ცუკატის დამზადება
ცუკატი შაქრის, ან შაქარ-ბადაგიანი კონცენტრირებული სიროფით გაჟღენთილი ნაყოფებისაგან დამზადებული პროდუქტია, რომელიც შემდეგ გამშრალია 80 % მშრალ ნივთიერებამდე და მოყრილი აქვს შაქრის ფხვნილი, ან მოჭიქულია.
ცუკატი ასევე მზადდება მანდარინის, ფორთოხლის და ლიმონის კანისაგან.
ცუკატის დასამზადებლად ნედლეულს ამუშავებენ მურაბის ანალოგიურად, ხარშვის შემდეგ კი სიროფს ანცალკევებენ ნაყოფებისაგან და ნაყოფებს აშრობენ 40-600C ჰაერით 12-18 საათის განმავლობაში. გამშრალ ნაყოფებს ურევენ შაქრის ფხვნილში და დამატებით აშრობენ, პროდუქტის ტენიანობა 14-17 %-მდე შემცირდეს.
შაქრის თეთრი აფსკის წარმოქმნის მიზნით ნაყოფებს ათავსებენ მაღალკონცენტრირებულ (79-83%) სიროფში, რის შემდეგ აშრობენ და გამშრალი ნაყოფი ზედაპირი იფარება შაქრის კრისტალებით.