თხუნელა კავკასიური/ Caucasian mole
თხუნელა ჩვენში ყველგანაა, მაგრამ მეტწილად დასავლეთ საქართველოს ნოტიო ადგილებშია გავრცელებული, იქ, სადაც ატმოსფერული ნალექები დიდი რაოდენობით მოდის.
თხუნელა ცხოვრობს ტყეებსა და ველ-მინდვრებში, ბოსტნებს და ბაღებში, მაღალ მთებსაც არ ერიდება და 2500 მეტრზე მაღლაც ადის.
მამრები მდედრებზე დიდები იზრდება. ზამთარ-ზაფხულ აქტიურობენ. ზამთრობით არ სძინავთ და უფრო ღრმად ჩადიან მიწაში, რაც მსხვერპლზე ნადირობას უკავშირდება.
კავკასიური თხუნელა ბუდეს ბუჩქების, ან ხის ქვეშ იკეთებს: ბუდიდან სანადირო ტერიტორიებისკენ რამდენიმე გზა გადის. ერთი სავალი გზა სწორი, განიერი და ღრმაა, დანარჩენი მის განშტოებას წარმოადგენს. ამ მთავარ სავალ გზაზე თხუნელა აუცილებლად გაივლის.
დასავლეთ საქართველოს პირობებში, ზამთრობით, როცა მშრალი უთოვლო ამინდი დგება 6ºC ტემპერატურის დროსაც კი ნიადაგის ზედა ფენებში ადვილი შესამჩნევია თხუნელას გაფაციცებული მუშაობა (ბოსტანში) ჭიების მოსაძებნად.
კავკასიური თხუნელა გაზაფხულზე 3-4 ნაშიერს შობს. წლის განმავლობაში ბეწვს სამჯერ იცვლის. პირველი ბეწვის ცვლა საქართველოში (დასავლეთ საქართველოში) თებერვლის ბოლოს იწყება და 10 მაისამდე მთავრდება. მეორე ბეწვის ცვლა იწყება ივნისიდან, მესამე კი – სექტემბრიდან. ოქტომბრიდან თებერვლის ბოლომდე თხუნელას ზამთრის ბეწვი აქვს. თხუნელა დღეში სამჯერ ნადირობს. იკვებება ჭიებით, მატლებით და მწერებით. დასავლეთ საქართველოში ის ციტრუსს და სხვა კულტურებს აზიანებს და ფერმერებისთვის ზარალი მოაქვთ, სამაგიეროდ თხუნელები კარგ ტყავს იძლევიან, ასე რომ კარგი მონადირე დღეში 60-80 ცალ თხუნელის ტყავს დაამზადებს.
კავკასიური თხუნელა გავრცელებულია კავკასიონის ქედის და ამიერკავკასიის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში, და თურქეთის შავი ზღვისპირა რეგიონებში. კავკასიის ყელის აღმოსავლეთით ისინი აღარ ბინადრობენ.
კავკასიური თხუნელა გვხვდება პრაქტიკულად ყველა ტყიან და მთის მდელოების ბიოტოპებში, მაგრამ ყველაზე მრავალრიცხოვნად ფართოფოთლოვანი ტყეების სარტყელში ბინადრობენ.
ყველა სხვა თხუნელების მსგავსად ისინიც რთულ მიწისქვეშა გასასვლელების სისტემას აგებენ, რომელსაც ძირითად, ბუდის კამერასთან მიმდებარე და საკვებ (ზედაპირული და ღრმა) ნაწილებად ყოფენ. სველ ნიადაგში ზედაპირული გასასვლელები 5 სმ სიღრმეზე მდებარეობს, მკვრივ და მშრალ ნიადაგში _ 8-20 სმ-ზე. საკვების ძიებაში თხუნელას 1 მეტრამდე სიღრმეში ჩასვლაც შეუძლია.
კავკასიური თხუნელა ძირითადად ჭიაყელებით იკვებება. სხვა სახის საკვებს (ხოჭოების ლარვები, ცხრაფეხები) უფრო იშვიათად მოიხმარს.
თხუნელა დღე-ღამეში 30-40 გრამ საკვებს იღებს.
ისევე როგორც მცირე თხუნელა, კავკასიური თხუნელა თებერვალში მრავლდება. ნაშიერები იბადებიან მარტის ბოლოდან აპრილის ბოლომდე. წელიწადში ერთხელ შობს, საშუალოდ სამ ნაშიერს. ახალგაზრდა ცხოველები დამოუკიდებელი 30-40 დღის ასაკში ხდებიან .
კავკასიური თხუნელა ჩვეულებრივი, მრავალრიცხოვანი სახეობაა. დასავლეთ საქართველოში დაცულია თხუნელის ქვესახეობა, მსხვილკბილა კავკასიური თხუნელა.
