აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობა

წიწაკის ჯიშები

წიწაკა ვეგეტაციის ხანგრძლივობის მიხედვით იყოფა საადრეოდ – აღმოცენებიდან ტექნიკურ სიმწიფემდე 100-110 დღე, საშუალოდ – 120-140 დღე და საგვიანოდ – 120-140 დღე. განასხვავებენ წიწაკის მწარე და ტკბილ ჯიშებს.
მწარე წიწაკას იყენებენ საკაზმ-სანელებლად, ტკბილს – საკონსერვო და კულინარიულ წარმოებაში.

ფორმის მიხედვით წიწაკის ნაყოფი მეტად მრავალფეროვანია: ოვალური, ოდნავ წაგრძელებული, კუბური, გრძელი და სხვა.

 აქვე მოგაწვდით  ქართულ ბაზარზე არსებული ტკბილი წიწაკის რამდენიმე სახეობის მოკლე დახასიათებას.

პორტეცა – Porteca F1 _  საადრეო, 2-3 კამერიანი, კაპიას ტიპის ტკბილი წიწაკა სავეგეტაციო პერიოდით: საშუალოდ საგვიანო 70-75 დღე ღია და დახურული გრუნტისთვის. ნაყოფის ზომები 12-14 სმ X 6-7სმ. ნაყოფის შეფერილობა: მუქი წითელი, ნაყოფის კედლის სისქე: 6-7 მმ. ნაყოფის წონა 250-350 გრ. გვირაბის ტიპის სათბურში რეკომენდებულია 3 მცენარე 1მ2-ზე, ხოლო ღია გრუნტზე – 30- 35 ათასი მცენარე ჰა-ზე. ნაყოფი ინახება დაახლოებით 20-25 დღე.

წიწაკა 11111111111111111111

სამანდერი – Samander F1 _  მაღალმოსავლიანი საადრეო კონუსისებრი წიწაკა. საადრეო (55-60 დღე) გამოირჩევა კარგი მსხმოიარობით (15-20 ნაყოფი ერთ მცენარეზე). ისხამს საშუალო ზომის 2-3 კამერიან ნაყოფს (15-18 სმ X 5-6 სმ). არ საჭიროებს საყრდენს. მწიფე ნაყოფს აქვს ნათელი, ინტენსიური წითელი შეფერილობა. ტრანსპორტაბელურია. შესაძლებელია მისი როგორც ნედლად გამოყენება, ასევე გადამუშავება. გამძლეა თამბაქოს მოზაიკის ვირუსისადმი.

სამანდერი

 სონდელა – Sondela F 1 _ 4-კამერიანი, კუთხოვანი ტკბილი წიწაკა სავეგეტაციო პერიოდით: საშუალოდ საგვიანო 80-85 დღე ღია და დახურული გრუნტისთვის. ნაყოფის ზომები 9-10 სმ X 8-8,5 სმ. ნაყოფის შეფერილობა – მუქი წითელი. ნაყოფის კედლის სისქე- 8-10 მმ. ნაყოფის წონა 300-350 გრ. გვირაბის ტიპის სათბურში რეკომენდებულია 3 მცენარე 1 მ2-ზე, ხოლო ღია სივრცეში – 30-35 ათასი ჰა-ზე.

სანდელა

 ბაჩატა – Bachata F1 _ 4-კამერიანი, კუთხოვანი ტკბილი წიწაკა სავეგეტაციო პერიოდით 80-85 დღე ღია და დახურული გრუნტისთვის. ნაყოფის ზომები – 10 სმ X 8,5სმ. ნაყოფის შეფერილობა – ყვითელი. ნაყოფის კედლის სისქე – 8-10 მმ. ნაყოფის წონა – 300-450 გრ. გვირაბის ტიპის სათბურში რეკომენდებულია 3 მცენარე 1მX2მ-ზე, ხოლო ღია გრუნტზე – 30-35 ათასი ჰა-ზე. ნაყოფი ინახება დაახლოებით 20-25 დღე.

ბატაჩა

სიმპატი – Sympaty F1 _ 4-კამერიანი, კუთხოვანი ტკბილი წიწაკა სავეგეტაციო პერიოდით – საშუალოდ საგვიანო 80-85 დღე ღია და დახურული გრუნტისთვის. ნაყოფის ზომები 10 სმ X 9,5 სმ. ნაყოფის შეფერილობა – ნათელი ნარინჯისფერი. ნაყოფის კედლის სისქე – 8-10 მმ. ნაყოფის წონა – 250-350 გრ. გვირაბის ტიპის სათბურში რეკომენდებულია 3 მცენარე 1მX2მ-ზე, ხოლო ღია გრუნტზე – 30-35 ათასი ჰა-ზე. ნაყოფი ინახება დაახლოებით 20-25 დღე.

სიმპატია

მენტა – Menta F1 _ 4-კამერიანი, ბლოკის ტიპის ტკბილი წიწაკა სავეგეტაციო პერიოდით: საშუალოდ საგვიანო 65-70 დღე ღია და დახურული გრუნტისთვის. ნაყოფის ზომები 10-9.5 სმ X 7-8 სმ. ნაყოფის შეფერილობა – ღია მწვანე. ნაყოფის კედლის სისქე – 7-8 მმ. ნაყოფის წონა 150-250 გრ. გვირაბის ტიპის სათბურში რეკომენდებულია 3 მცენარე 1მX2მ-ზე, ხოლო ღია გრუნტზე – 30-35 ათასი ჰა-ზე.

სენტა