ცხარე წიწაკა

წიწაკის სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა (მექსიკა და გვატემალა). წიწაკა საქართველოში ფართოდ გავრცელებული კულტურაა. გვხვდება ცხარე და ტკბილი წიწაკა. წიწაკას ყოველდღიურად იყენებენ მას ხმარობენ უმად, თითქმის ყველანაირი კერძის შესაკაზმად, საწებელის მოსამზადებლად,  წიწაკას იყენებენ მწნილების დამზადების დროს და საკონსერვო მრეწველობაში. ცხარე წიწაკის გემო დამოკიდებულია  კაპსაიცინის შემცველობით. კასპიცინი აძლიერებს მადას, კუჭის წვენისა და ნაღვლის გამოყოფას, რითაც აუმჯობებსებს საჭმლის მონელებას. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით C და P ვიტამინს და კაროტინს.

 ბიოლოგიური თავისებურებანი

წიწაკა მოყავთ, როგორც ერთწლიანი კულტურა. მისი თესლი ბრტყელია, ღია ყვითელი ფერის. ფესვი ღერძაა, განტოტვილი, ღერო სწორმდგომი, ქვედა ნაწილები გახევევბული. ზემოთ ბალახოვანი, ფოთოლი გრძელყუნწიანია, ყვავილი თეთრი ნაყოფიერდება თვითდამტვერვით, მაგრამ ადგილი აქვს ჯვარედინ განაყოფიერებასაც. ნაყოფი ღრუიანია, 2-3 ბუდიანი, მრავალთესლიანი. ნაყოფის ფერი იცვლება შემოსვლის მიხედვით. გემოთი შეიძლება იყოს ცხარე, ნახევრად ცხარე და ტკბილი.

აგროტექნიკური ღონისძიებები

წიწაკას რგავენ კვალსათბურებში წინასწარ გამოყვანილი ჩითილით. ჩითილს გამოზრდას აწარმოებენ ორ ვადაში: ადრეულს დაჩითილებით, რომელსაც დარგვამდე 50-60 დღით ადრე თესავენ მწკრივებად 5-6 სმ დაშორებით,  საშუალოს დაუჩითილებლად, რომელსაც დარგვამდე 40-50 დღით ადრე თესავენ.

დათესვიდან 20-25 დღის შემდეგ მცენარეები მზად არის გადასარგავად, ცხარე წიწაკა ირგვება 50X20სმ-ზე წიწაკა სითბოს მოყვარული მცენარეა, მისი განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 18-25 გრადუსი. უფრო მაღალ ტემპერეტაურაზე მცენარე იჩაგრება, ყვავილი და კვირტები ცვივა.

იგი წყლის  მოყვარული მცენარე არ არის, ყვავილობამდე კვირაში ერთხელ რწყავენ, ხოლო ყვავილობისა და მსხმოიარობის დროს 2-3 -ჯერ. რწყვა წყდება  მოსავლის აღებამდე  2 კვირით ადრე.

კარგი წინამორბედებია: პარკოსანი კულტურები, ძირხვენები, კომბოსტოსნაირები, ძაღლყურძენისებრთა ოჯახის წარმომადგენლების შემდეგ ნაკვეთზე წიწაკის წარმოება 3 წელიეადზე ადრე აღარ შეიძლება.

მოსავლის აღება

საადრეო ჯიშები შემოდის აღმოცენებიდან 45-65 დღეში, ხოლი საშუალო – 65-75 დღეში. დასაზამთრებლად იღებენ, როცა ნაყოფები გაწითლებას დაიწყებს. წიწაკის მოსავლის აღება საბოლოოდ შემოდგომის წაყინვებამდე უნდა დამთავრდეს.

ჟურნლაი „ახალი აგრარული საქართველო“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.