უკრაინა _ თაფლის მწარმოებლები და ექსპორტიორები
უკრაინული თაფლი მოთხოვნადი საექსპორტო პროდუქტია.
სხვა ქვეყნებში გაყიდვების ტემპი ყოველწლიურად იზრდება.
უკრაინას თაფლის წარმოების მოცულობით მსოფლიოში მეხუთე ადგილი უჭირავს, ხოლო ევროპაში ამ სეგმენტში შეუცვლელი ლიდერია.
მსოფლიოში წარმოებული თაფლის 6% უკრაინაში იწარმოება და 35 ქვეყანაში იყიდება.
2016 წელს უკრაინამ ექსპორტზე 57 ათასი ტონა თაფლი გაიტანა, რაც 50% აჭარბებს 2015 წლის მაჩვენებელს.
წლეულს უკრაინული თაფლის ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელს ბევრად გადააჭარბებს, რასაც გასული ექვსი თვის საბაჟო მონაცემები ადასტურებს.
იანვარ-ივნისში, ფაქტობრივად თაფლის შეგროვების აქტიურ ფაზამდე ტრეიდერებმა უკრაინიდან უკვე 30 ათასი ტონა _ 1,5 მილიარდი გრივნის ღირებულების თაფლი გაიტანეს.
უკრაინაში წელიწადში დაახლოებით 100 000 ტონამდე თაფლს იღებენ. რატომ დაახლოებით? იმიტომ რომ თაფლის მნიშვნელოვან წილს მოყვარული მეფუტკრეები აწარმოებენ და ადგილზევე ბაზარში ან ნაცნობ-ახლობლების წრეში ყიდიან.
უკრაინაში დღეს 400 ათასი მეფუტკრე და 4 მილიონი სკაა აღრიცხული.
უკრაინაში თაფლის ძირითად მწარმოებელი რეგიონებია: ვინიცის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის, ნიკოლაევსკის, პოლტავის და ყირიმის ოლქები.
ეს რეგიონები უზრუნველყოფენ უკრაინის თაფლის წარმოების მთლიანი მოცულობის 70%-ს.
იმის მიუხედავდ რომ თაფლი ძალიან კარგი საექსპორტო პროდუქტია, ბევრი უკრაინული კომპანია ადგილობრივი ბაზრის განვითარებას აქცევს ყურადღებას, ისინი თავიანთი საქმიანობის ქვეყნის შიგნით გაფართოებით ქმნიან დამატებით ღირებულებას _ სამუშაო ადგილებს.
უკრაინის თაფლის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიები არ იყენებენ ქიმიურ დანამატებს, ანტიბიოტიკებს და სხვა ნივთიერებებს.
უკრაინული თაფლის ექსპორტიორების რეიტინგი
უკრაინაში წარმოებული თაფლის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გადის. ძირითადი ბაზარი აშშ და ევროკავშირია, იმის მიუხედავად რომ ევროკავშირი მკაცრად იცავს თავის მწარმოებლებს.
2017 წელს უკრაინული თაფლის იმპორტიორები იყვნენ: აშშ, სადაც უკრაინიდან შეტანილია 11 ათასი ტონა თაფლი, გერმანია _ 5,76 ათასი ტონა, პოლონეთი _ 3, 1 ათასი ტონა, საფრანგეთი _ 1, 9 ათსი ტონა, ბელგია ) 1.4 ათასი ტონა,
უკრანული თაფლის ექსპორტის გეოგრაფია | |
ქვეყანა | ექსპ. მოც. ტ. |
აშშ | 11013 |
გერმანია | 5764 |
პოლონეთი | 3104 |
საფრანგეთი | 1928 |
ბელგია | 1413 |
ესპანეთი | 1200 |
თურქეთი | 947 |
კანადა | 688 |
ბულგარეთი | 496 |
დანია | 441 |
იტალია | 411 |
უნგრეთი | 342 |
ლატვია | 323 |
ჩეხეთი | 289 |
ავსტრია | 264 |
რუმინეთი | 260 |
ესტონეთი | 138 |
ისრაელი | 100 |
როგორც უკვე ვთქვით, 6 თვის განმავლობაში უკრაინიდან ექსპორტირებულია 29, 6 ათასი ტონა თაფლი, 1. 4 მილიარდი გრივნას ღირებულების.
