აგროსიახლეები

უფლის ხე _ რაც უფრო ხნიერია ადამიანი მით უფრო სასარგებლოა მისთვის

ძველი წყაროები აბზინდას (ლათ. Artemísia) სასწაულმოქმედ და სამკურნალო თვისებებს აწერენ. ჩვენს რთულ, ინფორმაციითა და ცუდი საკვებით გადატვირთულ ეპოქაში, აბზინდა ორგანიზმის შესანიშნავ გამწმენდად გვევლინება.

ნახშირწყლოვანი საკვების (ტკბილეული, ფასტ-ფუდი, შემწვარი კერძები) ყოველდღიური მიღება იწვევს ნივთიერების მიმოცვლის დარღვევას სიმსუქნის სასარგებლოდ.

ღვიძლში ნაღვლის შეკავება ჯანმრთელ ადამიანებში ჩვეულებრივ ამბად იქცა. ამაშიც, როგორც სხვა არაფერი, დაგეხმარებათ ჭამის წინ აბზინდის ნაყენის მიღება.

ძველი დროის დიდი ექიმი, ავიცენა წერდა, რომ აბზინდას შეეძლო ადამიანის გადარჩენა ძლიერი მოწამლის დროს. აბზინდა ებრძვის შხამს და, ამავდროულად, ასტიმულირებს ღვიძლის მუშაობას: შხამი ორგანიზმიდან უცვლელად გამოდის.

აბზინდას არომატი წმენდს აურას და დახურულ სივრცეს.

მას რბილი და ღრმა მოქმედება აქვს.

ითვლება, რომ, რაც უფრო ხნიერია ადამიანი, მით უფრო სასარგებლოა მისთვის აბზინდა.

აბზინდის სურნელი მძლავრად წმენდს ადამიანის აურას და გარშემო სივრცეს უცხო მენტალური ნაგვისგან, ხელს უწყობს ადამიანის შესვლას სამლოცველო, ამაღლებულ მდგომარეობაში, დიდი მარხვის დროს.

ძველ დროში, სახალხო მკურნალები პაციენტს და მთელ ოთახში აბზინდის კვამლს შემოატარებდნენ ხოლმე. იგი არამხოლოდ ენერგეტიკას წმენდდა, არამედ აუმჯობესებდა დაბინდულ გონებასაც. ფრინველების კი იცავენ ამ მცენარით თავიანთ ბარტყებს პარაზიტებისგან.

ჩინურ მედიცინაში, აბზინდა გამოიყენება ადამიანის სხეულზე აქტიური წერტილების გასახურებლად. აბზინდის სიგარა იწვის დამოუკიდებლად, სანამ არ ჩააქრობენ. სითბო, რომელსაც იგი გამოყოფს, კოჰერენტულია, ანუ, როგორ ლაზერის გამოსხივებისას, იგი ღრმად აღწევს ქსოვილში და ააქტიურებს ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებს. ამასთან, იზრდება ადამიანის ცხოვრებისეული ტონუსი. მუხლქვეშა წერტილ E-36-ის (ცზუ-სან-ლი), დღეგრძელობის წერტილის გახურება გვეხმარება სიბერის პრობლემების პროფილაქტიკაში.

სასარგებლოა სახლის შესასვლელში, კარის თავზე, აბზინდის კონას დაკიდებაც. იგი არამხოლოდ აფრთხობს მწერებს არამედ ნეგატიური გავლენისგანაც დაგიცავთ.

ოთახის გასაწმენდად, ჭურჭელს, აბზინდის გარდა, დაუმატეთ 1/3 კოთხოჯის ფესვიც. დახურეთ დროებით ყველა ფანჯარა და კარი, დაწვით ნედლეული და კვამლი მოაბნიეთ ოთახში, რამდენიმე საათით ყველა გადით ოთახიდან. განიავების შემდეგ, დარჩება მწარე სუნი, რომელიც დაავადებებსა და უსიამოვნებებს უკან დაბრუნების საშუალებას არ მისცემს.

ინფორმაცია მოამზადა ექიმ-ნევროპათოლოგმა ვლადიმირ ბულსუნმა. თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია მოიწონეთ და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს.

მარიამ მიქელაძე

წყარო: paparazzi.ge