აგროსიახლეები

თბილისში  Agro, Food, Drink, Tech Expo 2022 მიმდინარეობს

18-20 ნოემბერს, გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯია“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენას Agro/Food/Drink/Tech/Expo 2022 იმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები.

საგამოფენო სივრცეში 18 ნოემბერს გაიმართა კონფერენცია „სოფლის მეურნეობა საქართველოში“, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მონაწილეობდა. კონფერენციაზე მოეწყო სადისკუსიო პანელი თემაზე „სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები“, ასევე გაიმართა სემინარი „დაფინანსების ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობები როგორც კერძო სექტორის, ისე დონორი ორგანიზაციების მხრიდან“. კონფერენციას ესწრებოდნენ ფერმერები საქართველოს რეგიონებიდან.

აგრო ფუდ 1111111111111111

აღსანიშნავია, რომ გამოფენა საუკეთესო პლატფორმაა მეწარმეების და ფერმერებისთვის როგორც სიახლეების გაცნობის და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ასევე, საქმიანი კონტაქტების და პარტნიორების მოძიების კუთხით. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული გამოფენა ხელმისაწვდომი იყოს რეგიონებში მცხოვრები ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისთვის.

სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-20 საერთაშორისო გამოფენას საქართველოს ყველა რეგიონიდან 800-მდე ფერმერი ესტუმრება.

ხვალ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ ერთობლივი ინიციატივით  თბილისში „ფერმერის დღე“ გაიმართება.

ღონისძიება, 11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით დაიწყება, რომლის მიზანი, ქართული პროდუქტის პოპულარიზება და ფერმერების მხარდაჭერაა.

18:00 საათზე ღონისძიება დახურული ოფიციალური ნაწილით, სასტუმრო „რუმსის“ „გარდენ ჰოლში“ გაგრძელდება, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში თერთმეტი წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გააფორმებს საქართველოს ნაციონალური სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

საქართველოში ფერმერის დღე 2015 წლიდან ყოველ 20 ნოემბერს აღინიშნება.

Agro/Food/Drink/Tech/Expo 2022-ზე დასწრება 18-20 ნოემბერს, 11:00-19:00 საათამდეა შესაძლებელი.