ევროკავშირში უკრაინული თაფლი ისე პოპულარულია, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინიდან ევროკავშირში ტკბილეულის მიწოდების დადგენილი კვოტა 4 ათასი ტონა პირველივე 10 დღეში ამოწურა.
2017 წლის დასაწყისში ევროკავშირმა კვოტა 8 ტონამდე გაზარდა, მაგრამ როგორც სტატისტიკა მოწმობს ესეც თვალისდახამხამებში შეივსება.
საინტერესოა, რომ უკრაინაში თაფლის ექსპორტი, ძირითადად საოჯახო საქმეა. ტკბილეულის 15 უმსხვილესი ექსპორტიორიდან, 7 ოჯახებს ეკუთვნის.
ორი კომპანია უკრაინის გაზის იმპორტიორი კომპანიების მფლობელების საკუთრებაა. ხოლო უმსხვილესი თაფლის ექსპორტიორი შედის კომპანიების ჯგუფში, რომელიც აფასოებს და ყიდის შაქარს.
უკრაინული თაფლის ექსპორტიორები 2017 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით
ექსპორტიოირი
კომპანიები |
რაოდენობა
ტონა |
ასკანია-პაკი
АСКАНИЯ-ПАК |
3484 |
კომპანიების ჯგუფი თანამეგორბრობა
ГРУППА КОМПАНИЙ СОДРУЖЕСТВО |
3156 |
იუკრეინიან ბი
ЮКРЕЙНИАН БИ |
2928 |
უკრაინის თაფლი УКРАИНСКИЙ МЕД | 2297 |
აგრო ისტ ტრეიდ
АГРО ИСТ ТРЕЙД |
2205 |
დიონის თაფლი
ДИОНИС МЕД |
1734 |
ლუმელი
ЛУМЕЛИ |
1701 |
თაფლის მხარე
МЕДОВЫЙ КРАЙ |
1345 |
ბარტნიკ
БАРТНИК |
1234 |
დჯესა
ДЖЕСА |
947 |
სან ბი უკრაინა
САН БИ УКРАИНА |
618 |
ბიხაივ
БИХАЙВ |
477 |
მედ-ოკ
МЕД-ОК |
473 |
თაფლის უსაფრთხოება БЕЗОПАСНОСТЬ МЕДА | 470 |
გერა
ГЕРА |
439 |
უკრანიდან თაფლის ექსპორტს მხვილი გაერთიანებები ახორციელებენ, რომელთა საქმიანობის სფერო ამოუწურავია დაწყებული პროდუქტების წარმოება-გასაღებიდან, ნავთობის ბიზნესითა და იარაღის წარმოებით დამთავრებული.
მაგალითად, კომპანია „ასკანია პაკი“ АСКАНИЯ-ПАК უმსხვილესი თაფლის ექპორტიორია უკარაინაში, კომპანია ეკუთვნის სერგეი და ვლადიმერ გორბანიებს.
ასკანია პაკი შედის კომპანიათა ჯგუფ „ასკანიაში“, სადაც გაერთიანებულია 12 კომპანია, რომელებიც დაკავებულნი არიან სასმელების წარმოებითა და დისტრიბუციით, მათ შორის უცხოეთში, ლოჯისტიკური მომსახურებით, ცეცლსასროლი იარაღის წარმოებით, ვარდების მოშენებით, თაფლის გადამუშავებითა და ექსპორტით, დაცვის მომსახურებით, კერძო და სახელმწიფოს სექტორის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა გადამზადებით და სხვა.
კომპანიების ჯგუფი თანამეგორბრობას ГРУППА КОМПАНИЙ СОДРУЖЕСТВО თაფლის ექსპორტის გარდა ევროპიდან შემოაქვს ბუნებრივი აირი. ნახევარ წელიწადში კომპანიამ უკრაინა 4 მილიონი კუბური მეტრი გაზით უზრუნველყო. იგი აკონტროლებს „კრემენჩუკგაზს“, „გადიაჩგაზს“ და „ხერსონგაზს“.
კომპანიის ინტერესი ასევე კონცენტრირებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებსა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაზე.
ნატალია რომანჩენკო
წყარო: www. censor.net.ua