თხუნელა არის საშუალო და წვრილი ზომების. ტანის სიგრძე 5-დან 21 სმ-მდე, წონა 9-დან 170 გრამამდე. მისი წინაპრები (მიწისმთხრელი თხუნელების გარდა, რომლებიც ზედაპირზე ცხოვრობენ) მიჩვეულნი არიან მიწის ქვეშ ცხოვრებას. ტანი გაჭიმული აქვთ, მომრგვალებული, ხშირი, სწორი, ხავერდისებრი ბეწვით დაფარული. თხუნელას ბეწვს უნიკალური თვისება აქვს, მისი ხაო პირდაპირ იზრდება და რომელიმე განსაზღვრულ მხარეს ორიენტირებული არაა. ეს საშუალებას აძლევს მას მიწის ქვეშ ადვილად გადაადგილდეს. ნებისმიერი მიმართულებით, ხაო თავისუფლად ლაგდება წინაც და უკანაც.
თხუნელა ერთ ტონშია შეფერილი შავი, მოშავო-მოწაბლისფრო ან მუქი ნაცრისფერი. ბეწვს წელიწადში 3-ჯერ იცვლის. გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე. წინა თათები ნიჩბისებრად გაშლილი აქვს, ბრჭყალები მსხვილი. უკანა დაბოლოებები ჩვეულებრივ წინაზე სუსტია, კუდი მოკლე, თავი პატარა, წაგრძელებული ცხვირი, კისერი გარედან თითქმის არ უჩანს. არც ყურის ნიჟარები აქვს, თვალები განუვითარებელი-ბროლსა და ბადურას მოკლებული და თვალის ხვრელები პაწაწინა, მოძრავი წამწამებით დახურული. კარგად აქვთ განვითარებული ყნოსვა და შეხების შეგრძნება.
თავის ქალა გრძელი აქვს, ცხენის მაგვარი, ძალიან თხელი ლოყის ძვლის რკალებით. კბილი 33-დან 44-მდე. კბილების რაოდენობა და წყობა თხუნელის სახეობის განსასაზღვრად გამოიყენება. ხერხემალი: 7 კისრის, 13-14 მკერდის, წელის 5-6, კუდის 8-27 მალით. ძვლები, განსაკუთრებით მხრის, ფართე და მაგარია. მენჯის ძვლები გრძელი და ვიწრო აქვს.
სორო
ბუდის კამერა (ჩვეულებრივ 1,5-2 მ. სიღრმის) და გვირაბისებრი გალერეები ირგვლივ ღიაა, ყოველგვარი მიწის მიყრის გარეშე. საძინებელში თხუნელა ფენს ფოთლებს, ბალახებს. საკვების სორო სხვანაირადაა მოწყობილი: მთელი ზედმეტი მიწა ზემოთ იყრება-წარმოიქმნება დამახასიათებელი სათხუნელე გროვა. საკვების შესასვლელები ვიწრო და გრძელია, ხანდახან რამდენიმე მეტრზეა გაჭიმული. ზაფხულში სოროები ზედაპირთან ახლოსაა, ზამთარში სიღრმეში ჩადის.
თხუნელა ნიადაგში-სხვადასხვა ლანდშაფტში ცხოვრობს, ამასთან ნიადაგი უნდა იყოს ნესტიანი, თხრის გასაადვილებლად.
თხუნელების უმეტესი სახეობა მიწისქვეშა ცხოვრებას ეწევა, თხრის რა გვირაბებს, იკვებება მიწისქვეშა უხერხემლოებით, იშვიათად მცენარის ნაწილებით. წინა თათების განსაკუთრებული წყობის გამო, რომლებიც ნიადაგის წინ და უკან გასათხრელად არის მომარჯვებული, მიწის ზედაპირზე ბევრი თხუნელა მხოლოდ ხოხვით ახერხებს გადაადგილებას. ზოგიერთი ჯიში საკვების საძებნელად ზედაპირზე ამოდის, ან მიწისზედა ცხოვრებას ეწევა. აქტიურობა დღე-ღამის ნებისმიერ დროს, უფრო დაბინდების შემდეგს. მეტაბოლიზმის მაღალი დონის გამო, რაც ყველა მწერის მჭამელისთვის არის დამახასიათებელი, თხუნელა ძალიან გაუმაძღარია, დღეში ჭამენ იმდენს, რამდენსაც იწონიან. ზამთრისათვის იმარაგებენ საკვებს წვიმის ჭიაყელების სახით. თხუნელა მათ , ცოცხალს, მაგრამ მხოლოდ პარალიზებულს ტოვებს, აწყვეტს რა მათ თავებს, თხუნელები ძირითადად მარტო ცხოვრობენ, ერთიანდებიან მხოლოდ გამრავლების სეზონზე.
თხუნელას სამეურნეო მნიშვნელობა
მას სარგებლობა მოაქვს, აფხვიერებს რა მიწას, მის აერაციასა და დატენიანებას უწყობს ხელს. ანადგურებენ დიდი რაოდენობით მწერებს, უხერხემლოებს, რომლებიც ზიანს აყენებენ სოფლის მეურნეობას. მათ ასევე ზიანი მოაქვთ ფერმერებისთვის, ჭამენ რა წვიმის ჭიაყელებს, ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურებს, აზიანებენ ნარგავებს.
წყარო: geofauna.ge