აგრარული განათლებამედია ფერმერებისთვის TVრუბრიკები

თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის მოსწავლეები „ელკანაში“

მდგრადი სოფლის მეურნეობა და აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება მომავალი თაობის ეკოლოგიური განათლების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ მიზნით, 2026 წლის 15-24 ივნისს, სოფელ ზემო ხოდაშენში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობამ უმასპინძლა თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის IXბ კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც 10-დღიანი ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა გაიარეს.

მოსწვლეები ელკანას მეურნეობაში

პროგრამის მიხედვით მოსწავლეები უშუალოდ გაეცნენ „ელკანას“ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს გადაშენების პირას მყოფი ადგილობრივი ჯიშების პოპულაციების აღდგენასა და შენარჩუნებას.

მეურნეობაში ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს თუშური ცხენის, პირუტყვის ადგილობრივი ჯიშების, ქათმის ქართული პოპულაციებისა და ჯავახური ბატის კონსერვაცია.

738976614 1549030973682835 6412105067420566887 n

10 დღის განმავლობაში, მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ მეურნეობის ყოველდღიურ რუტინაში, სადაც პრაქტიკულად გაიაზრეს:

  • ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპები;
  • მდგრადი სოფლის მეურნეობის მნიშვნელობა;
  • აგრობიომრავალფეროვნების დაცვის აუცილებლობა.

საველე სამუშაოების პარალელურად, მოსწავლეებისთვის ჩატარდა სერია საგანმანათლებლო ღონისძიებებისა:

  • აგრარული ბიომრავალფეროვნებისა და ორგანული სოფლის მეურნეობის თემებზე;
  • ხილ-კენკროვანი ბაღის გაშენების, სხვლა-ფორმირებისა და მყნობის მეთოდების პრაქტიკული შესწავლა;
  • ვაზის კულტურის ისტორია, მისი დადებითი თვისებები და ეკოარქიტექტურის პრინციპები.

პრაქტიკის დასასრულს, მოსწავლეებს საზეიმოდ გადაეცათ სერტიფიკატები, რომლებიც მათ მიერ მიღებულ გამოცდილებასა და გაწეულ შრომას ადასტურებს.

სოფელ ზემო ხოდაშენში გატარებული 10 დღე თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ აგრარული უნარების შეძენის, არამედ ბუნებასთან და მიწასთან კავშირის გააზრების შესაძლებლობა აღმოჩნდა.

თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებამ ახალგაზრდებს საშუალება მისცა, უკეთ გაეაზრებინათ აგრობიომრავალფეროვნების დაცვის კრიტიკული მნიშვნელობა და ის წვლილი, რომელიც მათ შეუძლიათ შეიტანონ ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

მოამზადა ნატა მაჭარაშვილმა