დარგებიმებაღეობამემცენარეობა

უნაბი (Jujube)

უნაბი საქართველოში გავრცელებულ ხეხილოვან კულტურებს შორის ერთ-ერთი უძველესია.
უნაბი მრავლდება თესლით, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ადგილი აქვს დათიშვას, ამიტომ პრაქტიკაში ძირითადად გამოყენებულია უნაბის ვეგეტატიური გზით გამრავლება: კალმით, ფესვის ამონაყარებით და მყნობით, რომელიც სრულყოფილად ინარჩუნებს ჯიშურ ნიშან-თვისებებს. იგი კარგად იტანს მაღალ ტემპერატურას და უძლებს -25-28 გრადუს ყინვას.

უნაბი კარგად ხარობს ყველა ტიპის ნიადაგზე, თუმცა არ უყვარს ჭაობიანი და მძიმე ნიადაგები.

მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს, ნაყოფი ნოემბერ-დეკემბერში მწიფდება. კარგად მოვლილი თითოეული ხიდან 10-15 კილოგრამი ნაყოფის მიღება შეიძლება.

დარგვის სქემა:

მცენარეებსა და რიგებს შორის დაცილება უნად იყოს 4მ X 5მ-ზე.

უნაბი ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარეა ჯანმრთელობისათვის, ის სამხრეთ აზიიდან იღებს სათავეს და სამხრეთსა და ცენტრალურ ჩინეთშია ყველაზე მეტად გავრცელებული. მას 10000 წლიანი ისტორია აქვს და ამ ხნის განმავლობაში მისი 400 – ამდე ჯიში ჩამოყალიბდა. უნაბს სიცოცხლის ხესაც უწოდებენ.

ეს საუკეთესო ხილი არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მასში თავმოყრილია უამრავი სახის მინერალი და ვიტამინი. მედიცინა ირწმუნება, რომ უნაბის რეგულარულად ჩართვა მენიუში, სიცოცხლეს მინიმუმ 10 წლით ახანგრძლივებს.

უნაბის სამკურნალო თვისებები:

კარგია კუჭ-ნაწლავის დაავადებების წინააღმდეგ;

არაჩვეულებრივი საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად;

აწყნარებს ნერვულ სისტემას, კარგია ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებების წინააღმდეგ;

ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, სისხლის ნორმალურ დინებას განაპირობებს

კარგია კბილებისა და ძვლებისთვის;

არაჩვეულებრივი საშუალებაა სახის კანის მოვლისთვის;

ებრძვის სიმსივნურ უჯრედებს, კარგია სიმსივნის პრევენციისთვის;

აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები.

♦ ჰიპერტონიული დაავადების დროს. საუკეთესოა უნაბის 20 ცალი ნაყოფის მიღება დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.

♦ ნაბახუსევზე და ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციისას კარგ შედეგს იძლევა უნაბის კომპოტი: დაახლოებით 50 ცალი ნაყოფი ხის წვრილი ჩხირით დაჩხვლიტეთ, დაასხით 2 ლიტრი. მდუღარე წყალი და 15 წუთით გააჩერეთ. შემდეგ დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით, მიიღეთ შეგრილებული.

♦ უნაბის ფოთლებს საოცარი თვისებები აქვს, ყველაზე ხშირად მათ კბილის ტკივილის გასაყუჩებლად იყენებენ: ტკივილის გასაჩერებლად საკმარისია, უნაბის ხის მხოლოდ ერთი ფოთოლი დაღეჭოთ. იგივე მეთოდი გამოიყენება სტომატიტის დროს.

♦ ხალხურ მედიცინაში ხველებისა და ფილტვის დაავადებათა სამკურნალოდ, გამოიყენება უნაბის ფოთლების ნაყენი: ორი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ უნაბის ფოთოლს, დაასხით 300გრ. მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, გადაწურეთ. მიირთვით 50 გრ 3-4-ჯერ დღეში.

♦ უნაბის მიღება არ არის რეკომენდირებული დიაბეტით დაავადებულთათვის რადგან ის მაღლა წევს სისხლში შაქრის დონეს.

წყარო. elkana.org.ge