წიწილის გამოზრდა ფერმერულ (საკარმიდამო) მეურნეობაში
ქათმის, ასევე როგორც სხვა სასოფლო-სამეურნეო ფრინველის მოზარდის გამოზრდა ფერმერულ მეურნეობებში ერთ-ერთ რთულ და მეტად საპასუხისმგებლო ამოცანას წარმოადგენს, რადგან სწორედ მის ხარისხიანად შესრულებაზეა დამოკიდებული მეურნეობის შემდგომი წარმოება. ამჯერად შემოგთავაზებთ ადგილობრივი პოპულაციის ქათმების მოზარდის გამოზრდის ტექნოლოგიას ფერმერული მეურნეობების პირობებში.
თუ ქათამი არ მოკრუხდა, ან გვსურს დიდი რაოდენობით კვერცხის გამოჩეკა, შესაძლებელია კვერცხის ჩაწყობა ინკუბატორში. გამოჩეკილი ერთდღიანი წიწილი ინკუბატორიუმიდან ცალკე შენობაშიუნდა გადავიყვანოთ და დაისვას ღრმა საფენზე, რომლიც შემდეგნაირად ეწყობა:
ფრინველის დასმამდე საფრინველეში, იატაკზე, კედლებსა და ჭერზე რაიმე სადეზინფექციო ხსნარით, ან ჩაუმქრალი კირის 5%-იანი (10ლ. წყალში 500 გრ ჩაუმქრალი კირი) წყალხსნარით დეზინფექცია უნდა ჩატარდეს. ამის შემდგომ მიწატკეპნილ, ან ბეტონის იატაკზე ეწყობა ე. წ. ღრმა საფენი, რომელიც შემდეგნაირად კეთდება:
ყოველ 1 მ2-ზე მოაბნევენ 0,5-0,7 კგ. ჩამქრალ კირს;
შემდეგ 5-6 სმ-ის სისქეზე იგება ქვეშსაფენი. ქვეშსაფენად შესაძლებელია გამოვიყენოთ ნამჯა, ნახერხი, ტორფი, წვრილად დაჭრილი ჩალა, ან სიმინდის ნაქუჩი.
ამის შემდეგ დაჭუჭყიანების მიხედვით თანდათან ემატება საფენი ისე, რომ საბოლოოდ მისი სისქე არ აღემატებოდეს 15-20 სმ-ს.
ახალგამოჩეკილ წიწილს ძალიან სუსტად აქვს განვითარებული თერმორეგულაცია, ამიტომ აუცილებელია საწიწილეში ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, რისთვისაც იყენებენ ელექტრობრუდერს.
ელექტრობრუდერი ქოლგის მსგავსია და მასში ადვილად შეიძლება სითბოს რეგულირება. თავდაპირველად წიწილების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე ელექტრობრუდერს დაუშვებენ თითქმის საფენის სიმაღლეზე, ჩართავენ და გაათბობენ +350C ტემპერატურამდე. შემდეგ ბრუდერის ქვეშ დასვამენ ერთდღიან წიწილებს. ბრუდერის გარშემო უნდა მოეწყოს საკვებური და სარწყულებელი. იმ მიზნით, რომ წიწილი არ მოშორდეს ბროდერს.
იმ შემთხვევაში თუ ბრუდერი არ არის ხელმისაწვდომი, მეფრინველე-ფერმერისათვის საწიწილეში მიკროკლიმატის დაცვა ხდება შემდეგნაირად: საფრინველე უნდა გათბეს წიწილის დასმამდე 5-6 სთ-ით ადრე ისე, რომ საფენის ზედაპირზე ტემპერატურა იყოს +31-320C. ამის შემდეგ წიწილების დასმა ხდება. პირველი კვირის განმავლობაში ეს ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს. ექვსი დღის შემდეგ ტემპერატურას 20C-ით ვამცირებთ; მეათე დღისთვის +250C -მდე ჩამოგვყავს. ხოლო ოცდამეერთე დღიდან ტემპერატურა +200C-ია.
ტენიანობა შენობაში 65-70% უნდა იყოს. ტემპერატურისა და ტენიანობის რეგულირება ფსიქრომეტრების საშუალებით უნდა გაკონტროლდეს.
წიწილის საკვების დასამზადებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი რეცეპტი (4 ვარიანტი):
შენიშვნა: სორგოს ხელმიუწვდომლობის შემთხვევაში მისი პროცენტი შეიძლება დაემატოს ყვითელი სიმინდის პროცენტს; საკვებში კალციუმი შეიძლება მიეცეს ნიჟარის, ცარცის, ან დაფქვილი კვერცხის ნაჭუჭის სახით.
კობა ნაცვალაძე
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი