აგროსიახლეებიდარგებიმცენარეთა დაცვა

ტრადიციული ჩინური მედიცინა _ მცენარეთა დაცვის ახალი საშუალება

ფიტოთერაპია,  ჩინური მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ორგანული სოფლის მეურნეობის ბუმის პირობებში თადარიგიანმა ჩინელებმა გადაწყვიტეს ადგილობრივ ბალახებით მარტო ადამიანები კი არა, მცენარეებიც განკურნონ.

შარშან დეკემბრის შუა რიცხვებში მცენარეთა დაცვის საშუალება, რომელიც რამდენიმე ჩინური ბალახისგან არის დამზადებული საფრანგეთის სერტიფიკაციის ორგანიზაცია  ECOCERT-მა ოფიციალურად დაარეგისტრირა როგორც ბიოპრეპარატი.

ამ ბიოპრეპარატს რომელიც შემუშავებულია ჩინეთის პროვინცია განსუს ტრადიციული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ეფექტიანად შეუძლია (შემქმნელების მტკიცებით) განკურნოს და აღმოფხვრას ბოსტნეულის, ხეხილის, ჩაის და თამბაქოს დაავადებები. და ეს ყოველივე არანაირ ზიანს არ აყენებს ამ და სხვა კულტურებს, სრულიად უვნებელია ფლორისა და ფაუნისადმი, აცხადებენ შემქმნელები.

2014 წლიდან პრეპარატი ჩინეთის სამხრეთისა და ჩრდილოეთის პროვინციებში 60 000 ჰექტარზე გაშენებულ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გამოიცადა და კარგი შედეგი ჰქონდა.

ჩინეთის ხელისუფლება მხარს უჭერს და ეხმარება ბიოპრეპარატის შექმნას, რომელიც ტრადიციული ქიმიური წამლებთან შედარებით უვნებელია.

2015 წლიდან ჩინეთში დაიწყო კამპანია, 2020 წლისთვის მინიმუმამდე შეამცირონ პესტიციდების გამოყენება, რადგან შხამ-ქიმიკატების ყოველწლიურმა გამოყენებამ 2012-2014 წლებში 2009-2011 წლებთან შედარებით 9,2%-ით გაიზარდა.

ერთ-ერთი ფერმერი, რომელსაც ჰანსუს პროვინციაში 4 ჰექტარზე ლიჩი _ იაპონური ქლიავი მოჰყავს, დაადასტურა რომ ახალმა  ბიოლოგიურმა პრეპარატმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. „ადრე ჩვენ  მავნე მწერებს  პესტიციდებით ვანადგურებდით, მაგრამ ახლა უკვე ფიტოთერაპიას ვიყენებთ და შედეგი იმაზე უკეთესია, ვიდრე წარმოვიდგენდი. ჩვენთან პროვინციაში კარტოფილის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგაც გამოვიყენეთ ფიტოპრეპარატი, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი მოგვცა, დაავადება 75%-ით შემცირდა და მოსავლიანობაც 10-15% გაიზარდა, კარტოფილიც უფრო გემრიელი და ჯანსაღი გახდა“ – განაცხადა ფერმერმა.

წყარო: www.freshplaza.com