აგრარული განათლებააგროსიახლეებიდარგებიმებაღეობა

ცოტა რამ ლურჯი მოცვის სასარგებლო თვისებების და ფინანსური ეფექტიანობის შესახებ

ლურჯი მოცვი მრავალწლოვანი კენკროვანი კულტურაა, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს ცოცხლობს და იძლევა ლურჯი ფერის მრგვალ ნაყოფს.

ლურჯი მოცვი ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, ხალხურ მედიცინაში, დიეტურ კვებაში და სხვა.

გამოკვლევებმა უჩვენეს, რომ ლურჯი მოიცვის ნაყოფი და ფურცლები ხელს უწყობენ სისხლში შაქრის დონის დაკლებას. გახეხილი ნაყოფი და წვენი სასარგებლოა ენტეროკოლიტების, ცისტიტების, გასტრიტებისა და დაბალი მჟავიანობისას.

ლურჯი მოცვი პირველ მოსავალს მეორე-მესამე წელს იძლევა და ერთ ბუჩქზე საშუალოდ 2 კილოგრამს შეადგენს, მაქსიმალურ მსხმოიარობას (5-7 კგ ბუჩქზე) მე-6 წელს აღწევს.

საადრეო ჯიშის ლურჯი მოცვის ერთი კილოგრამის მოვლის ხარჯი წელიწადში 2-2.5 ლარია, ხოლო სარეალიზაციო ფასი – 7 ლარიდან იწყება.

ლურჯი მოცვის პლანტაციის შესაბამისი ტექნოლოგიით გაშენების და მოყვანის შემთხვევაში, მოსავლის შესყიდვა გარანტირებულად, წინასწარ ხდება.

https://vanrik.com/thqveni-momavlis-nergebi/