აგროსიახლეები

 წლეულს საქართველოდან კარტოფილის ექსპორტმა 8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

 2025 წლის 1 იანვრიდან 3 მარტის ჩათვლით საქართველოდან 27.5 ათასი ტონა კარტოფილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 8.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, კარტოფილის, მცირე რაოდენობა – 932 ტონა იყო ექსპორტირებული. 

ქართული კარტოფილის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი (14 049 ტონა), აზერბაიჯანი (10 534 ტონა) და სომხეთი (2 183 ტონა).