ ჭიანჭველების თაფლი ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნუგბარია.

ფუტკრებისგან განსხვავებით, რომლებიც თაფლს ფიჭაში აგროვებენ, თაფლის ჭიანჭველები ნექტარს ცოცხალ სხეულში – კერძოდ კი, ელასტიკურ მუცელში იმარაგებენ.

888888888888888888888888888888888

წელიწადის იმ თვეებში, როცა სხვა საჭმელი არ მოიპოვება, ჭიანჭველების კოლონია თაფლის ამ ცოცხალი „კასრებიდან“ იკლავს შიმშილს. მშიერი ჭიანჭველა ანტენებით ეხება დიდმუცლიანი ჭიანჭველის ანტენებს და სიგნალს გადასცემს. გაბერილი ჭიანჭველა აღებს პირს და „კასრიდან“ თაფლს ანთხევს.

სიცოცხლის განმავლობაში, რომელიც სულ რამდენიმე თვეს გრძელდება, თაფლიანი ჭიანჭველები რამდენჯერმე ივსებიან და იცლებიან.

8888888881111111111111111111111111

ხშირად „თაფლის კასრები“ იმდენად გადავსებულია, რომ ამ ჭიანჭველებს მოძრაობა აღარ შეუძლიათ, იძულებულნი არიან, ჭიანჭველების სახლის ზედა ნაწილზე დაეკიდონ და უძრავად იყვნენ, სანამ მათ მადლიანი მშიერი მოძმე არ დაცლის.

თაფლის ჭიანჭველები იკვებებიან თაფლის ცვრით, რომლითაც მათ მცენარის ბუგრი ამარაგებს ან მცენარეების წვენით, რომელიც დიდი რაოდენობით გლუკოზას შეიცავს.

წყარო: https://funtime.ge/ka/news/icit-tu-ara/taphlis-chianchvelebis-saotsari-tskhovreba