დარგებიმებაღეობა

ცხრატყავა –  Lonicera Tu­zez L

 

ცხრატყავას გვარი (lo­ni­ce­ra L.) მცენარეულ სამყაროში ფართოდ არის წარმოდგენილი და 200ზე მეტ სახეობას აერთიანებს. საუკუნეების განმავლობაში სამხრეთაღმოსავლეთ აზიიდან, რომელიც მის სამ-შობლოდ ითვლება, მან ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკამდე გრძელი გზა განვლო. მრავალმხრივი გა-მოყენების გამო მსოფლიო ფლორის საოცრებათა ჩემპიონს ეძახიან.

ცხრატყავა სამკურნალო კენკროვანი კულტურაა. მისი ნაყოფები შეიცავს მიკრო და მაკრო ელემენ-ტებს. მაგრამ მისი მთავარი ღირსება მასში ასკორბინის მჟავის ანუ C ვიტამინის (180 მგ/100გ) და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების — რუტინის, კატეხინების, ლეიკოანტოციანების, ანტოციანების დიდი რაოდენობით შემცველობაშია (850 მგ/100გ). ასევე აღსანიშნავია მასში გლუკოზის, ფრუქტოზის, საქაროზის, გალაქტოზის და რამნოზას საკმაოდ მაღალი შემცველობა, აგრეთვე მჟავიანობა, რაც ლიმონის მჟავიანობაზე გადაყვანით 1,8-4,0%ია.

ცხრატყავა 0,5-1,2 მეტრი სიმაღლის ბუჩქია, აქვს მოგრძო, ლურჯი ფერის მომჟავოტკბილი და ძალზე არომატული ნაყოფები. მწიფდება ივნისში. კარგად იზრდება საქართველოს მთისწინა ზონაში, განსა-კუთრებით მდინარისპირა ჭალებში, მთის მდელოებზე, ტყისპირებში. მაქსიმალურად მსხმოიარობს მე8 წლიდან, ამ პერიოდში ბუჩქი ყოველწლიურად 5 კილოგრამამდე ნაყოფებს იძლევა. 15 წლის ასაკში ბუჩქი მაქსიმალურ ზომას აღწევს და შემდგომ 10-12 წლის განმავლობაში თანდათან სუსტდება, მცირდება მოსავლიანობაც.

ცხრატყავა მრავლდება როგორც თესლით, ასევე ვეგეტატიურად. თესლს არჩევენ სრული სიმწიფის პერიოდში საუკეთესო ნაყოფებიდან, 1 კგ ნაყოფიდან შესაძლებელია 10 გ ანუ 78 ათასი ცალი თესლის დამზადება. დათესვის წინ თესლს არ სჭირდება სტრატიფიკაცია, დათესვიდან მე20 დღეს იწყება აღმოცენება. გადასარგავად ვარგისია ორწლიანი ნერგები, ვინაიდან პირველ წელს მცენარე ნელა ვითარდება.

ვეგეტატიური გამრავლების დროს მთლიანად ინარჩუნებს ჯიშობრივ თვისებებს, რისთვისაც იყენებენ დაკალმებას, ბუჩქის დაყოფასა და ჰორიზონტალურ გადაწვენას. მწვანე დაკალმებისათვის საჭიროა დაცული გრუნტი _ სათბური, რომლის დროსაც დაფესვიანება 60%მდე აღწევს, თუმცა შერჩეული სტი-მულატორების გამოყენებით დაფესვიანება 100%-მდე მიიღწევა.

ცხრატყავას სხვა კენკროვნებთან შედარებით ახასიათებს ძალიან ადრეული ვეგეტაცია და ამიტომ მისი გადარგვა შემოდგომით უფრო მიზანშეწონილია. მის ყვავილედზე უარყოფითად არ მოქმედებს ადრეულ გაზაფხულზე დაბრუნებული სიცივეები და ისინი არ ზიანდება. თვითდამტვერვის შემთხვევაში, ნაყოფები არ ვითარდება, ან იშვიათად ვითარდება უთესლო ნაყოფები, ხოლო ჯვარედინი დამტვერვის შემთხვევაში მიღებული ნაყოფები მსხვილი და მრავალრიცხოვანი გამოდის. ამიტომ, ცხრატყავას სამრეწველო ნარგავები უნდა გაშენდეს რიგებად, სადაც მონაცვლეობით 23 სხვადასხვა ჯიშის ნერგები დაირგვება. ცხრატყავას ერთი ბუჩქი, ან ნაკვეთზე დარგული ერთი და იგივე ჯიშის რამდენიმე ბუჩქი მოსავალს არ იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ მცენარეები კარგად იზრდება და ყვავილობს კიდეც.

სამრეწველო ბაღის გასაშენებლად უნდა შეირჩეს ოპტიმალურად ტენიანი ფართობი, ვინაიდან ცხრატყავა მშრალ ან ტენიან ნიადაგებზე ცუდად ვითარდება. ნაკვეთი კარგად უნდა გასუფთავდეს მრავალწლოვანი ფესურიანი სარეველებისაგან და ტუტე ფონის შესაქმნელად მოკირიანდეს. ორგანული სასუქების შეტანა უკეთესია უშუალოდ დარგვის წინ ორმოებში (60-60 სმ), აგრეთვე სასურველია ამავე დროს შევიდეს მინერალური სასუქები: 3050 გ ამონიუმის გვარჯილა, 50-80 გრ. სუპერფოსფატი და 40-50 გრ. კალიუმის მარილი. ნერგების დარგვის საუკეთესო ვადად მიჩნეულია სექტემბრის ბოლო ოქტომბრის დასაწყისი.

ცხრატყავას ნაყოფები ძირითადად ცოცხალ ხილად გამოიყენება, ვინაიდან ის ყველა ხილზე ადრე შე-მოდის იმ დროს, როცა ადამიანის ორგანიზმი ადრე გაზაფხულზე ვიტამინებისაგან გამოფიტულია. ცხრატყავასაგან შეიძლება დამზადდეს მურაბები, გახეხილი სახით შეინახოს შაქართან ერთად, დამ-ზადდეს წვენი (გამოსავალი 60×80%), კომპოტები, ჩირი და სხვა.

ნანა ჯაბნიძე

სმმ  აკადემიური დოქტორი